x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508756
ახალი სიტყვა: ხალხის ნებას ვერც ოლიგარქი ვერ გადააბიჯებს

image

(ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი, ნაწილი 23)
2007 წელი, 5 ოქტომბერი, დღის 3 საათი
მომავალში ვხედავ, რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი ძალიან ეცემა. ეს იქნება მისი დაშვების, ძირს დაცემის პერიოდი. იგი მწარედ წააგებს. დღეს ეს ვერც კი წარმოუდგენია. მას არ გაუმართლებს მომავალში...
პუტინი დღეს უნდა წასულიყო პოლიტიკიდან, მაგრამ დარჩა და ამით დიდი შეცდომა დაუშვა. იგი წააგებს. ვხედავ, რუსეთი როგორ ადანაშაულებს მას. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ამერიკასთან და ევროპასთან თავხედურ ნაბიჯებს დგამს. ამას ამერიკა არ შეარჩენს. ვხედავ, როგორ დაიძაბება მათი ურთიერთობები.
თითქოს ჩაწყნარებული ჩეჩნები ისევ წამოყოფენ თავს, რუსებს ტერორებს უწყობენ, მაგრამ სასტიკად ჩაახშობენ. ჩეჩნეთის სახელმწიფო, ვხედავ, არ არსებობს ჯერ-ჯერობით.
ვხედავ, რუსეთი ჩინელების საკითხს წამოწევს და დაიწყებენ მათ გასახლებას. ამაზე ყველა აყაყანდება, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტს ეს არ აინტერესებს. რუსეთის სუფთავდება.
2007 წელი, 10 ოქტომბერი, დილის 5 საათი
... ვხედავ, რომ ამერიკას დიდი ინტერესი აქვს საქართველოსი და მთლიანად კავკასიისა. მაშ, რა ხდება? უბრალოდ, რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები ძალიან რთულად მიმდინარეობს. აი, როცა მოილაპარაკებენ, მაშინ ნახავთ, რა სწრაფად შევალთ ნატოში.
ახლოსაა ის დრო, როცა მუსლიმები დაარტყამენ „მეგობარ“ რუსეთს. ისინი არ ენდობიან ქრისტეს შვილებს და მყარად სწამთ, რომ რუსეთი თამაშობს მუსლიმებთან, რათა თვალყური ადევნოს, თუ რა ხდება მათ გულში. რუსეთი ჰგავს ამერიკელების მიერ შეშვებულ ჯეიმს ბონდს და ეს იმისთვის კეთდება, რომ ბალანსი არ დაირღვეს მსოფლიოში. მუსლიმები შეცდომას უშვებენ. როგორც დაამთავრა ერაყმა, ზუსტად ისე დაამთავრებს ირანიც. ეს ასეა ასი პროცენტით. აი ნახავთ. რასაც ვხედავ, ყველაფერი ასრულდება. მუსლიმებმა სიფრთხილე დაკარგეს. ამერიკა მათ არ აპატიებს.
ამერიკა აღმოსავლეთში მაინც განალაგებს რაკეტებს, სურს ეს რუსეთს თუ არა. სხვათა შორის, რუსეთისთვისაც მომგებიანია ეს რაღაც ათი პროცენტით, მათ მეტი გზა არ რჩებათ. - მუსლიმები დიდ საშიშროებას წარმოადგენენ. ეს ორივე სახელმწიფომ კარგად იცის. ამიტომ, ვხედავ, რომ ისინი ყოველდღე აწყობენ შეხვედრებს, მოლაპარაკებებს მართავენ ხან რუსეთში, ხან ამერიკაში. ისინი ასე დარბიან, მუსლიმები კი თვალყურს ადევნებენ. ისინი უძლურნი არიან, მაგრამ ეს არ ესმით, ანუ არ უნდათ, რომ გაიგონ და იწყებენ ომს!
2007 წელი, 15 ოქტომბერი
რუსეთი, ვხედავ, როგორ ცდილობს საქართველოსთვის ზურგში დანის ჩაცემას. კრემლი სარგებლობს საქართველოში დიდი პოლიტიკური არეულობებით და შემთხვევას ხელიდან არ უშვებს. ორი კურდღლის ერთად დაჭერა სურს, მაგრამ ვხედავ, რომ რუსეთი ვერცერთს დაიჭერს.
რა ცვლაც უნდა მოხდეს საქართველოში, მის მთავრობაში, რანაირადაც უნდა დაიძაბოს მდგომარეობა, რუსეთი მაინც მწარედ წააგებს — ღმერთი არ დაუშვებს მათი მზაკვრული გეგმების განხორციელებას.
ვიმეორებ, რასაც წლების განმავლობაში ვხედავ:
რუსეთს სოჭს მოვთხოვთ, აზერბაიჯანი კი გვიბრუნებს საინგილოს!
დიახ, ეს ასეა. ყოველივე აღსრულდება ასი პროცენტით. აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე აღარც ვლაპარაკობ. ეს სიტყვები ზღაპარს ჰგავს, მაგრამ ყველაფერი ასრულდება ასი პროცენტით.
ვხედავ, როგორ ქრება რუსეთის გავლენა საქართველოს პოლიტიკაში და საერთოდ, რუსეთში იწყება კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი. ქაოსია, საქართველოსთვის არ ცხელათ რუსებს. იქნება ამერიკა-რუსეთის ღია დაპირისპირებები ირანთან დაკავშირებით. ამერიკა არ დაუთმობს რუსეთს და მოიგებს კიდეც.
საქართველო, ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს საკუთარ ბედს. მოდიან მეცნიერები. რუსეთს ძალიან გაუჭირდება. ისინი მალე ცხვირს ვეღარ ჩაყოფენ ქართულ პოლიტიკაში. მეცნიერებმა იციან საკუთარი საქმე. ვხედავ, საქართველო სწორ გზას ადგას. ეს ის სიმაღლეა, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს.
2007 წელი, 21 ოქტომბერი
საინგილოში აზერბაიჯანის მთავრობამ ეკლესია დაკეტა, კარი აქოლა. ეს დიდი ცოდვაა. ამას გვიან მიხვდებიან. მომავალში ბოლნისში აშენებული მეჩეთი დაინგრევა, დაიწვება, ვხედავ. ფრთხილად! და ეს მოხდება არა მარტო ბოლნისში.
მთავრობაში მოდიან მეცნიერები, ეროვნული ხალხი და ყოველივე იქნება ღია, არა დაფარული. საქართველო ქართველებისაა და არა სხვა ერებისა.
ვხედავ, სკოლები იხურება — არაქართული სკოლები. საერთოდ, ყველაფერი მხოლოდ ქართულად იფუნქციონირებს. რაც შეეხება სხვა ერებს, ისინი გაედინებიან საქართველოდან... თუ გინდათ საქართველოში ცხოვრება, იარეთ ქართულ სკოლებში, ისწავლეთ ქართული!
ბევრი რამ შეიცვლება. ვხედავ, ხალხმა ჭკუა ისწავლა. სათუთად მოეკიდებიან იმ ძველ ტრადიციებს, რომელთაც სხვა ქვეყნებში ინატრებდნენ. ყველაფერი შეიცვლება ისე, როგორც თხუთმეტი-ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე: „ქართველი ევროპელს ვერ დაემსგავსება, ვერც ამერიკელს. საქართველო იბრუნებს თავის სახეს, ზნეს, წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს“. ასეც მოხდება. ამინ!
2007 წელი, 22 ოქტომბერი
ამერიკისა და ირანის ურთიერთობა, ვხედავ, არ განიმუხტება — არ სურს ირანს დათმობა. ირანის მთავრობას რუსეთი უჭერს მხარს. რუსეთის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინს, ერაყის ყოფილ პრეზიდენტს დაემსგავსა. იგი, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, მანიპულირებს გაზითა და ნავთობით პოლიტიკაში, მაგრამ ის ვერ წარმოუდგენია „დიდი რუსეთის“ მთავრობას, რომ თუ მთელი მსოფლიო დაუპირისპირდება, გადაიქცევა პატარა რუსეთად. ფრთხილად! თუკი „ოქროს ურდო“ ოთხასი წელი მეფობდა რუსეთში, დღეს ცივილურად ამერიკა და ევროპაც შეძლებენ მეფობას. ეს ძალიან საშიშია. რუსეთის მთავრობას ვურჩევთ, დაფიქრდნენ.
რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები ძალიან, ძალიან დაიძაბება. ვერც კი წარმოიდგენთ, ისე. ისინი უკვე ხმამაღლა დაიწყებენ ერთმანეთის ლანძღვას, კარგავენ დიპლომატიას, მათ ვერავინ გააშველებს. ირანი კი სარგებლობს ამ დაძაბული ურთიერთობით და უკან არ იხევს — გამძვინვარებულ ლომს დაღებულ ხახაში უყოფს თავს. ამერიკა რას იზამს? ასი პროცენტით დაარტყამს ირანს, რომელიც იმედოვნებდა, რომ ამერიკას არ ეცალა მათთვის. მაგრამ ეს ერაყი არაა. ეს იციან ამერიკელებმა და ვხედავ, მათ მოქმედების სულ სხვა გეგმები აქვთ, რომელიც გამარჯვებას მოუტანთ.
რუსეთი კი წააგებს. ისინი იწყებენ თამაშს და მუსლიმები არ აპატიებენ — მათ წინააღმდეგ მოიმართებიან. პუტინი ვერ და არ იქნება წარმატებული პრემიერი და არც პრეზიდენტი. მას ძალიან მძიმე დღეები ელის.
2007 წელი, 23 ოქტომბერი
ვხედავ, გლობალური დათბობისა როგორ ეშინიათ ადამიანებს და ქვეყნების პრეზიდენტები სერიოზულად იწყებენ ფიქრს, თუ რა მოიმოქმედონ, რომ ხელი შეუშალონ ბუნებაში დაგროვილ უარყოფით ენერგიებს. ეს საკითხი მალე მთელ მსოფლიოს შეაწუხებს. ამერიკა, ევროპა, მუსლიმები მრგვალ მაგიდას შემოუსხდებიან, რათა გადაარჩინონ დედამიწა. დიახ, სწორედ ასეა. რაც ადამიანმა დააშავა მისი უდიდებულესობა ბუნების წინაშე, თავადვე უნდა გამოასწოროს.
ბუნებამ საშინელი ფაქტის წინაშე დააყენა ადამიანები. დედამიწაზე დაგროვილი უარყოფითი გაზები არღვევს იმ ბალანსს, რომელიც იცავს დედამიწას და აკავებს მზის სითბურ ენერგიას. ამიტომ ძალიან იოლი გადასაწყვეტია, რა უნდა მოიმოქმედოს მსოფლიომ. უნდა აიკრძალოს ისეთი პროდუქციის წარმოება, რომლებიც მზის ენერგიას აჩერებს დედამიწაზე, ანუ ხელს უშლის ვენტილაციას კოსმოსთან. თუკი მიიღებენ ასეთ კანონებს და დედამიწას მისცემენ საშუალებას, რომ ისუნთქოს, ყველაფერი მოგვარდება.
ადამიანებმა დედამიწასა და კოსმოსს შორის ბალანსი დაარღვიეს. ასე იყო ღრმა წარსულშიც. დიდი ცივილაზაციები იღუპებოდნენ სწორედ ამის გამო. მერე დედამიწა ისვენებდა და ისევ მეორდება ყველაფერი. თუკი მსოფლიო შეაჩერებს ამ უარყოფითი, დამანგრეველი გაზების წარმოშობას, მაშინ დედამიწა ნელ-ნელა გაიწმინდება და გადარჩება! ასეც იქნება ასი პროცენტით.
2007 წელი, 25 ოქტომბერი
აზერბაიჯანსა და ირანს შორის ურთიერთობები დაიძაბება. აქ რუსეთ-ირანის ურთიერთობებში შეუთანხმებლობას ვხედავ. ირანი მიიჩნევს, რომ ეს მხარე მას ეკუთვნის და დიდი ლაპარაკები ატყდება ამის ირგვლივ.
საერთოდ, აზერბაიჯანი ძალიან დაიძაბება. ვხედავ ტერაქტებს. მუსლიმები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ვხედავ, ირანი ცდილობს გავლენა იქონიოს აზერბაიჯანზე და პოლიტიკური ხაზით ცდილობს ჩარევას, ანუ ოპოზიციის მომაგრებას. ირანი აპირებს საკუთარი ოპოზიცია მოიყვანონ სათავეში და მთელი ქვეყნის მართვის სადავეები ხელში აიღონ პოლიტიკური გზით. რუსეთი დიდ წინააღმდეგობას გაუწევს. აი აქ ჩნდება პირველი დიდი ბზარი ირანთან დამოკიდებულებაში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება. მას ტერაქტს მოუწყობენ, მაგრამ გადარჩება. საიდან მოდის ეს ყოველივე, ყველამ იცის. ირანი პირველ ეტაპზე წააგებს.
პრეზიდენტად მოდის ქალი, ძლიერი, „რკინის ლედი“ — ასე შეარქმევენ. დიდი ბრძოლები გაჩაღდება ყველა მხრიდან. რუსეთიც წააგებს. აზერბაიჯანის მთავრობა ძლიერია, ქალს ვერავინ დააჩოქებს. მაგრამ ეს ყოველივე დროებითია. მომავალში, ვხედავ, აზერბაიჯანში ირანის გავლენა დიდია, მაგრამ ხალხი არ მიიღებს მათ ბოლომდე. „ისინი ბოლომდე მუსლიმები არ არიან“ — ასე მიაჩნიათ ირანში, მაგრამ პრეზიდენტ ქალთან მათ არაფერი გამოუვათ. ხალხიც მხარს უჭერს, ვხედავ.
დაძაბულობა ამერიკასა და ირანს შორის კულმინაციას მიაღწევს. ამერიკა დაარტყამს ირანს ასი პროცენტით. აი ნახავთ.
2007 წელი, 26 ოქტომბერი
მუსლიმები ომს უცხადებენ მსოფლიოს. ისინი განახორციელებენ გაუგონარ ტერორებს. მათი გეგმა, ვხედავ, ასეთია: მსოფლიოს მნიშვნელოვან ქალაქებში, ხალხმრავალ ადგილებში ერთდროულად მოახდინონ ძლიერი აფეთქებები. ფრთხილად!
მსოფლიოს ახალი ტერორისტული დაჯგუფებები მოევლინება. ყველაფერში გარეულია ირანი. დრო თითქოს იწელება, მაგრამ ირანი ომს ვერ აიცილებს, ამერიკა არ დაუთმობს ირანს. რუსებიც აქტიურობას შეანელებენ. თითქოს ხვდებიან უკვე, რომ მუსლიმები ძალზე საშიშნი არიან.
ვხედავ, ამერიკა იწყებს ბრძოლას: ურთიერთობები ევროპასთან, რუსეთთან, ეკონომიკა, რომელიც საგრძნობლად იწევს დაბლა და ა.შ.
ადრე ვიწინასწარმეტყველე, ევროპა-რუსეთის ურთიერთობაში დიდი ბზარი ჩნდება გაზთან და ნავთობთან დაკავშირებით-მეთქი. ეს სრულდება და იწვევს ქაოსს. აქ კი ვხედავ, რომ საქართველოს როლი მნიშვნელოვანი იქნება ევროპისათვის. დიახ, რადგან გაზსადენი მილები საქართველოს ტერიტორიას გადაკვეთს და შეუერთდება ევროპას.
მოკლედ, ვხედავ დიდ ცვლილებებს საერთოდ მსოფლიო ეკონომიკაში და განსაკუთრებით უზარმაზარი ცვლილებებია ჩემს საქართველოში. და ეს ყოველივე სწრაფად ასრულდება. ვხედავ, მოდიან მეცნიერები, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“. ყოველივე ძალიან სწრაფად ხდება.
საპატრიარქოს ძალიან უჭირს, როგორც ყოველთვის.
2007 წელი, 8 ნოემბერი, დილის 5 საათი
რაც მოხდა 7 ნოემბერს, იმ სისასტიკეს — ხალხის დარბევას, საქართველო არ აპატიებს პრეზიდენტსა და მთავრობას. ვხედავ, როგორი ზიზღი დაისადგურებს მთელ საქართველოში...
მოკლედ, ვხედავ, როგორ ჩამოყალიბდება მოძრაობა პრეზიდენტის წინააღმდეგ. რაც დათესეს, იმას იმკიან. ჩარევას არავის ვურჩევ. ყოველივე მალე გამოჩნდება. ისინი უნდა წავიდნენ!
წავლენ!!!
2007 წელი, 9 ნოემბერი
7 ნოემბრის დანაშაულს ქართველი ხალხის მიმართ მთავრობას უფალი, ღმერთი არ აპატიებს და მოუვლენს ძალას, რომელიც მათ დაუპირისპირდება და ვეღარაფერი შეაჩერებს მათ განადგურებას.
„ვინც ჩემს ხალხს შეეხება, მათ მე შევეხები!“ — ამბობს უფალი. ამინ!
2007 წელი, 10 ნოემბერი
ვხედავ, მთავრობა ძალიან გაღიზიანდება, იმიტომ, რომ ისე არ ჩაწყნარდება ყოველივე, როგორც იმედოვნებდნენ – ძალმომრეობას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ საქართველო არ აპატიებს. ეს ძალიან მალე გამოჩნდება. ვხედავ, როგორ სუფთავდება საქართველო...
ქაოსია, არეულობა. მთავრობა ყველაფერს ვერ გააკონტროლებს, ხალხს ვერ დააშინებს, ხოლო საპატრიარქოს ხალხი თავად შეაქცევს ზურგს. მათთვის ბევრი რამ გახდება ნათელი. ერთ-ერთი მიტროპოლიტი ხმას აიმაღლებს და ბრალს დასდებს საპატრიარქოს. დაიწყება გარჩევები შიგნით და ეს ყველაფერი მოხდება უფლის ნებით. სიმართლე გაიმარჯვებს! ძალადობას დედამიწაზე ჯერ არ გაუხარია.
ვხედავ, ქართველი ოლიგარქი იწყებს სერიოზულ მოქმედებას და მთავრობა ამ თამაშში წააგებს... რასაც ქართველი ხალხი მოუწყობს მთავრობას, ვხედავ, ვერ შეაჩერებენ.
2007 წელი, 11 ნოემბერი, დილის 6 საათი
ისევ ვხედავ ასჯერ დანახულს: ქვეყნის მოწყობა ისეთი იქნება, როგორიც ისრაელშია. არ იქნება ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა. ვხედავ კოალიციურ მთავრობას. ეს მეტად მომგებიანი იქნება საქართველოსთვის.
„ნაციონალების“ გუნდი დამარცხდება ასი პროცენტით. ხალხის უზარმაზარი მასა, ანუ მთელი საქართველო გარეთ გამოვა, რათა გაყალბება არ დაუშვას. ხალხი მათ არ ენდობა; ხალხი, ვხედავ, იცავს თავის უფლებებს...
ვხედავ, ოლიგარქს თავისი გეგმები აქვს — საქართველოს სასიკეთოდ და რაც მთავარია, ხალხის ნებას ვერც ის გადააბიჯებს...
2007 წელი, 2 დეკემბერი
... ვხედავ, ოლიგარქები დიდ პოლიტიკურ თამაშს იწყებენ „დიდ რუსეთთან“. პუტინი ბოლომდე ვერ მიაღწევს!
რაც უნდა ილაპარაკონ, საქართველო მაინც შევა ნატოში.
აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართველი ლტოლვილები ბრუნდებიან, ვხედავ. ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. ყველაფერს დაინახავს ჩემი საქართველო. როცა მოლაპარაკება დაიწყება, ყველაფერი 180 გრადუსით შემობრუნდება.
რუსეთის ბაზარი მალე გაუღებს კარს საქართველოს, ვხედავ, ურთიერთობები ისევ აღდგება. ამინ!
2007 წელი, 3 დეკემბერი
ვხედავ, მომავალში მთელი საქართველო გამარჯვებას ზეიმობს. ყველაფერი სიკეთისკენ იცვლება.
რუსეთს კი ისევ პუტინი მართავს, თუმცა, ბოლომდე ვერ მიატანს. პუტინი ამჯერად წააგებს. რუსეთის პრეზიდენტს არ გაუმართლებს. რუსეთი ევროპა-ამერიკასთან დამარცხდება. ეს პატარა საქართველო არ არის, ბატონო რუსეთის პრეზიდენტო. დიახ, მსოფლიო დაუპირისპირდება რუსეთს. ვხედავ, ხალხი უკივის პრეზიდენტ პუტინს, რომ გადადგეს. დიდი ამბები დატრიალდება რუსულ პოლიტიკაში.
ჟირინოვსკის ვერ ვხედავ მომავალში. იგი გაბინტული წევს...
2007 წელი, 4 დეკემბერი
... რაც შეეხება აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, გაიგეთ, რომ ეს საქართველოა და ამ ტერიტორიებს რუსეთი ვერ მიიერთებს.
ვიმეორებ ასჯერ დანახულს: რუსეთს სოჭს მოვთხოვთ. მართალია, ზოგ ვაი-ქართველს ეს არ მოწონს და გული წყდება ძალიან, რომ საქართველოში ჩინელები აღარ იცხოვრებენ, მაგრამ ეს ასეა! წინასწარმეტყველება სრულდება ასი პროცენტით.
2007 წელი, 5 დეკემბერი
რუსეთის მთავრობის ყველა ქმედება საქართველოში – სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, მარცხით მთავრდება, მათი ყველა გეგმა ჩაშლილია. ვხედავ, როგორ ტოვებს რუსის ჯარი საქართველოს ტერიტორიებს.
ვხედავ, მომავალში სერიოზული მოლაპარაკებები იმართება, ძალიან სერიოზული. აქ ამერიკა და ევროპაა ჩართული. კავკასია ძალიან მნიშვნელოვან თემად იქცევა მათთვის.
მუსლიმები უკან არ იხევენ. ისინი სერიოზულ ნაბიჯებს დგამენ მსოფლიო პოლიტიკაში. ირანის მთავრობა, ვხედავ, ცდილობს აქტიურად შემოვიდეს საქართველოსთან ურთიერთობაში. ძალიან ბევრი რამ იქნება ხილული. ამერიკას ეს არ მოწონს, მაგრამ ვერ ჩაერევა.
საოცარია, ვხედავ, ირანი მომავალში საქართველოს არ დაუპირისპირდება. ირანის მთავრობაში ძალიან ბევრი ქართველია. დიახ, ეს ასეა. ამაზე ტელევიზიითაც იტყვიან.
საქართველოში არ იქნება ისეთი მასშტაბური ტერაქტები, როგორებსაც მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში ახორციელებენ სხვადასხვა ტერორისტული ჯგუფები. ვხედავ, სიმშვიდეა ქვეყანაში.
რუსეთი კი ქართულ პოლიტიკაში ფეხს ვერ მოიკიდებს. და არა მხოლოდ რუსეთი, ვერც ამერიკა. მომავალში საქართველოს, როგორც ევროპის ერთ-ერთ ქვეყანას, ისე ვხედავ. ეს ასეა. საქართველო დამოუკიდებელია.
კი, გადავიტანთ სირთულეებს, მაგრამ მერწმუნეთ, ყოველივე ეს ღირს ამად!
2007 წელი, 10 დეკემბერი
მომავალში პუტინის მიერ წარდგენილი კანდიდატურა, ვხედავ, რომ არ გაამართლებს. როგორც თვითონ მოვიდა არსაიდან, ისე მოიყვანს კაცს არსაიდან. იგი თითქოს მისი ერთგულია, მაგრამ ასე არ არის. როგორც კი თანამდებობრივ სკამზე დაბრძანდება, ბრჭყალებს გამოაჩენს და წავა დიდი ბრძოლები. აი, რატომ ვხედავდი ყოველთვის, რომ პუტინი ბოლომდე ვერ მიაღწევს. მომავალი მთავრობა არ განაგრძობს პუტინის გზას. დღეს ეს ზღაპრად ჩანს, მაგრამ დაიჯერეთ. მომავალში რუსეთს რთული პოლიტიკური გზა აქვს ასარჩევი.
რაც შეხება კავკასიას, უშუალოდ საქართველოსთან მიმართებაში ბევრი რამის შეცვლა მოუწევს რუსეთს, სურთ თუ არა ეს.
საქართველოშიც დიდი ცვლილებები იქნება. ეს არის აფხაზეთი, სამაჩაბლო და სრულიად საქართველო. მართალია, ზოგ ვაი−ქართველს აფხაზეთი და სამაჩაბლო „ჯიბეში აქვს“, მაგრამ ღმერთი დაანახებს ყველას ყველაფერს მომავალში.
აფხაზეთი და სამაჩაბლო თითოეული ქართველის გულში ანთია და მათ ოცნებას აღასრულებს უფალი.
კიდევ ვიმეორებ ასჯერ ნათქვამს: საქართველოს ტერიტორიები ხელშეუხებელია! რუსეთის ჯარი გაედინება აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან და ყველა ადგილიდან, სადაც კი არიან.
იქნება დიდი, მოულოდნელი ცვლილებები. საქართველო მშვიდდება. მოდის „გიორგი ბრწყინვალე“, მოდიან მეცნიერები, მცოდნენი საკუთარი საქმისა.
2007 წელი, 11 დეკემბერი
რუსეთის ყველა მცდელობა აფხაზეთთან დაკავშირებით, ჩაშლილია. მათი ლაპარაკი, ვხედავ, წყლის ნაყვას ჰგავს. კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. მალე მოუწევთ რუსებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დატოვება. ვხედავ, როგორ გაედინება რუსის ჯარი საქართველოდან.
აზერბაიჯანის მთავრობა იძულებული გახდება, საინგილოში არსებულ ქართულ ეკლესიასთან დაკავშირებით, რომელიც დახურეს და ამის მიზეზად სულელური ვერსიები დაასახელეს, გადაწყვეტილება შეცვალოს. ვხედავ, მომავალში ეკლესია ისევ მოქმედია და ისევ ირეკება ქართული ზარი!
საინგილო საქართველოა და ამას აზერბაიჯანი ვერაფრით გადაკეტავს, ვერ გააქრობს. ასეთია უფლის ნება! მომავალში მათ მოუწევთ ძირძველი ქართული კუთხის დატოვება.
საერთოდ, დადგება დრო, როცა მსოფლიოში იწყება ტერიტორიების გადანაწილების საკითხის განხილვა. ეს შეიძლება ძალიან შორეული მომავლის საქმეა, მაგრამ აუცილებლად კი მოხდება.
ვხედავ, საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მსოფლიოს რუკაზე. ეს ჯერ კიდევ 1987 წელს ვიწინასწარმეტყველე. ამიტომ ვხედავ, რომ ამერიკა-ევროპისთვის ქრისტიანული საქართველოს ტერიტორია მნიშვნელოვანი თემა გახდება.
ესეც, ალბათ, შორეული წინასწარმეტყველებაა, მაგრამ მაინც ვიწინასწარმეტყველებ, რასაც ვხედავ: მომავალში საქართველო ტრაპიზონამდეა გადაჭიმული. თურქეთი, რომელიც აღიზიანებს ამერიკას, იძულებული გახდება, დათმოს ქართული მიწის ეს ნაწილიც. ყოველივე ასრულდება ასი პროცენტით.
2007 წელი, 13 დეკემბერი
საქართველოს რუსეთი ვერ დააქუცმაცებს, ვერ დაყოფს. რაც უნდა მოიმოქმედონ, მათი ყველა ცდა ჩაშლილია. ეს ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე და იგივეს ვიმეორებ დღესაც, ხედვა მომავლისა უცვლელია.
აი სამაგიეროდ, რუსეთმა თუ არ მიხედა თავის მიწებს აღმოსავლეთში – ციმბირში (და სხვა მხარეშიც), ჩინელები (და სხვანიც) დედაქალაქს რუსეთში გადმოიტანენ და დაარქმევენ, მაგალითად, „პატარა პეკინს“. მე არ ვხუმრობ. წინასწარმეტყველება აღსრულდება ასი პროცენტით. ეს ჯერ კიდევ1994-1995 წლებში დავინახე.
აფხაზეთი, სამაჩაბლო, აჭარა – არავითარი ავტონომია! მოვა დრო, როცა თვითონ რუსეთს აღარ აწყობს ავტონომიებად დაყოფილი საქართველო. ვხედავ, საქართველო ისეთივე ძლიერი და ერთიანი ხდება, როგორიც იყო თამარის დროშის ქვეშ. საქართველო დიდ ძალებს იკრებს, დიდი ენერგია მოედინება კოსმოსიდან. ამას მიწიერი ძალები ვერ მოერევიან. ფრთხილად!
ვხედავ, როგორ იწმინდება საქართველო ნელ-ნელა, შავი რკალი სცილდება ჩემს ქვეყანას და იცოდეთ, ეს დიდი წინსვლისა და აღმავლობის, აღმშენებლობისა და თავისუფლების დასაწყისია. ამინ!
„და განიდევნებიან ურჯულონი ჩემი ქვეყნიდან!“ – ბრძანებს უფალი.
ყველაფერი ასრულდება, ყოველი სიტყვა წინასწარმეტყველებისა. ამინ!
ვხედავ, როგორ ზეიმობს ქართველი ხალხი.
(გაგრძელება იქნება. P.S. შეგახსენებთ, რომ ჩანაწერებიდან ამოღებულია გარკვეული მონაკვეთები, რომლებიც წარსულში არაერთხელ იყო გამოქვეყნებული როგორც გაზეთში „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, ისე წიგნ „ახალი სიტყვის“ სხვადასხვა წლების გამოცემებში). image
0
571
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
571
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0