მსოფლიო რუსეთის ინტერესები თუ პირადი ავანტიურა - ერდოღანის მორიგი სიურპრიზი 2019, 28 ნოემბერი, 12:51 თურქეთის მხრიდან სიურპრიზები შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ალიანსისთვის არ წყდება. C-400-ების, სირიაში სამხედრო ოპერაციისა და მიგრანტების ნაკადთან დაკავშირებული მუქარების შემდეგ გადაწყვეტილება (რომელიც შეუძლებელია ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანხმობის გარეშე მომხდარიყო) ნატო-ს თავდაცვის გეგმის პრაქტიკულად დაბლოკვის შესახებ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა.
გუშინ სააგენტო Reuters-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ თურქეთის ხელისუფლება ეწინააღმდეგება ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ნატო-ს ახალი საჯარისო ფორმირებები განლაგდეს მანამ, სანამ ალიანსი ტერორისტულ ორგანიზაციად არ
ამ საკითხთან დაკავშირებით მალევე გაკეთდა განცხადებები ნატო-ს გენმდივნისა და ლიტვის პრეზიდენტის მიერ. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის ამ ნაბიჯის მიუხედავად, ნატო-ს ერთიანი თავდაცვის სისტემას საფრთხე არ ემუქრება, ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ კი აღნიშნა, რომ ამ საკითხის დრამატიზება არ შეიძლება და ალიანსში ყველა წევრს საკუთარი მოსაზრება აქვს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა ეს განცხადებები მდგომარეობის ჩასაწყნარებლად უფრო არის გაკეთებული და ჩვენი აზრით, ნაკლებად ასახავს რეალობას.
რეალობა კი შემდეგნაირია. იხილეთ ვრცლად + იხილეთ გადაცემა „მსოფლიო დღეს“ 337 შეფასება არ არის
|