x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134371
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
მინდა დაგიჩემო და ჩემი დაგარქვა
image


მინდა დაგიჩემო, და ჩემი დაგარქვა,
შენზე ფიქრებისგან გული რომ ღელავდეს,
მინდა დაგიჩემო ვით "სული" სხეულში,
აქ ჩემთან რომ დარჩეს.

მინდა დაგიჩემო და გულში ჩაგიკრა,
შენი ჩახუტებით სიმშვიდე, რომ ვპოვო
ვიცი ეს ზღაპარი ოდესმე გაქრება,
და მაინც რატომ მსურს?!

შენ მონატრებას გული ვერ უძლებს,
შენზე ფიქრებიც მათოვს ვნებებად
და მახსენდება, შენი თითები,
როგორ მიცვეთდა სხეულს უვნებლად.


თითქოს ფურცლებად კრეფდი ჩემს ვნებებს
და აგროვებდი ალერსით ხმაში
გაიმეტებდი გრძნობის თაიგულს
და მერე ჩუმად მიბნევდი თმაში.

ჩემში იწვოდა ყველა კოცონი,
რაც კი შეძელი ჩემში დაგენთო
და ისე მწველი იყო ეგ კოცნა,
თითქოს კოცონი მზისაგან აგეენთო.

სად ჩაეძინა ნეტავ მაგ ვნებებს?
გულს რომ მიძგერდა სულ ბაგა ბუგით,
სად გაქრა ნეტავ შენი ზმანება
ასეთი თბილი და არნახული?!

ის მონატრება მოვა ისევე,
ვით გაზაფხულზე კვირტი ალუბლის,
შენშიც იფეთქებს ჩემი სურვილი,
ბობოქარი და ჯერ არნახული.

მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული,
ზოგი ვრცელია, ზოგიც ხანმოკლე
მონატრებასაც აქვს დასასრული
იმ სიყვარულის შენ რომ გაბედე.



ლალი მაჩაიძე

0
235
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0