x
თემო სახურია “კოლხური დამწერლობა მითი თუ სინამდვილე”
image
კოლხეთში დამწერლობის არსებობის შესახებ ცნობები დაგვიტოვეს ატიკური ხანის ისტორიკოსებმა. აპოლონიოს როდოსელმა, იოანე ანტიოქიელმა, ხარაქს პერგამონელმა, ასევე ანტიკური ხანის საქართველოში, საკუთრივ ძველ კოლხეთში, დამწერლობის არსებობისთვის საყურადღებო ჩანს ძვ.წ IV_III სს, ავტორის პალეფატეს თხუზულებიდან მომდინარე ცნობა, რომელსაც გადმოგვცემს ანონიმური ავტორი მითოგრაფიული ტრაქტატის ერთ_ერთ თავში “ოქროს საწმისისთვის“ ძველი ბერძნული წყაროებიდან ასევე ცნობილია, რომ პელასგ-კოლხთა დედაღვთაების რეა-კიბელეს (ფასიანეს) ქურუმებს, კორიბანტებს ძველთაგანვე ჰქონდათ დამწერლობა, რომელსაც საიდუმლოდ ინახავდნენ.


ხარაქს პერგამონელი ამ დამწერლობას „ხრისოგრაფია“-ს, ანუ „ოქროდამწერლობა“-ს (ოქროთი წერას) უწოდებდა. ამ ცნობას იმოწმებს წმ. ევსტათიოს თესალონიკელი „ოქროს საწმისის“ განმარტებისას და წერს: „ოქროდამწერლობის მეთოდის გამო არგოს ლაშქრობა მოეწყო“. პ.ინგოროყვა და შ.ნუცუბიძე გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ ძველბერძნულ წყაროებში დადასტურებული „ოქროდამწერლობა“ იყო წერის განსაკუთრებული და სპეციფიკური ხელოვნება, რომელიც კოლხეთში გამოიყენებოდა. მათი აზრით, მისი შესრულების წესები აღწერილი იყო „ოქროს საწმისზე“ – ვერძის ტყავზე და არგონავტებმა სწორედ ამ მეტად მნიშვნელოვანი კოლხური ხელოვნების შესათვისებლად იმოგზაურეს საბეძნეთიდან „ოქრომრავალ კოლხეთში“.


მუხედავად ანტიკური ხანის ისტორიკოსების მრავალი ცნობებისა, კოლხური დამწერლობის შესახებ, ტრადიციულად სდუმს ქართული ისტორიოგრაფია არც ერთ ძველ ქართულ წყაროში არ იხსენიება კოლხური დამწერლობა, ეს მაშინ როცა იმ დროის უდიდესი ცივილიზაცის წარმომადგენლებს, კაცობრიობა ვერ წარმოედგინათ კოლხური კულტურის და ცივილიზაციის გარეშე. უფრო მეტიც ქართულ საისტორიო წყაროებში ძველი კოლხეთის შესახებ ცნობები არ მოიპოვება და სახელწოდება კოლხეთი არც კი მოიხსენიება“.


აკაკი გელოვანი წერს: „ბერძნებს კოლხები დასაბამიდანვე ჩაუთვლიათ თავიანთ თანატოლ, ღმერთთა შთამომავალ, ძლიერ და განათლებულ ხალხად.ბერძნებს, რომელნიც ყველა არაბერძენს ბარბაროსს უძახდნენ!“ როგორც ისტორიულ წყაროებზე დაკვირვებისას ჩანს ბერძნება ყველაზე მეტ ცნობები დატოვეს კოლხებზე, მიუხედავად იმისა რომ ანტიკურ ხანაში სხვა დიდი ცივილიზაციებიც არსებობდა. ივანე ჯავახიშვილი წერს: XV საუკუნემდე ქართულ საისტორიო მწერლობაში სამაგალითოდ ძველი ბერძნული და ელინური საისტორიო მწერლობა ყოფილა მიჩნეული და ელინური მწერლობის ცოდნა ქართველ ისტორიკოსებს ცხადად ეტყობათ. ქართველ ისტორიკოსთა თხზულებებში ელინურ მწერლობითგან მოყვანილი ცნობები უფრო მეტია, ამასთანავე უფრო ზედმიწევნითა და უფრო დაწვრილებითაც არის გადმოცემული ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, და ეს გვაფიქრებინებს, რომ ელინური მწერლობის ცოდნა საქართველოში საზოგადოდ საკმაოდ საფუძვლიანი უნდა ყოფილიყო. მაინცდამაინც საგულისხმოა და მეტად დამახასიათებელია, რომ ელინური საისტორიო მწერლობის ცოდნა ქართველებს გარდა ძველს მახლობელ აღმოსავლეთში თითქმის არავის ემჩნევა და არც არაბულმა, არც სომხურმა ძველმა საისტორიო მწერლობამ თითქმის არაფერი იცოდა ელინური ისტორიათაღმწერლობისა.



უეჭველია ქართული საისტორიო მწერლობისა და ბერძნულ-ელინური მწერლობის მჭიდრო კავშირი (ივანე ჯავახიშვილი VIII42).“ მიუხედავად ივანე ჯავახისვილის ოპტიმისტური მოსაზრებისა ქართველ ისტორიკოსებს არც არასოდეს გამოუყენებიად საქართველოს ისტორიის შედგენისას ბერძნული წყაროები თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე გამონაკლის…. როგორც ზემოთ მოგახსენეთ კოლხური დამწერლობის შესახებ ცნობები დაგვიტოვეს ანტიკური ხანის ისტორიკოსებმა აპოლონიოს როდოსელი წერს: კოლხებს შენახული აქვთ თავიანთ მამათაგან ნაწერი კჷრბები, რომლებზედაც ირგვლივ მოგზაურთათვის ნაჩვენებია ზღვისა და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი“. როდოსელის ამ ისტორიულ ცნობაზე ანდრია აფაქიძე წერს : “კვირბების საკითხი კვლავ საკვლევია, მაგრამ შესაძლებლად თვლიან, რომ აპოლონ როდოსელის ეს ცნობა ძველ კოლხეთში დამწერლობის არსებობის მაჩვენებლად მიიჩნიონ. თუმცა, არაფრის არ ხერხდება თვით დამწერლობის ხასიათის შესახებ და, მიუხედავად მრავალჯერ განხილვისა, ისევ ვარაუდის სფეროში ვრჩებით.როგორც ჩანს, დღეისათვის შედარებით აშკარაა, რომ კვირბებს რუკის მაგივრობის გაწევა შეეძლოთ და იქნებ ეს უძველესი ქართული რუკაც იყო იმავე დროს ქართული (კოლხური) დამწერლობის უძველესი ნიმუშიც.“


ნ.ბერძენიშვილი, პ.ინგოროყვა, ბ.კუფტინი, შ.ამირანაშვილი, ვ.თოლორდავა, ვ.ლიჩელი, ჰ.ფენრიხი და სხვები წერენ, რომ კოლხური დამწერლობის უძველესი ნიმუშები, რომლებიც დათარიღებულია ძვ.წ. VI-II სს-ით, აღმოჩენილია სამტრედიის რ-ნში, სოფ.დაბლაგომსა და სხვაგან. ივ.ჯავახიშვილი ფიქრობდა, რომ უძველესი ქართული დამწერლობითი ძეგლები შეიძლება აღმოჩნდეს მცირე აზიაში; ხოლო აკ. ურუშაძეს მიაჩნდა, რომ ეს ნიმუშები აღმოჩნდება საბერძნეთის ტერიტორიაზეც. დღესაც კოლხურად კირიბი ეწოდება ბატკანს, რომლის ტყავისაგანაც მზადდებოდა კჷრბი, ეტრატი, რომელზეც იწერებოდა როგორც წყაროებიდან ჩანს სხვადასხვა სახის ინფორმაცია, ცოდნა რომელიც იყო დაცული კოლხებში. „ხარაქსი ამბობს, რომ ოქროს საწმისი არის ეტრატებზე აღნუსხული ხერხი ოქროდამწერლობისა, რომლის გამოც, როგორც ღირსსარწმუნოა „არგოს” ლაშქრობა მოეწყო“.


იგივე მოსაზრება გვხვდება სევიდას ლექსიკონში სადაც ვკითხულობთ “ოქროს ბეწვიანი საწმისი, რომელიც იაზონმა და არგონავტებმა მოიპოვეს, როდესაც შავი ზღვით კოლხეთში მივიდნენ და მოიპოვეს აგრეთვე მედეა მეფე აიეტის ქალიშვილი, ეს ისე კი არ იყო როგორც პოეტურად არის გადმოცემული, არამედ ეს იყო ტყავზე დაწერილი წიგნი რომელშიც ის ეწერა თუ როგორ უნდა გაკეთდეს ქიმიის საშუალებით ოქრო.ცხადია, მაშინდელი ხალხი ამ ტყავს ოქროსაც უწოდებდა მისგან მირებული შედეგის გამო.“ ასევე საინტერესოა კარლ რიტტერის მოსაზრება რომელიც წერს: “კარტოგრაფიული ხელოვნების გამოგონების პრაქტიკა– დიდება სრულიად არ ეკუთვნის მცირე აზიის ბერძნებს, იგი ბევრად ადრე ხმარებაში ყოფილა კოლხეთის მოგზაურ ვაჭართა შორის.”


კარლ რიტერის ამ მოსაზრებას იზიარებს ცნობილი მწერალი, მეცნიერი და კოლხური კულტურის მკვლევარი ვლადიმერ ალფენიძე იგი წერს: „კარტოგრაფიისა და გეოგრაფიის (კოლხური კვირბები) პირველი საწყისი უძველეს დროში სწორედ კოლხებმა შექმნეს, ბერძნული და ლათინური მითები ეგვიპტელების მასწავლებლებად ასახელებენ კოლხებს. ეგვიპტეში ჰელიოპოლისის დაარსება იყო კოლხი აქციუსის პირველი გმირობა – სასწაული“. ეს ფაქტი მიუთითებს კოლხური ცივილიზაციის დიდ როლზე მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში. მემატიანეების ეს და სხვა ცნობები აჩვენებს რომ კოლხთა შორის დამწერლობა არსებობდა ჩვენი წინაპრები, ამ სიკიეთით სარგებლობდნენ საკმაოდ ადრე ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდ, მაგრამ პირველ რიგში ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ რეალობა და სწორად გავიაზროთ მოღალატეების ხელით გაყალბებული ჩვენი ისტორია.



გამოყენებული ლიტერატურა:

1.ანდრო აფაქიძე “ქართული დამწერლობა“

2.აკაკი ურუშაძე “ძვ კოლხეთი არგონავტების თქმულებებში“ 1964წ. გვ117

3. აკაკი გელოვანი „არგონავტიკა“ 1975 წ. გვ. 9.

4. გია კვაშილავა “პროტოქართველების, საერთოქართვლური ენის და წარწერის შესახებ (ლიტ.საქართველო 2015წ N22)

0
428
შეფასება არ არის
ავტორი:ანდრია კოლხი
ანდრია კოლხი
428