x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134045
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჯგუფ Roxette -ის სოლისტი მარი ფრედრიკსონი გარდაიცვალა
image

გარდაიცვლა შვედური ჯგუფის Roxette-ის სოლისტი მარი ფრედრიკსონი, მომღერალი 61 წლის იყო.ის ბოლო ხანებში აღარ გამოდიოდა კოლექტივთან ერთად, რადგან მკურნალობას გადიოდა რამდენიმე კლინიკაში, მარის თავში სიმსივნე აღმოაჩნდა.



მარი 9 დეკემბერს საკუთარ სახლში ახლო ნათესავების გარემოცვაში გარდაიცვალა.მსოფლიო ჰიტების შემსრულებელს მხოლოდ ახლო ნათესავების თანდასწრებით დაკრძალავენ, ამის შესახებ განცხადება მომღერლის მეუღლემ და შვილებმა-26 წლის ჟოზეფინამ და 23 წლის ოსკარმა განაცხადეს.



შვედური პოპ-როკ დუეტი Roxette-ი პერ გესლეს და მარი ფრედრიკსონის შემადგენლობით 1986 წელს შეიქმნა და იგი გახდა მსოფლიოში ერთი-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ჯგუფი, რომელიც პოპ მუსიკას საცეკვაო მუსიკის ელემენტებსაც უხამებდა.


image

დღეისთვის ჯგუფის ალბომებისა და სინგლების დაახლოებით 75 მილიონი ასლი არის გაყიდული.ჯგუფის სიმღერები ჟღერს 20-ზე მეტ ფილმში, მათ შორის ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა "ლამაზმანი"(1990) და "გაქცეული პატარძალი"(1999), 1991 წელს ჯგუფს გადაეცა "გრემის" პრემია, როგორც საუკეთესო პოპ-ჯგუფი.


მარი ფრედრიკსონი სიმღერის გარდა ფერმწერი იყო, რომლის გამოფენებიც ხშირად იმართებოდა სხვადასხვა გალერეებში.




1
386
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
386
  
2019, 10 დეკემბერი, 19:10
მაგრად გაუძლია კიდევ, 15 წელზე მეტია ეს საშინელი ავადმყოფობა სტანჯავდა ამ ნიჭიერ მომღერალს.
0 1 1