საქართველო სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია "ღია შეხვედრების" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს 2019, 20 ნოემბერი, 13:57 „ღია შეხვედრების“ ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში შავღელეში, ჭალადიდში, პატარა ფოთსა და ახალსოფელში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრებზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად შიდა გზების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრების, გარე განათების და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დაასახელა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა მათი საჭიროებების და პრობლემების შესახებ ისაუბრეს და სამთავრობო გუნდის წევრებისგან დასმულ შეკითხვებზე პასუხები მიიღეს. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრებზე დასახელებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად და ადგილობრივების მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად მოხდება. 26 შეფასება არ არის
|