x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134484
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
( ვიდეო) 76 წლის იაპონელი დაუსახლებელ კუნძულზე 29 წელი მარტო ცხოვრობდა
image




იაპონელი განდეგილი, რომელიც დაუსახლებელ კუნძულზე თითქმის 30 წლის განმავლობაში შიშველში ცხოვრობდა, იძულებით დააბრუნეს ცივილიზაციაში.


მასაფუმი ნაგასაკი ცხოვრობდა რიუკიუს არქიპელაგის დაუსახლებელ კუნძულ სოტოპანარში 1989 წლიდან, გათბობის, საკვების, ტანსაცმლისა და საკომუნიკაციო აღჭურვილობის გარეშე. მეთევზეებიც კი იშვიათად მიცურავდნენ კუნძულზე.


კაცმა არაერთხელ აღიარა, რომ მისი ერთადერთი ოცნებაა მოკვდეს კუნძულზე, რომელიც მისი სახლი გახდა: ”ყველაფერს რაც მე მჭირდება, აქ ვპოულობ, სხვა არაფერი მჭირდება. მე მინდა აქ მოვკვდე ტაიფუნის დროს, არავის შევაწუხებ."



ყოველ დღე დილით ვარჯიშობდა, შემდეგ კი სანაპიროს ასუფთავებდა.

მისი სურვილის მიუხედავად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კუნძულიდან წაიყვანა 82 წლის ნაგასაკი და აუკრძალა იქ დაბრუნება ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობის გამო. ის მოხუცთა თავშესაფარში მიიყვანეს ქალაქ იგისაკში, სოტოპანარიდან 60 კილომეტრის დაშორებით.


კუნძულზე გადასვლამდე ნაგასაკის ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, რადგან მას არ მოსწონს წარსულზე ლაპარაკი. ჟურნალისტებმა შეიტყვეს, რომ მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს, ის ფოტოგრაფად მუშაობდა, ასევე აქვს ბარი. რაღაც მომენტში მან გადაწყვიტა გაქცევა ქალაქის ცხოვრებიდან, მაგრამ თავდაპირველად კუნძულზე ორი წლით დარჩენას გეგმავდა.


ნაგასაკი არ ჭამდა ხორცს, თევზს და კუს კვერცხებს, რომლებიც კუნძულზე უამრავია. მან ხორცზე უარი თქვა ბუნების სიყვარულით:


”მე დავინახე, როგორ დაიბადა პატარა კუ და როგორ გაცურდა წყალში. ამის დანახვაზე ჟრუანტელი მივლიდა და ვფიქრობდი, თუ რა მშვენიერია ცხოვრება."




0
581
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
581
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0