x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ლელა კაკულია: ქართული ჯარი - ეს კოსმოსის ანგელოზები არიან!

image

გაფრთხილებთ მავანთ, არც კი გაბედოთ, რაიმე გადაბრუნებული სიტყვა წამოგცდეთ ამ წინასწარმეტყველებაზე! გაფრთხილებთ, არც გაბედოთ!!!
მეგობრებო, შეგახსენებთ ქალბატონ ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა მცირე ნაწილს, რომელიც ქართულ არმიას შეეხება.
ეს წინასწარმეტყველებები წარსულში უკვე იყო არაერთხელ გამოქვეყნებული როგორც ლელა კაკულიას საავტორო გაზეთში, ჩვენს საიტსა და ფეისბუქ-გვერდზე, ისე წიგნის, „ახალი სიტყვა“ სხვადასხვა წლების გამოცემებში.
2008 წელი, 14 აგვისტო, ურეკი
ვხედავ, რომ საქართველოს ჰყავს ძლიერი ჯარი, მომავალში ძლიერია, ერთიანია, გაბრწყინებულია საქართველო. გამრავლებულს ვხედავ ქართველებს. დღეს ჩვენ ვიბრძვით და ამ ბრძოლით მოვიგებთ იმ მომავალს, რომელსაც ვხედავ მომავალში: ძლიერი, ერთიანი, თავისუფალი სახელმწიფო მრავალი ქართველით — თითქმის 30 მილიონი ...
მალე საქართველო ისე წამოდგება ფეხზე, რომ ჩვენი მეზობლების გაშავებულ სახეებს ვხედავ.
ჯარი იარაღდება! ეს არის მსოფლიოში არსებული შეიარაღების უნიკალური, ბოლო მოდელები. ზღვაზე სამხედრო გემებს ვხედავ, ასევე ყველაზე საუკეთესო მოდელებს. საჰაერო დაცვაც ძლიერი ექნება საქართველოს. ვხედავ, როგორ გაიხსნა მიწა, საიდანაც სამხედრო თვითმფრინავები ამოფრინდნენ. საზღვრები დაცულია
ლელა კაკულია: ქართველო ჯარისკაცებო, თქვენ ჩემი სიამაყე ხართ!
2008 წელი, 20 აგვისტო, ურეკი
საქართველოს არმია იცავს ქართულ საზღვრებს და ვერავინ გაბედავს მათ გადახედვას. ეს ასეა ასი პროცენტით.
ყველა ქართველი ჯარში უნდა წავიდეს. ვხედავ, არ იარსებებს ინსტიტუტები, რომლებიც ჯარიდან დატოვებენ ბიჭებს და გოგონებსაც კი. მეომრული სული ყველა ქართველშია და ჩვენ ბრძოლა უნდა ვისწავლოთ. ეს არის ხსნა ქართული გენისა, ხსნა ერისა, რათა ქართველმა იაროს დედამიწაზე!
2008 წელი, 10 სექტემბერი, ურეკი
ვხედავ, ქართული არმია წინანდელზე უკეთესადაა შეიარაღებული, მწყობრში დგას. ვხედავ, მიდის გამალებული ცვლილებები და სანამ რუსეთი ავანტიურებს ხლართავს, წინ უკვე ასჯერ გაძლიერებული ქართული არმია დაუდგება; დიახ, ის არმია, რომელიც რუსეთს ცხვირს წაამტვრევინებს...
ქართული არმია ისევ იარაღდება. ვხედავ უფრო თანამედროვე და ძლიერ სამხედრო შეიარაღებას. ამერიკელები რაკეტებს დგამენ საქართველოს საზღვრებზე...
2008 წელი, 11 სექტემბერი, ურეკი
საქართველოს, საზღვაო ფლოტიდან დაწყებული საჰაეროთი დასრულებული, ამერიკა ბოლო მოდელებით შეაიარაღებს. მით უმეტეს, რომ საქართველომ მსოფლიოს აჩვენა, როგორი მეომარია ქართველი. აი, ზუსტად ამისი ეშინია რუსეთს, რომ ხელჩართულ ბრძოლაში ქართველ მეომარს რუსი ჯარისკაცი ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოერევა.
რუსეთმა, რაც უნდა თქვას და იყვიროს ქართულ შეიარაღებაზე, არაფერი გამოუვა. ვხედავ, საქართველოს ჰყავს მრავალათასიანი, კარგად შეიარაღებული არმია, შავ ზღვას კი ქართული დიდი სამხედრო გემები აკონტროლებენ, რომელთაც ამერიკა აძლევს ჩვენს ქვეყანას.
2008 წელი, 4 ოქტომბერი, თბილისი
ვხედავ, ქართული ჯარი განაგრძობს შეიარაღებას. ეს ახალი იარაღია. საერთოდ, ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. ქართული ჯარი, ვხედავ, მყარად დგას ფეხზე; უფრო მყარად, ვიდრე წარსულში. ზუსტად ამის ეშინია რუსეთს.
2008 წელი, 20 ოქტომბერი, თბილისი
ვხედავ, მიუხედავად რუსეთის დიდი წინააღმდეგობისა, ამერიკა მოამზადებს ქართულ ჯარს და შეაიარაღებს თანამედროვე იარაღით. ვხედავ სამხედრო თვითმფრინავებს, მფრინავებს კი ამერიკაში მოამზადებენ და ა.შ. ა.შ.
ქართული ჯარი ყველაზე კარგად გაწვრთნილი და ძლიერია მომავალში მთელ კავკასიაში და არამხოლოდ კავკასიაში.
ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. ასეთია ნება კოსმოსიდან!
2008 წელი, 5 დეკემბერი
შავი ზღვის ზოლი, ანუ საქართველო დასავლეთისთვის გადამრჩენელი ალტერნატივაა, ასე რომ, არც დასავლეთი და არც ამერიკა, ვიმეორებ, არ დათმობს საქართველოს. მთავარი მათთვის ის არის, რომ იხილონ დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო ძლიერი ჯარითა და ძლიერი ეკონომიკით და ეს ასეც ასრულდება ასი პროცენტით.
2008 წელი, 29 დეკემბერი, ურეკი
ამერიკასა და საქართველოს შორის დადებულ ხელშეკრულებას რუსეთი ვერაფრით შეეწინააღმდეგება. პირველი, რაც ჭირდება ქართულ ჯარს - ეს არის „ჰაერი“. ვხედავ ორმოც-ორმოცდაათ ჯარისკაცს, რომლებიც ოფიციალურად მიყავთ ამერიკაში სასწავლებლად. ნამდვილი მფრინავები!
ვხედავ დასახელებას: „შავი ზღვის ლომები“.
ისინი ძალიან ძლიერ და პრესტიჟულ სკოლას გაივლიან. ვხედავთ, ეს არ არის ერთჯერადი აქტი. კიდევ მრავალჯერ წაიყვანენ მფრინავებს მოსამზადებლად. ნახავთ, როგორი ძლიერი საჰაერო ჯარი ეყოლება საქართველოს.
2009 წელი, 1 იანვარი
ვხედავ, საქართველოში ააგებენ სამხედრო თვითმფრინავებს. ეს მოხდება ქართულ-ამერიკული შეთანხმებით. ეს ბოლო მოდელებია. აქედან ქართული ჯარი უსასყიდლოდ მიიღებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილ რეაქტიულ სამხედრო თვითმფრინავებს.
2009 წელი, 7 იანვარი
რუსეთი, ვიმეორებ, საქართველოს ომს ვერ მოუგებს! საქართველოს ჯარი, შეიარაღება, „ჰაერი“ და „ზღვა“ - ეს ყველაფერი ახლო მომავალში სიძლიერით უმაღლეს წერტილს მიაღწევს.
2009 წელი, 9 იანვარი
ამერიკა გვეხმარება შევქმნათ საკუთარი, ქართული არმია – ნამდვილი ჯარი თავისი ტექნიკით, იქნება ეს სახმელეთო, საზღვაო თუ საჰაერო ძალები და ეს ზუსტად ჯდება ქართულ ხასიათში. დიახ, ეს ის ჯარია, თამარის დროშის ქვეშ რომ იყო გაერთიანებული;
ეს არის ჯარი დავით აღმაშენებლისა და ვახტანგ გორგასლისა! იქ არიან 300 არაგველნი, ძმები ხერხეულიძეები და სხვანი და სხვანი.
ყოველთვის ვხედავდი, როგორ ეშვებოდნენ კავკასიონიდან იარაღასხმული ქართველი მეომრები; მესმოდა მათი ყიჟინა, ფარზე ხმლის ცემის ხმა, საბრძოლო სიმღერა და მესმოდა, როგორ გუგუნებდა მათ ფეხქვეშ კავკასიონი. ვხედავ, იღვიძებს ქართველი მეომრების სული!
ვიმეორებ: რუსეთის ყველა აგრესიული მცდელობა საქართველოს მიმართ ჩაფუშულია, საქართველოს არ ეშინია.
2009 წელი, 4 აპრილი, თბილისი
ვხედავ, ამერიკა უფრო გაააქტიურებს ურთიერთობებს საქართველოსთან, განსაკუთრებით სამხედრო ხაზით. მთლიანად იცვლება ჯარის სტრუქტურა. ვხედავ, მომავალში ეს ისეთი ჯარია, რომელსაც მტერთან ბრძოლაში – ხმელეთზე აღარაფერს ვამბობ – ჰაერსა და ზღვაზე ბრძოლაშიც, ანალოგი არ ეყოლება!
2009 წელი, 8 ივლისი, ურეკი
ვხედავ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ცერემონილს! ეს ასე მოხდება ასი პროცენტით. უმნიშვნელოვანესია ქართული ჯარის მოძლიერება. დროა გაიღვიძოს ქართულმა სულმა, მეომრულმა მუხტმა, რომელიც ისტორიულად ბევრ ქვეყანას აზანზარებდა და თავსაც იცავდა. ამით მოვაღწიეთ აქამდე, ვარსებობთ დღეს და გვქვია საქართველო.
ქართველ მეომართა ვაჟკაცობამ და სულისკვეთებამ გადაგვარჩინა ჩვენ – პატარა ერი – ქართველები; გადავრჩით იმიტომ, რომ ვიყავით მეომრები და დღესაც ვართ მეომრები. უბრალოდ, ხმლები უნდა ვიშიშვლოთ ქარქაშებიდან და ქართული საბრძოლო დროშა ავაფრიალოთ საქართველოს მთლიანობისათვის! ეს ქართველი მეომრის, ქართველი ხალხის გასაკეთებელია და ასეც მოხდება.
გაიხსენეთ ჩემი წინასწარმეტყველებები, თუ როგორ ეშვებიან კავკასიონიდან ქართველი მეომრები, როგორ იღვიძებენ მეფე თამარის, დავით აღმაშენებელისა და სხვა სახელოვან წინაპართა სულები. დიდება მათ უსახელო საფლავებს! დიდება უსახელო გმირებს, ანუ მთელ საქართველოს!
ისე, გეტყვით, რომ დედამიწაზე ადამიანები მათ უსახელო გმირებს უწოდებთ, თორემ კოსმოსში ისინი შარავანდედით არიან შემოსილნი.
ხალიბაური ხმლები არ გადაშენებულა. ქართველნო, სამჭედლოები გიცდიან! გაიხსენეთ წარსული, ისტორია, როცა პატარა ქართველებს ხელში ჩაბღუჯული ხმლებით ეძინათ, სწავლობდნენ, იზრდებოდნენ და სამშობლოს სადარაჯოზე დგებოდნენ მამულის გადასარჩენად. ქართველთა ვაჟკაცობა ყოველთვის აოცებდათ და აღაფრთოვანებდათ გადამთიელ მტრებს. რამდენჯერ გადაურჩენია საქართველო მისი შვილების მებრძოლ სულს?! თითქოს მტერიც გრძნობდა, რომ არ შეიძლებოდა ამ პატარა, მაგრამ საოცრად ღირსეული ერის გადაშენება და ბოლომდე არ წირავდა საქართველოს.
ჩემო საყვარელო ქართველებო, რასაც ამ წუთას ვხედავ და მეუბნებიან, იმას ვწინასწარმეტყველებ. ისტორია მეორდება, საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და ვწინასწარმეტყველებ, რომ ქართული ჯარი ძლიერდება, იწყება მისი აღორძინება. ყოველივე ასე ასრულდება ასი პროცენტით. რუსეთის სურვილებზე არაა დამოკიდებული არც ქართული სახელმწიფოს სიძლიერე და არც ქართული ჯარის არსებობის საკითხი. ყოველივე კოსმოსიდან მოდის, ვიმეორებ, და ამას ვერავითარი ძალა, გაიგეთ, ვერ შეაჩერებს!
ვხედავ, გრძელდება ქართული ჯარის მომზადება, ანუ თავიდან შექმნა. ვხედავ, გვექნება ყველაფერი, რაც არმიისთვისაა საჭირო. 1992 წლის 18 დეკემბრის წინასწარმეტყველება, რომ საქართველოს საზღვრებზე დაიდგმება საიდუმლო რაკეტები, ზუსტად ასრულდება და ამას რუსეთი ხელს ვერ შეუშლის.
ვხედავ, ქართველები უბრუნდებიან საკუთარ, ქართულ მიწებს. დანგრეული სოფლები და ქალაქები ისევ აღორძინდება, იბადება უამრავი ქართველი და ისინი ხდებიან მშობელი მიწის ბატონ-პატრონნი.
ქართულ „ნანაზე“ გაზრდილ ქართულ სულს მომავალში ვერავითარი მტერი ვერ მოერევა. მთელ საქართველოს მოედებიან პატარა კახები, დავით აღმაშენებლები, თამარ დედოფლები, 300 არაგველი, ძმები ხერხეულიძეები და ვინ მოსთვლის, კიდევ ვინ?!
ისინი იზრდებიან, რათა მომავალში იარსებოს ქართულმა სახელმწიფომ. ასე იყო და კვლავ ასეც იქნება. ასეთია ნება კოსმოსისა! ასეთია ნება უფლისა ჩვენისა. ამინ!
დიახ, ვხედავ საქართველოს ერთიანს, გამთლიანებულსა და გაბრწყინებულს ღვთის სხივის ქვეშ. ამინ!
2009 წელი, 30 დეკემბერი, ურეკი
ვიმეორებ ასჯერ დანახულს: საქართველოს ჰყავს ძლიერი არმია, ვინაიდან ქართველი სულით მებრძოლია და თავისი ქვეყნის ჯარისკაცია. ვერც ამ გენს წაშლის ვინმე. ყოველთვის იბრძოდა ჩემი საქართველო და ყოველთვის ვარსებობდით ქართველები. ბევრმა დიდმა ცივილიზაციამ შეწყვიტა არსებობა, მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, საქართველო არასდროს გაქრება დედამიწიდან. ჩვენ ვიყავით და ვიქნებით, როგორც მაღალი სულიერებისა და დიდი კულტურის ერი. მერწმუნეთ, ეს ასეა!
საქართველო ძლიერდება. შემოდის ის სამხედრო ტექნიკა და რაკეტები, რომლებიც ჯერ კიდევ 1992 წლის18 დეკემბერს ვიწინასწარმეტყველე. დიახ, ქართული ჯარი და შეიარაღება შიშს ჰგვრის ჩვენს „ძვირფას“ მეზობლებს, რაც საქართველოს გადაარჩენს.
2010 წელი, 15 ივლისი
მომავალში ვხედავ, რომ საქართველოს ძლიერი, ნამდვილი ჯარი ჰყავს. ის კანონები, რომლებსაც მიიღებენ, უფრო გაამყარებს ქართული ჯარი გაზრდასა და სიძლიერეს. სახელმწიფოს სიძლიერე სწორედ მისი შეიარაღებული ძალების სიძლიერით ფასდება.
მომავალში გვყავს სერიოზული სამხედრო-საზღვაო ფლოტი, სერიოზული სამხედრო თვითმფრინავები და ასევე საზღვრებზე განლაგებულია საიდუმლო იარაღი, რაც უდიდესი თავდაცვაა ქართული სახელმწიფოსთვის.
დიახ, ჯერ კიდევ 18 წლის წინ დავინახე ძლიერი ქართული შეიარაღება, ძლიერი ქართული ჯარი და ეს ყველაფერი მომავალშიც გაგრძელდება. ვიმეორებ, რომ ამ პროცესს ვერავინ ვერ შეაჩერებს.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საზღვრებზე იდგმევა ახალი ტიპის რაკეტები, არა ძველი, არამედ ახალი. ეს საქართველოსთვის უზარმაზარი, სერიოზული თავდაცვაა, ხოლო მტრისთვის — დიდად საშიში ძალა, რომელსაც სრულიად გამანადგურებელი შედეგი აქვს!
2011 წელი, 18 მაისი
ვიმეორებ ასჯერ დანახულს: საქართველო მომავალში სუვერენული, ნეიტრალური ქვეყანაა. საქართველო მეორე შვეიცარიაა, ანუ მისი მსგავსი; მთავრობა — მსგავსი ისრაელისა. ვხედავ წართმეული მიწების დაბრუნებას და ლტოლვილების დაბრუნებას საკუთარ მიწებზე — აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ვხედავ ქვეყანას ძლიერი ქართული ჯარით და ეს არის ისეთივე ძლიერი საქართველო, როგორიც იყო წარსულში დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და გიორგი ბრწყინვალის დროს — ერთიანი, ძლიერი საქართველო!
2013 წელი, 22 აპრილი, 18 სთ. 55 წთ.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ქართული ჯარის სიძლიერე. ამას მე წლების განმავლობაში ვხედავ და ვიმეორებ:
საქართველოს ყველაზე ძლიერი არმია ეყოლება მთელ კავკასიაში. ეს ის არმიაა, რომელიც მტერს აიძულებს, ანგარიში გაუწიოს.
საქართველო შედის ნატო-ში, მომავალში ხდება ნეიტრალური ქვეყანა ევროპის შემადგენლობაში და როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, შვეიცარიისგან განსხვავებით, საქართველოს საკუთარი ძლიერი არმია ეყოლება. ეს იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა მოითხოვს ამას.
2014 წელი, 21 ნოემბერი, 18:00 სთ.
მინდა აღვნიშნო, რომ კვლავ ვხედავ ქართული ჯარის მოძლიერებას, რასაც განაპირობებს ნატოს ბაზების აშენება-განთავსება ჩვენს ტერიტორიაზე. ქართული არმია იქნება ერთ-ერთი ყველაზე მომზადებული და ძლიერი მთელ კავკასიაში. მინისტრად ვხედავ ამერიკელს, რომელიც ქართულად კარგად ლაპარაკობს. ეს ის კაცია, რომელიც ქართულ ჯარს სჭირდება.
2015 წელი, 24 მაისი, 19 საათი, 50 წუთი
თავდაცვის სამინისტროში წავა ძალიან დიდი ცვლილებები. თუმცა მინისტრების ცვლას არ აქვს მნიშვნელობა იმდენად, რამდენადაც მთლიანად ამერიკა უდირიჟორებს ქართული ჯარის განვითარებას. ეს პოლიტიკური სცენარი უკვე დაწერილია.
2016 წელი, 24 მაისი, თბილისი
საქართველო თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა გახდება მომავალში, ძლიერი ჯარითა და ძლიერი შეიარაღებით ზღვასა თუ ხმელეთზე. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს არასდროს აღარ დაემუქრება საფრთხე. ეს ყველაფერი სიტყვა–სიტყვით ასრულდება, ვინაიდან ვერავითარი მიწიერი ენერგია ვერ შეაჩერებს ამ პროცესებს.
2017 წლის 7 ნოემბერი
მომავალში, ვხედავ, საქართველოს ძლიერი ჯარი ეყოლება. ვხედავ ახოვან, ბრგე, უშიშარ, მამაც და სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ ბიჭებს. მათ კოსმოსი იცავს, ისინი კი ქართულ მიწას იცავენ.
და იცით, კოსმოსში რა სახელთ მოიხსენიებიან ისინი? — კოსმოსის ანგელოზები!
მომავალში ისინი თავს წარმოაჩენენ და მსოფლიო აღიარებს ქართველ ჯარისკაცებს, რომლებსაც ზუსტად მიესადაგებათ ეს წინასწარმეტყველება. ვხედავ, კოსმოსის ანგელოზები შიშველი ხელებითაც კი მოერევიან რუსის ჯარს! ეს უკვე გამოჩნდა აგვისტოს ომში, რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენს ბიჭებს არ წაუგიათ. მათ მსოფლიოს დაანახეს ქართველი მეომრების სახე, სიმამაცე და შეუპოვრობა. მერწმუნეთ, ეს ასეა.
და მივმართავ საქართველოს ყველა მტერს: გეშინოდეთ კოსმოსის ანგელოზებისა!
გაფრთხილებთ მავანთ, არც კი გაბედოთ, რაიმე გადაბრუნებული სიტყვა წამოგცდეთ ამ წინასწარმეტყველებაზე! გაფრთხილებთ, არც გაბედოთ!!!image
2
539
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
539
  
2020, 12 იანვარი, 17:32
ბარონესა მიუნჰაუზენი
2019, 15 დეკემბერი, 1:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2