x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
5 დიდებული ქალბატონი, რომლებმაც მთელი ცხოვრება სრულ სიმარტოვეში გაატარეს

image



ამ ცნობილ ქალბატონებს ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი ჰქონდათ - მსოფლიო წარმატებაც, კეთილდღეობაც, სიყვარულიც თუმცა, არ ჰქონდათ ყველაზე მთავარი - უბრალო ქალური ბედნიერება.



კოკო შანელი



image


მოდის სამყაროში კოკო შანელმა ბევრს მიაღწია, მაგრამ პირად ცხოვრებაში მას კატასტროფულად არ უმართლებდა. მას ოჯახი არასდროს შეუქმნია და არც დედობრივი სიყვარული გამოუცდია. ახალგაზრდობაში კოკომ რამდენიმე აბორტი გაიკეთა, რამაც საბოლოოდ, მისი უნაყოფობა გამოიწვია.


image

შანელს ურთიერთობები ძირითადად გავლენიან და მდიდარ მამაკაცებთან ჰქონდა. მაგრამ ის, მათ ყოველთვის როგორც სპონსორებს ისე უყურებდა, რომლებსაც მხოლოდ მისი თამამი და კრეატიული იდეების რეალიზაცია შეეძლოთ. საგულისხმოა, რომ ვერცერთმა მათგანმა ამ მოდის ლეგენდად წოდებული ქალბატონის გულის მოგება ვერანაირად ვერ მოახერხა.



image


"დედაჩემი დიდი სიყვარულით გათხოვდა, თუმცა მთელი ცხოვრება ტირილში გაატარა, ასე რომ, სიყვარულისგან კარგს ნურაფერს ელით!".



მირეი მატიე


image

ცნობილი ფრანგი მომღერალი მთელი ცხოვრება მხოლოდ სცენის ერთგული დარჩა. მილიონობით გულშემატკივარი მას თაყვანს სცემდა, ხოლო მისი სილამაზითა და საოცარი ნიჭით აღფრთოვანებული ძლიერი სქესის წარმომადგენლები მას უბრალოდ აღმერთებდნენ, მირეი მატიეს ხელი არაერთხელ სთხოვეს, თუმცა შანსონის უბადლო შემსრულებელმა ოჯახის შექმნას მარტოობა არჩია.



image


თუმცა, ერთხელ მირეიმ გადაწყვიტა და გავლენიან ბიზნესმენზე დაქორწინების გადაწყვეტილებაც კი მიიღო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მამაკაცმა მომღერალს კატეგორიულად კარიერის მიტოვება მოსთხოვა, მირეი მატიემ ნიშნობა ჩაშალა.


image


"ეს ჩემი შეგნებული არჩევანია. მე მსხვერპლად არაფერი შემიწირავს. ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ორი მთავარი რამ არსებობს: სიმღერა და ჩემი ოჯახი - დედაჩემი, ჩემი ძმები და დები" - განაცხადა მომღერალმა ერთ - ერთ ინტერვიუში.



ფაინა რანევსკაია


image

მე-20 საუკუნის ერთერთმა უდიდესმა მსახიობმა და იუმორის საოცარი უნარით დაჯილდოებულმა, ებრაული წარმომავლობის მქონე საბჭოთა კინოსა და თეატრის მსახიობმა ფაინა რანევსკაიამ მთელი ცხოვრება სრულ მარტოობაში გაატარა. თუმცა, როგორც ცნობილია, ახალგაზრდობაში მსახიობს საკმაოდ ბევრი, წარუმატებელი რომანიც ჰქონდა და უპასუხო სიყვარულითაც ხშირად იტანჯებოდა.



image


რანევსკაიას ირონიული, ზოგჯერ კი, დამამცირებელი გამონათქვამები, რომლებიც საზოგადოებაში კვლავაც აქტუალობას არ კარგავს, სავარაუდოდ მამაკაცების უმრავლესობას არ მოსწონდა.


image


ლბათ, ბევრი ჩვენგანი, ამ გენიალური მსახიობის სიყვარულისა და გენდერული ურთიერთობების შესახებ გავრცელებულ აფორიზმებს, დღემდე, სიამოვნებით იხსენებს.



image


"ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ ის დიეტებზე, ცუდ ხასიათზე და ძუნწ მამაკაცებზე დახარჯო!"



ვერონიკა კასტრო



image



"მდიდრებიც ტირიან" - ასე ერქვა ცნობილ სერიალს, სადაც, ქართველმა მაყურებელმა მექსიკური "საპნის ოპერის" ნამდვილი ვარსკვლავი ვერონიკა კასტრო, პირველად იხილა. მსახიობს პირად ცხოვრებაში არასდროს უმართლებდა, ამიტომ მრავალი იმედგაცრუებისა და ღალატის შემდეგ, ვერონიკამ მარტო ყოფნა არჩია.



image


დროთა განმავლობაში, კასტრო მიხვდა, რომ მარტოობის არ უნდა შერცხვენოდა, რადგან იცოდა, ბედნიერების მიღწევა მარტოობაშიც შეიძლებოდა.



image


"მე, გამუდმებით მკიცხავდნენ რომ მარტოხელა დედა ვიყავი, და მერე რა? დაე, თქვენც იცოდეთ: მე ვამაყობ კიდეც რომ მარტოხელა დედა ვარ!" - აღნიშნა მსახიობმა ერთ- ერთი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში.


მარლენ დიტრიხი



image


ეს მსახიობი მთელი ეპოქის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ჰოლივუდის "მშვენებად" წოდებული დიდი გერმანელი კინომსახიობი და მომღერალი მარლენ დიტრიხი შეუდარებელი გარეგნობის წყალობით, დახვეწილობისა და არისტოკრატულობის საოცარ ნაზავს ქმნიდა.


image


თუმცა, მისი პირადი ცხოვრება არც თუ ისე უღრუბლო და სრულყოფილი იყო. მსახიობი აღმასრულებელ პროდიუსერზე რუდოლფ ზიბერზე იყო დაქორწინებული, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეები ერთად მხოლოდ პირველი 5 წელი იყვნენ, ისინი ოფიციალურად ერთმანეთს არც არასდროს დაშორებულან. ცნობილი მსახიობი მეუღლეს ფინანსურად ყოველთვის ეხმარებოდა, მაშინაც კი, როცა რუდოლფმა საყვარელი გაიჩინა.


image


"თითქმის ყველა ქალს სურს, რომ ერთგული იყოს, სირთულე მხოლოდ ისაა, იპოვო სწორედ ისეთი მამაკაცი, რომლის ერთგულიც იქნები".


image



0
382
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
382