x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
“ბერა, საერთო არ გიტყდება, ქვეყნის სიყვარულისთვის შენხელა ბიჭებს ციხეში რომ უშვებენ?” - ნანუკა ჟორჟოლიანის ბერა ივანიშვილს

image


ჟურნალისტი და გადაცემა "სხვა ნანუკას" წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, 18 ნოემბერს აქციის დაშლისას დაკავებულების ადმინისტრაციული ჯარიმის სახით, რამდენიმე დღიან პატიმრობას ეხმაურება და ბერა ივანიშვილს საგანგებო პოსტით მიმართავს: "BERA -მახსოვს, ნამდვილებს ეძებდი 2012 წელს. ვისაც დიქტატურის დამარცხების ძალა, სურვილი და ერთი ადგილი ექნებოდა და აჰა, აგერ, ორი ნამდვილი პატრიოტი ბიჭი გიპოვე. ქვეყანა უყვართ, რუსებს ვერ ეგუებიან სამშობლოს საჭესთან. ციხეში მხოლოდ იმიტომ გაუშვეს რომ ერთს, ოლიგარქისთვის შეუგინებია, მეორეზე თავადაც ვერ ჩამოყალიბდნენ. საერთოდ არ მგონია მამის შეცდომაზე გთხოვ ახლა პასუხს, იმიტომ რომ შენ იყავი მისი კამპანიის ერთ ერთი სახე და ახლა როგორც "ნამდვილი" კლიპების შემქმნელს მოგმართავ, საერთოდ არ გიტყდება?! შენხელა ბიჭებს მხოლოდ ქვეყნის სიყვარულისთვის რომ უშვებენ ციხეში?!" - დაწერა ჟურნალისტმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ თორმეტივე დაკავებული დემონსტრანტი გაამტყუნა და 10 მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა:


გიგა მაქარაშვილი – პატიმრობა 12 დღე.


ბექა ბასილაია – პატიმრობა 13 დღე.


ელგუჯა ბაგრატიონი – პატიმრობა 12 დღე.


ზუკა ბერძენიშვილი – პატიმრობა 7 დღე.


ირაკლი კაჭარავა – პატიმრობა 4 დღე.


დავით მჟავანაძე – პატიმრობა 4 დღე.


ირაკლი ნადირაძე – პატიმრობა 13 დღე.


დიმიტრი ბიძინაშვილი – პატიმრობა 3 დღე.


გიორგი ბუნტური – პატიმრობა 5 დღე.


ლუკა ჭიჭინაძე – პატიმრობა 5 დღე.


პაატა სოსანაშვილი – სიტყვიერი შენიშვნა.


გურამ მჭედლიშვილი – ჯარიმა 1000 ლარი.



0
738
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
738