x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გიგა და გიორგი - ქართული მითოლოგია
გიგა და გიორგი


გიგა და გიორგი მეომარი მწყემსები არიან ფშავ-ხევსურულ მითოლოგიაში, ქართული ხალხური ბალადის შესანიშნავი გმირები. ალბათ ძმები გვარად უთურაშვილები არიან ("ამბობენ, უთურაშვილნი - გიგა, გიორგი ძმანია"), ან თუშიშვილები ("დაეცნენ თუშიშვილებსა, გულს მოსდეს ცეცხლის ალია"). ნ. შამანიძის გამოკვლევით, აქ იგულისხმება თუშის შვილები, თუშნი, თუშები. ჰყავთ ურიცხვი ცხვარი. ფარა მოსტაცეს გადამთიელმა ავაზაკებმა ("სამოც მწყემსს მოსჭრეს თავია" - "საუნჯე", I, 344). ძმებმა ბრძოლა გამართეს, დახოცილი მტრები დაღუპულ მწყემსებსა და მეცხვარე ძაღლებს შესწირეს. ორივე გმირი ბრძოლაში იღუპება (ან ერთი ცოცხალი რჩება). ფოლკლორის მკვლევარი, პოეტი ნოდარ შამანაძე ბალადის ძირს ხედავს სინამვილეში, საიდანაც ეს "თქმულების გუნდა" წამოვიდა, გაიზარდა, გამდიდრდა და მითურ ბურუსში გახვია ჰეროსთა სახეები. ბალადის უცნობი ავტორი "ზედმიწევნით რეალისტი შემოქმედია". ანალოგიური ბალადები საქართველოს მთის ფოლკლორში მრავალია. უცნობი მთქმელები მითოლოგიურ ჰეროსებს რეალისტურ გმირებად აქცევენ ან პირიქით, ისტორიულ ისტორიულ პირებს მითურ-პოეტურ ნისლში ახვევენ. გიორგი სინორჩეს უკიჟინებს გიგას (ყმაწვილადა ხარ გიგაო, რომ ვერ მიჭირავ მხარია"). გიგა წყრება: "მხარს თუ ვერ გიჭერ გიორგი, დამარქვი კახის ქალია". გიგას და გიორგის ბალადის ვერსიები ჩაწერილია ნ. მსუქნიშვილის, ვ. ჩოხელის, ი. ჯიმშიტაშვილის, ი. ბასილაშვილის თქმით - ე. თაყაიშვილის, ა. შამანიძის მიერ.


აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.





ქართული მითოლოგია



1. ქართული წარმართული კოსმოგონია

2. ქართული მითი სამყაროს შექმნის შესახებ

3. ქართველი ერი - მიჯაჭვული ამირანი

4. ამირანი

5. მორიგე ღმერთი

6. კოლხი მედეა - მედიცინის ფუძემდებელი

7. კოლხი მედეა

8. კოლხური დრაკონი - ხოლკიკოსი

9. კოლხური ხარები - ხალკოტავრები

10. სპარტები - დრაკონის კბილისგან დაბადებული კოლხი მეომრები

11. ოჩოკოჩი, იგივე ოჩოპინტრე - ნადირთ მწყემსი

12. დალი - დიდი სვანური ქალღმერთი

13. ბარბალე - მზის ქალღმერთი

14. დობილნი - მატრიარქალური პერიოდის ქალღმერთები

15. ადგილის დედა - ფშავ-ხევსურული მითოლოგია

16. დედა მიწა - ჩვენი პლანეტის ქალღმერთი

17. აინინა და ნინა - ქართული ქალღმერთები

18. ყამარი - ამირანის შეყვარებული ქალღმერთი

19. ლამარია - სვანური ქალღმერთი

20. წყარიშდიდა - კოლხური მითოლოგია

21. ფუძის ანგელოზი - ყოველ ოჯახში მოსახლე სხვადასხვა სული

22. მითური ყურშა - ამირანის ოთხფეხა და ფრთოსანი მეგობარი

23. არმაზი - მეომართა ღმერთი

24. გაცი და გა (ან გაიმი) - ქართველთა ღმერთები

25. აფსათი - მონადირეთა და ნადირთა სვანური ღმერთი

26. ამბრი - საოცარი გიგანტი

27. ბატონები - დაავადების გამომწვევი სულები

28. ზადენი - ქართველთა ქვეყნის მპყრობელი ღმერთი

29. ბერი ბერა - ნაყოფიერების ღმერთი

30. აგუნა - ღვინის ღმერთი

31. ბადაგონი - ღვინის ღმერთი

32. ბოჩი - კოლხური, ნადირთ მფრაველი ღმერთი

33. მამბერი - მგელთა მამა და მბრძანებელი სვანურ მითოლოგიაში

34. მინდორთ ბაონი და მინდორთ მბრძანებელი - ფერიების მსგავსი ღმერთები

35. თევდორე - გლეხთა შემწე და მოსავლის ღმერთი

36. თეთრი გიორგი

37. გიორგი - საერთოქართველური უძველესი ღმერთი

38. ხვთისშვილნი (ღვთისშვილნი) - მორიგე ღმერთის ძე ღმერთკაცები

39. იახსარი - ღვთისშვილთა თაოსანი

40. კოპალა - ღვთისშვილთა თაოსანი

41. კვირია - ღვთისშვილთა თაოსანი

42. ნაწილიანი - ხალხი, რომლებსაც ღმერთებმა სხვადასხვა ზებუნებივი უნარი აჩუქეს

43. პირქუში - ნაწილიანი ღმერთკაცი

44. ალი - დიდი ავსული

45. დევი - ადამიანის მსგავსი მძლავრი არსება

46. გველეშაპი - ბოროტების სიმბოლო, დრაკონი, უზარმაზარი გველი

47. ქაჯი - ადამიანის მსგავსი არსებები, დიდი მაგი

48. კუდიანი - მაგიის მცოდნე ყოფილი ადამიანი, რომელიც ბოროტების გავლენით დეგრადირდა

49. მაცილი - საქართველოს მთიანეთში გავრცელებული ავსული

50. როკაპი - მაგების და ჯადოქრების მბრძანებელი

51. მზაკვარი ანუ მაზაკვალი - ზებუნებრივი უნარების მქონე შავი მაგი

52. ფასკუნჯი - ფრინველი, რომელსაც "გარდაცვალების" რიტუალის დროს ხედავდნენ კოლხ-იბერი შამანები

53. რაში - გონიერი, ზებუნებრივი ცხენი

54. გველისფერი - ღვთისშვილთა დამხმარე უძლიერესი, უზარმაზარი გველი

55. არამხუტუ - დევგმირი კოლხურ მითოლოგიაში

56. ტყაშმაფა - ტყეებში მცხოვრები ქალღმერთი კოლხურ მითოლოგიაში

57. ჰარალე - ნაყოფიერების ღმერთი

58. მზეთუნახავი - ქალღმერთი ქართულ მითოლოგიაში, რომელიც შემდეგ ზღაპრის პერსონაჟადაც იქცა

59. მესეფენი - შავი ზღვის ღმერთები და ქალღმერთები კოლხურ მითოლოგიაში

60. ბედის მწერლები - ყოველი არსების ბედის განმსაზღვრელი ღმერთები ან ქალღმერთები

61. ჟინი ანთარი - მესაქონლეობის მეხის მტყორცნელი კოლხური ღმერთი

62. ბოსელი - მესაქონლეობის ღმერთი

63. ლაზარე - ამინდის ღმერთი

64. თერგვაული - დიდი ღვთისშვილი

65. ბაადური - დიდი ღვთისშვილი

66. ოროველა - ხვნა-თესვის და მიწათმოქმედების ღმერთი

67. ოდი - მიწათმოქმედების უძველესი პროტოკოლხურ-სვანური ღმერთი

68. აიეტი - კოლხეთის დიდებული მეფე

69. ჰეკატე - კოლხებისა და ელინების დიადი ქალღმერთი

70. ჰელიოსი - მზის ღმერთი და კოლხური სამეფო მოდგმის ფუძემდებელი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
1798
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1798
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0