x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს ბიუროს სხდომაზე გადაჭრილი ბოქლომი გადასცა

image
არჩილ თალაკვაძემ სხდომაზე გადაჭრილი ბოქლომი მიიტანა და ოპოზიციის წარმომადგენლებს გადასცა. „მინდა მათ სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო გაჭრილი ჯაჭვი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს მათ მიდგომას და ღირებულებებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. „მინდა გულისტკივილი გამოვხატო თუ როგორ ექცევა ოპოზიციის ნაწილი იმ ინსტიტუტს, რომელიც წესით უნდა იყოს პოლიტიკური დებატების მთავარი ადგილი. დღეს ცდილობდნენ ისინი, რომ ბოქლომი დაედოთ საქართველოს პარლამენტზე, ამიტომ მე მინდა მათ სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო გაჭრილი ჯაჭვი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს მათ მიდგომას და ღირებულებებს, მოქალაქეების და სახელმწიფოს მიმართ. ეს მათ უნდა შეინახონ, რათა ყოველთვის ახსოვდეთ, რომ ისინი სახელმწიფოს ინსტიტუტებს და მოქალაქეების უფლებებს ბოქლომს ვეღარ დაადებენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. „განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, რომ დღეს შსს-ის წარმომადგენლებმა სრული სტანდარტების დაცვით შეძლეს აღედგინათ პარლამენტის საქმიანობისთვის აუცილებელი პირობები“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე. საკანონმდებლო ორგანოს ის შესასვლელი, საიდანაც მედია შედის, პოლიცია აკონტროლებს და ჟურნალისტებს ფაქტიურად არ აქვთ პარლამენტში შესვლის საშუალება. პარლამენტის წინ ამ დრომდე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ვასაძე
ლაშა ვასაძე
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0