x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
5 ქვეყანა, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოს ყველა მოგზაურმა
USnews– ის კვლევების თანახმად, 2019 წელს ყველაზე პოპულარული და კომფორტული ქვეყნების რეიტინგის შედგენისას სიურპრიზები არ მომხდარა - მთავარი, ტურისტებისათვის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულების ქვეყნების რეიტინგი ბოლო წლებში ფაქტობრივად ძალზე უმნიშვნელოდ თუ იცვლება.

თუ გიყვართ მოგზაურობა და ფინანსური შესაძლებლობაც ხელს გიწყობთ, მაშინ გადახედეთ სიას და თუ თქვენ ჯერ არ გინახავთ მინიმუმ ერთი მათგანი მაინც, მაშინ ეს სასწრაფოდ უნდა გამოასწოროთ.


1-პორტუგალია-იბერიის ნახევარკუნძული შესანიშნავია თუნდაც "სოლო"(მარტო) ფორმატით დასვენებისთვის - ყველაფერი გათვალისწინებულია ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

გარდა ამისა, პორტუგალია შესანიშნავია მათთვის, ვინც აფასებს კომფორტს და იცის როგორ უნდა დატკბეს ცხოვრებით. სეირნობა თვალწარმტაც ქუჩებში, ტრადიციების და ისტორიული მემკვიდრეობის პატივისცემა, ადგილობრივი სამზარეულოს მრავალფეროვნება და ოჯახური ფასეულობების დაცვა - ეს მხოლოდ ნაწილია, რის გამოც ღირსიც ამ საოცარ ქვეყანაში მოგზაურობა.


image

2-საფრანგეთი-ძნელი წარმოსადგენია, თუმცა, ზოგიერთს ჯერ კიდევ არ უნახავს ისეთი ქვეყანა, სადაც საუბრობენ "სიყვარულის ენაზე" და ადგენს მოდის ტენდენციებს, საიდუმლოებისა და რომანტიკის ატმოსფერო, შესანიშნავი სამზარეულო, საოცარი არქიტექტურა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 37 გასაოცარი ძეგლი და აქტიურობა ყველა გემოვნების ადამიანებისთვის.

image

3-ესპანეთი-ქვეყნის ეროვნული მშპ-ს დაახლოებით 11% შემოსავალი ტურიზმის სფეროდანაა და ეს გასაკვირი არც არის. ესპანეთი განთქმულია არა მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის და ატლანტიკის ოკეანის სანაპიროებით და მისი ულამაზესი კურორტებით, არამედ შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობებით, შესანიშნავი არქიტექტურით, გემრიელი სამზარეულოთი, ულამაზესი ეროვნული პარკებით, ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის მრავალფეროვანი ობიექტებით და რა თქმა უნდა, ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის მრავალრიცხოვანი დაწესებულებებით . ამიტომ, თუ გსურთ ყველაფერი ერთდროულად განიცადოთ, მაშინ ეს მიმართულება იდეალურია თქვენთვის.

image

4-იტალია-თუ თქვენ გიტაცებთ დიზაინერთა ეფექტური ტანსაცმელი, შოპინგი "ნონ-სტოპი", საოცარი დელიკატესები, კომუნიკაბელური ადამიანები, მშვენიერი არქიტექტურა, შეგწევთ უნარი ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ, მაშინ აუცილებლად უნდა მოინახულოთ იტალია. სწორედ ამ ქვეყანაშია თავმოყრილი იუნესკოს მემკვიდრეობის ყველაზე მრავალრიცხოვანი კულტურული ძეგლი -(50 ), მრავალრიცხოვანი არტეფაქტები, რომის იმპერიისა და რენესანსის არქეოლოგიური ძეგლები, თვალწარმტაცი პლაჟები და შუასაუკუნეების მომხიბლავი სოფლები, სადაც ისევ და ისევ დაბრუნება გსურთ.

image

5-აშშ-ყოველწლიურად მოგზაურები მთელი მსოფლიოდან ჩადიან ნიუ – იორკში, ლოს ანჯელესში, ლას – ვეგასში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან არა მხოლოდ კაზინოებითა და ბროდვერით, არამედ გრანდ კანიონით, ჰავაის სანაპიროებით და სხვა უამრავი შთამბეჭდავი საანახაობით.

შეერთებული შტატები იმდენად მდიდარია, რომ მას დამსახურებულად უწოდებენ- შესაძლებლობების ქვეყანას. აქ ყველამ იპოვნის გასართობს საკუთარი გემოვნების (და ბიუჯეტის) მიხედვით, გასაოცარი მრავალფეროვნებითა და ფართო არჩევანით.

image


შემდეგ ადგილები დაიკავა ჩინეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ჰოლანდიამ.

0
228
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0