x
რა არის მუნი და როგორ შეიძლება დაემართოს ის ბავშვებს? შემთხვევა თბილისის ბაგა ბაღში

image
თბილისში ბაგა-ბაღში მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. "74-ე ბაგა-ბაღის ორი აღსაზრდელის, დედ-მამიშვილების, ოჯახმა ბაღს აცნობა, რომ ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდათ და რამდენიმე დღის შემდეგ, შეატყობინა დიაგნოზიც. ამის საფუძველზე ბაღმა მიმართა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და მათი რეკომენდაციის მიხედვით, ჩაატარეს ყველა საჭირო სადეზინფექციო სამუშაო. ბაღში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა", - განაცხადეს ბაღების მართვის სააგენტოში. რა არის მუნი? მუნი, კანის ინფექციურ-პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც იწვევს მუნის ტკიპა. ახასიათებს კანის საფარველის ინტენსიური ქავილი, უმეტესად ღამით, კანზე ნაკაწრებისა და წყვილ-წყვილი ხვრელების არსებობა. მუნის გამომწვევი ისეთი მცირე ზომისაა, რომ შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. პარაზიტები დაახლოებით 1 თვეს ცოცხლობენ. მდედრი კანის რქოვან შრეში აკეთებს ხვრელს, რომელშიც დღეში 2-3 კვერცხს დებს. კვერცხიდან იჩეკება მატლი, რომელიც 10 დან 2 კვირის მანძილზე გაივლის რამდენიმე სტადიას და ზრდასრულ ტკიპად ყალიბდება. მუნს ახასიათებს კანის ძლიერი ქავილი, რომელიც მატულობს ღამით და სითბოში, მაგალითად, ლოგინში ჩაწოლისას, თბილი აბაზანის მიღებისას. ქავილი ყველგან გღზელდება, გარდა სახისა. აუცილებელია ავადმყოფის იზოლაცია, მისი თეთრეულისა და ტანსაცმლის დეზინფექცია, ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის ერთდროული პროფილაქტიკური დამუშავება. დაავადების გავრცელების მთავარი ფიგურაა დაავადებული ადამიანი. განიხილავენ დაინფიცირების ორ გზას პირდაპირ და არაპირდაპირს. პირდაპირი დასნებოვნების შემთხვევაში დაავადებული ადამიანიდან ჯანმრთელს გადასდის კონტაქტით. არაპირდაპირი გზა კი გულისხმობს გამომწვევის გადაცემას საყოფაცხოვრებო ნივთებით. მუნის დროს საინკუბაციო პერიოდი შეადგენს 8-2 დღეს.

0
282
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ვასაძე
ლაშა ვასაძე
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0