x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კიბორჩხალების სათლის თეორია
კიბორჩხალების სათლის თეორია


არსებობს ასეთი თეორია, რომელიც ფსიქოლოგიასაც ეხება და სოციოლოგიასაც და მას "კიბორჩხალების სათლის თეორიას" უწოდებენ (The bucket of crabs theory). საქმე იმაშია, რომ სათლში აღმოჩენილ კიბორჩხალას, თუ ის ცალკე იმყოფება, თავისუფლად შეუძლია დააღწიოს ტყვეობას თავი, თუმცა როდესაც სათლში ბევრი კიბორჩხალა ერთადაა, როგორც კი რომელიმე მათგანი იქიდან ამოსვლას შეეცდება, დანარჩენები ჩაეჭიდებიან ხოლმე და უკან აბრუნებენ. სწორედ აქედან მოდის ტერმინი "კიბორჩხალის მენტალიტეტი". ეს არის აზროვნების თარგი, რომელიც მოქმედებს შემდეგი ფორმულირებით - "თუ მე ვერ მექნება, ვერც შენ გექნება".


კიბორჩხალების სათლის თეორია


კონკურენცია, შური, უთანასწორობის განცდა, შეთმულება, ფარული თუ ღია აგრესია - ეს ადამიანური ბუნების ნაწილია. ჯგუფის წევრები შესაძლოა შეეცადონ თქვენი თავდაჯერება და თვითრწმენა, საკუთარი უარყოფითი გამოცდილების გაზიარებით და ამ გზით შეაჩერონ თქვენი პროგრესი, თუ დამოუკიდებლად ეცდებით სათლიდან თავის დაღწევას. ეს ინსტინქტია და თავიანთი ქცევის მოტივს ზოგჯერ აცნობიერებენ და ზოგჯერ ვერ. "მათ სიკეთე სურთ, აბა თქვენთვის ცუდი უნდათ?"



კიბორჩხალების სათლის თეორია


როდესაც რამის გაკეთებას აპირებ და გეუბნებიან, რომ შეეშვა, რადგან მაინც არაფერი გამოგივა, "კიბორჩხალების სათლში ხართ". მაგალითად, სამსახური გაქვთ და მეორე განათლების მიღება გადაწყვიტეთ, ან საერთოდ იმ სამსახურიდან წასვლა, სადაც თავს არაკომფორტულად გრძნობთ და სხვა სამუშაო გირჩევნიათ, რომელიც გსიამოვნებთ, ახალი ბეზნესის დაწყება, საკუთარ ქვეყანაში რაიმეს უკეთესობისკენ შეცვლის მცდელობა, საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა, ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადასვლა თუ ხელმეორედ ქორწინება და ახლობლები, ხანდახან საკუთარი ოჯახის წევრებიც კი, იმის მაგივრად, რომ წაგახალისონ, "მიწაზე დაშვებას" გირჩევენ, ფრაზებით:


კიბორჩხალების სათლის თეორია


"დაფრინავ რა", "მოგცლია", "როდის უნდა გაიზარდო?", "მაგის გჯერა?", "აზრი არ აქვს, ტყუილად კარგავ დროს, მაინც არაფერი გვეშველება, მაინც ვერაფერს შევცვლით", "ჩვენ არაფერი არასოდეს არ გვეშველება"... - გეცნობათ არა? ან კიდევ, ირონიული ღიმილი, თითქოს დაგცინიან, რომ ჯერ კიდევ რაღაცის გჯერა ამ სამყაროში, ამ ქვეყანაში, ამ მოცემულობაში. მათ სცადეს და არ გამოუვიდათ, ან არც უცდიათ და ამიტომ არგამოუვიდათ და რატომ უნდა გამოგივიდეთ თქვენ? - ეს არის კიბორჩხალის მენტალობა, რომელიც არა მხოლოდ ინდივიდუმს, არამედ მთელ ჯგუფს თუ პოპულაციას (შესაძლოა ერსაც, სახელმწიფოსაც) დაღუპვას უქადის.


კიბორჩხალების სათლის თეორია


აქედან ერთადერთი გამოსავალია იყო ძლიერი, ჩაებღაუჭო საკუთარი თავის რწმენას, როცა სხვები ქვემოთ გეწევიან, კიბორჩხალების სათლის ანუ უიმედობის, დანებების და "რაციონალური ნიჰილიზმის" კიბორჩხალური ფსკერისკენ. სცადო ყველაფრის მიუხედავად, სხვების შესაძებლობების ზღვარი, სხვების ზღვარია, ხოლო შენი შესაძლებლობების ზღვარი - შენი. ნებისმიერი რამ, რაც იწონის 0.5 გრამს (ნახევარ გრამს) შედგება მინიმუმ 1 სექსტილიონი (მილიარდჯერ ტრილიონი) ატომისგან. თითოეული ადამიანი ურთულესი სისტემაა და მოაზროვნე მიკრო-სამყაროა მაკრო-სამყაროში, დედამიწური 4-მილიარდწლიანი სიცოცხლის ევოლუციის გვირგვინი. ჩვენ ვართ ღმერთები არა მხოლოდ აზრობრივი, იდეური, შინაარსობრივი, თუ მეტაფიზიკური გაგებით, არამედ ვართ ტიტანები ფიზიკური გაგებითაც კი - ერთადერთი არსებები ჩვენთვის ცნობილ სამყაროში, რომელთაც საკუთარი ევოლუციის ხელმწიფება მიეცა. არასწორია გამოთქმა "თავს ზემოთ ძალა არ არის", რასაც ეს სახეობა მიზნად დაისახავს, ყველაფერს მიაღწევს. არავის მისცეთ უფლება თვითრწმენა და უკეთესობისკენ ცვლილებების რწმენა შეგირყიოთ და ნიჰილიზმში ჩაგძიროთ, რაც მხოლოდ ხრწნის და სიკვდილის გზაა, დეკადანსის და არა განვითარების.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
340
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0