x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
"გამყიდველო, მართლაც წითელო ინტელიგენციავ!" -- ბუღაძე – სტურუას

image


მწერალი ლაშა ბუღაძე რეჟისორ რობერტ სტურუას მიმართავს და გამყიდველს უწოდებს. ეს ხმაურიანი განცხადება ბუღაძემ ერთერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში სტუმრობისას გააკეთა. ბუღაძემ სტურუა ე.წ. „წითელ ინტელიგენციად“ მოიხსენია.


გთავაზობთ სატელევიზიო კომენტარის ტექსტურ ვერსიას:


"უაღრესად სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელმაც პირადად მე თეატრი თავისი სპექტაკლებით შემაყვარა, ასე დეგრადირდა. ეს არის სიმახინჯე, თქვენი სირცხვილი, ღალატი და ეს არის წაქეზება საქართველოზე თქვენი პუტინის, კაკებეშნიკების და ისედაც სახიფათო პროპაგანდისტების. თქვენ ეხლა კრემლის საქმე გააკეთეთ ღიად. არ მინდა, გავიმეორო და ბევრი რამ, რაც 90–იანი წლებიდან გვესმოდა ფარულ ამბებზე და გევჩვენებოდა ზღაპრად, როგორც ჩანს, ახლა ყველამ ნიღაბი ჩამოიხსნა. რუსთაველის თეატრო, უპასუხეთ თქვენს სამხატვრო ხელმძღვანელს. ეს ის რობერტ სტურუა აღარ არის, რომელიც ჩვენ გვიყვარდა, მართლაც გენიოსი ოდესღაც... რა ტერმინს იყენებთ, არ იცით "ნაციზმი" რა არის? გაუნათლებელო, გამყიდველო, მართლაც წითელო ინტელიგენციავ! მართლაც, ორჯონიკიძის და ვანო სტურუების, ბოლშევიკების მენტალიტეტით გამოზრდილო არამზადებო! გინდათ, ჩააბაროთ და დაიცალოს ეს ქვეყანა, ან გაწყდეს. ამ კოშმარის ფონზე კიდევ ეს უნდა თქვენგან? ცეცხლზე ნავთის დასხმა? ყოჩაღ! ანუ საქართველო ივანიშვილი და გახარიაა და არა ეს ახალგაზრდები? თქვენთვის არის, ვინც ფულს გიხდით, პირღიები რომ უყურებთ შოშიებივით. რით ვერ გაძეხით!" -- განაცხადა მწერალმა ლაშა ბუღაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ეთერში.
ცნობისთვის: რეჟისორმა რობერტ სტურუამ თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა: “ბოროტმა სულმა იმარჯვა… ნაცისტები ზეიმობენ: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!, ” - აღნიშნავს ლაშა ბუღაძე და იმედი აქვს თეატრის ადმინისტრაცია პასუხს გასცემს.
1
1104
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
1104
  
2019, 21 ნოემბერი, 14:08
ეგ როდინდელი პოსტია?....
0 1 1