x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ცხოვრებაში ხშირად ხდება იმედების გაცრუება, თუმცა ამის გამო დამიჯერეთ ხელების ჩამოყრა არ ღირს. საინტერესო ფოტოკოლაჟი

image როგორია, ზიხარ შენთვის მშვიდად და კომფორტულად მანქანაში და უცბად მოვარდნილი წყლის ნაკადი მანქანაში გივარდება. დარწმუნებული ვარ ძალიან ცუდი შეგრძნება იქნება.

image რას ხედავთ ამ სურათზე? ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. ერთნი წერენ, რომ მძიმედ დატვირთულმა ლოკომოტივმა ვერ შესძლო ადგილიდან მოეწყვიტა შემადგენლობა და იბუქსავაო, რაც სრული აბსურდია და მაინც რა მოხდა აქ და რა დაემართა ზეგამძლე და ზემყარ რკინიგზის რელსს?
ლოკომოტივი სავალი ნაწილის უწესივრობის გამო რელსიდან გადავიდა და რკინიგზის ტექნიკური დახმარების ჯგუფი იძულებული გახდა მძლავრი ამწის არ ქონის გამო ლოკომოტივის რელსზე დასაბრუნებლად რელსები ჩაეჭრათ მძლავრი "ბალგარკების" დახმარებით (ჯიპის წინ ჩანს "ბალგარკები").
image საინტერესოა როგორი შეგრძნებაა, როცა წყალში ცურვისას თავს გედები გესხმიან.

image სახლში მისულს კარის გაღებისას გასაღები თუ გაგტეხიათ? როგორი შეგრძნებაა, ალბათ ძალიან ცუდი!

image გეიმერობას მყარი ფსიქიკა ჭირდება, ისევე როგორც ნებისმიერ საქმეს.
წააგო და დაფშვნა ყველაფერი, საინტერესოა როცა მომხდარს გაანალიზებდა რას იზამდა.
image ბრუნდები სახლში და ლამაზი, დაკიდული ჭერის ნაცვლად ჭერიდან ჩამოსული წყლის გამო ასეთი სურათი გხვდება, ალბათ სურვილი გიჩნდება ადამიანს ბოლო ხმაზე იყვირო.

image ზიხარ შენთვის წყნარად და მშვიდად და ამ დროს შენს სახლს საოკეანო ლაინერი ეჯახება, ალბათ საშინელი შეგრძნებაა, მაგრამ მთავარია, რომ ცოცხალი გადარჩი.

image მუშაობ ცნობილი ბრენდის საწყობში და თავს ასეთი უბედურება გატყდება, ათობით ლუდის ბოთლი იატაკზე იფშვნება, ცუდი შეგრძნებაა ნამდვილად.

imageროცა უშხამო, მაგრამ მაინც გველით მეგობრებს თავს აწონებ და შეწუხებული თუ გაღიზიანებული გველი ლოყაზე გკბენს, ნამდვილად არაა სასიამოვნო.

image როცა პატარძლის გადასროლილი თაიგულის გამო შენივე ასაკის ქალი ავი ძაღლივით გეცემა და ტანზე ტანსაცმელს შემოგახევს, ნამდვილად ცუდი შეგრძნება იქნება.

image როცა თავად კანონის დამცველი ხარ და უნებურად, შეცდომის გამო წესრიგს და კანონს არღვევ.
თუნდაც თავმოყვარეობა გელახება ასეთ დროს სავარაუდოდ.

image უსაშინლესი შეგრძნებაა ალბათ, როცა ილუმინატორიდან ხედავ თუ რა დღეშია სავარაუდოდ ძრავში ფრინველის მოხვედრის გამო ავარიულად გამორთული თვითმფრინავის ძრავა.

image როცა დაივერი ხარ და წყლისქვეშ გადაღებით ხარ დაკავებული და დააფიქსირებ, რომ შენს გვერდით უზარმაზარი ნიანგი მოცურავს, მურტალი შეგრძნებაა უეჭველი.

არცერთ ამ სურათზე განვითარებულ სიუჟეტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, აქედან გამომდინარე გირჩევთ ხელები არასდროს ჩამოყაროთ და არასდროდეს თქვათ: "არასოდეს", რადგან მსგავსი შემთხვევებით ცხოვრება არ მთავრდება.

0
785
3-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
785