x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სტილის ინსპირაცია წლის ყველაზე მოდური სამეფო ოჯახის წევრისგან

image

სტილი ქალბატონებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საზოგადოების მხრიდან მისი შეფასებისას. მით უმეტეს, როცა საქმე ცნობად ქალს ან სამეფო იჯახის წევრს ეხება.

ესპანეთის დედოფალი ლეტიცია თანამედროვე სამეფო ოჯახების წევრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და განხილვადი ქალბატონია. გარდა იმისა, რომ ის ესპანეთის პირველი არადიდგვაროვანი დედოფალია, მის ბევრ საქციელს უწოდებენ ექსტრავაგანტულობას და ის ხშირი განხილვის ობიქეტია, როგორც შრომისმოყვარეობით, ასევე მისი პიროვნულობით და მათ შორის სტილით.

imageimage

დედოფალმა წარმატებით მოახერხა თავის დამკვიდრება როგორც, ერთ-ერთმა ყველაზე გემოვნებიანმა და დახვეწილი სტილის მქონე ქალმა.

imageimage

ის წარმატებებით ახერხებს სამეფო პროტოკოლის დაცვას და თუ იშვიათად მის დარღვევას გადაწყვეტს, ესეც არანაკლებ წარმატებით გამოსდის და მისი ჩაცმილობა არასდროს არის ვულგარული, გამომწვევი ან ღონისძიებისთვის შეუფერებელი.

imageimage

დედოფალი უკვე 47 წლისაა, თუმცა ეს მის გარეგნობაზე და გარდერობზე სულაც არ ასახულა. ის წარმატებით ახერხებს იყოს ახალგაზრდული და ამავე დროს ელეგანტური.

image
ის აქტიურად უჭრერს მხარს ცნობილ და დაბალფასიან ესპანურ ბრენდებს როგორიცაა ზარა და მანგო. ასევე ადგილობრივ დიზაინერებს. დედოფლის საყვარელი ბრენდი კი "კაროლინა ჰერერაა".

image

არაჩვეულებრივად ირგებს როგორც მონოქრომულ, ასევე პრინტებიან სამოსს. ფერადი კაბები, ქვედაბოლო და პერანგი მისი გარდერობის განუყოფელი ნაწილია. ასევე, წარმატებით ირგებს შარვალს და პიჯაკს.

imageimage

დედოფალ ლეტიციას ლუქები ხშIრად გამხდარა სხვა ქალბატონების ინსპირაციის წყარო.

1
222
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
222
  
2019, 10 დეკემბერი, 2:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1