x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"გოგოს უცნობმა დაუწყო მანიაკალური დევნა... პოლიცია ყურს არ იბერტყავს. რამე რომ მოსწიოს იმ მანიაკმა შაბათ-კვირას დააბრალებთ?"

image
უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ვარკეთილის პოლიციას უმოქმედობაზე წერს, რომლებმაც ადევნების მსხვერპლ გოგოს შესაბამისი დახმარება არ გაუწიეს.


მისი თქმით, ეს გოგო ამ კაცს ცხოვრებაში არ შეხვედრია და პირველად პოლიციაში შეხვდა.


"მე არ ვიცი, ეს აქციების გამოა თუ მართლა რას დავაბრალო, მაგრამ რამდენიმე დღეა ვარკეთილის მერვე განყოფიების პოლიცია ვერ შევატოკეთ, რომ კანონი დაიცვას. გვყავს ერთი გოგო, რომელსაც წლების განმავლობაში სწერდა უცნობი კაცი, მაგრამ ბოლო დროს დაუწყო მანიაკალური დევნა, სოფელში ჩააკითხა გოგოს ბებია-ბაბუას, უნივერსიტეტში ეძებდა კურსელებთან, უვრცელებს სახელგამტეხ ჭორებს. მიუხედავად შემაკავებელი ორდერის არსებობისა, უწყვეტად წერს, მაგრამ პოლიცია ყურს არ იბერტყავს. რომ ვეკითხებით, რატომ არ აკავებთ მოძალადეს თქო, პროკურორს ველოდებითო და პროკურორი რას შვება თქო და პარასკევს გვეუბნებიან შაბათ-კვირას არ მუშაობსო და თქვენ ხო არ გძმარავთ შემთხვევით? რაის შაბათ-კვირას არ მუშაობთ?! ამ გოგის რომ რამე მოსწიოს იმ მანიაკმა შაბათ-კვირას დააბრალებთ?
პ.ს. ეს გოგო ამ კაცს ცხოვრებაში არ შეხვედრია და იცით, სად გადაეყარა პირველად? პოლიციაში! რით ვერ ეღირსა პოლიციის შენობა ორ ოთახს და ორ კარს, რომ მსხვერპლებს მოძალადეები შემთხვევით თავზე არ დააყენონ?!"

0
102
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0