x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
არბოშიკში 61 წლის ქალის მკვლელობისთვის სამი პირი დააკავეს, მათ შორის მისი თანაკლასელი
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 61 წლის თამარ სეფიაშვილის მკვლელობის ფაქტზე სამი პირია დაკავებული. ინფორმაცია დედოფლისწყაროს ტელევიზიას შსს-ს პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.


სოფელ არბოშიკში ამბობენ, რომ დაკავებულთა შორის არის გარდაცვლილის თანაკლასელი ტარიელ ლამაზოშვილი. დანარჩენი დაკავებულები დაზარალებული ოჯახისთვის უცხოა. ერთერთი ვერსიით, სავარაუდოდ, მსხვერპლმა თავდამსხმელები ამოიცნო, რის გამოც ის სიცოცხლეს გამოასალმეს.


ცნობილია, რომ მარტოხელა ქალი ფულს აპროცენტებდა, ამიტომ სოფელში მომხდარს სწორედ ყაჩაღობას უკავშირებდნენ, რადგან თვითმხილველებს საცხოვრებელი სახლი არეული დახვდათ.



დაკავებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, თელავის რაიონული სასამართლო დღეს დაგეგმილ სხდომაზე იმსჯელებს. საქმე ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მუხლებითაა აღძრული. ძალოვან უწყებაში განმარტავენ, რომ ყაჩაღობის შედეგად წაღებული ნივთები ამოღებულია.


„გაოგნებულები ვართ ოჯახში... ოქრო ამოვიცანით ძალიან ბევრ სხვა ნივთთან ერთად, რომელიც პოლიციამ დაკავებულის სახლში აღმოაჩინა! რაც თავიდანვე გვქონდა ჩვენებაში დაფიქსირებული. ფოტოსურათებიც რომელიც საქმეში დისკზეა. ძალიან ძლიერი პოლიცია გვყავს! მთელი კახეთის სამხარეოა ჩართული და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თვითოეულ მათგანს, “ - აღნიშნავს გარდაცვლილის შვილი, ირმა ბაღაშვილი.


შეგახსენებთ, ყაჩაღობა სოფელ არბოშიკში მიმდინარე წლის 6 ნოემბერს მოხდა, რის შედეგადაც, მარტოხელა ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ახლობლებმა ე.წ. სკოჩით დაბმული გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

0
475
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
475
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0