x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
წნევის პრობლემები - 9 დეკემბრიდან "ჰარვარდის სამედიცინო გზამკველვის" მეორე ტომი გამოვა
image


9 დეკემბერიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" მეორე ტომი - "წნევის პრობლემები" იქნება ხელმისაწვდომი.


"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისათვის" არის სერია, რომელიც მკითხველს ყველაზე გავრცელებული დაავადებების გამომწვევ მიზეზებზე, რისკ-ფაქტორებსა და დიაგნოსტიკაზე, გამწვავების მართვასა და პრობლემების მოგვარების გზებზე პოპულარული ენით მიაწვდის ინფორმაციას.


სერიის მეორე წიგნში მკითხველი მოიძიებს ინფორმაციას დიეტებზე, რომლებიც წონაში დასაკლებად და არტერიული წნევის დასაწევად გამოადგებათ; გაეცნობა გავრცელებული მედიკამენტების სიას, რომელთა მიღებითაც წნევა იმატებს; აქვეა სახლში წნევის გასაზომი ხელსაწყოების გამოყენების ინსტრუქცია.



გზამ­კვლე­ვე­ბის თარ­გმან­ზე გა­მოც­დი­ლი მთარ­გმნე­ლე­ბი ნინო მესტვი­რიშ­ვი­ლი და ნინო ბელ­თა­ძე მუ­შა­ობ­დნენ.


"ეს საქ­მე ჩემთვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო აღ­მოჩ­ნდა. თარ­გმნი­სას ყვე­ლა დე­ტა­ლი და ყვე­ლა ტერ­მი­ნი სან­დო წყა­რო­ებ­თან არის გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი, " - ნინო მესტვირიშვილი.


გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში "წნევის პრობლემები" გაზეთთან ერთად, სპეციალურ ფასად - 8 ლარად იქნება ხელმისაწვდომი.

0
65
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0