x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვის უბედავთ ასეთი სულელური ისტორიების მოყოლას ? - საზოგადოება ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად

ერთ კვირაზე მეტია ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 15 ნოემბერს, მას წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

image

ექიმის მხარდასაჭერად, ხვალ ექიმები "თეთრი ხალათების" აქციას გამართავენ. ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით სოციალურ ქსელში გაჩნდა განცხადებები, ფოტოები და შეიქმნა სპეციალური ჩარჩოც.

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ექიმის დაკავებასთან დაკავშირებით, პოსტს აქვეყნებს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს გულგრილობაში ადანაშაულებს.

"ძალიან კარგია, გმირს რომ ეძახით ვაჟა გაფრინდაშვილს, კარგია, მაგრამ, მოდი, კითხვა დავსვათ, როგორ გგონიათ, რატომ გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი?
რატომ გაწირა თავი ცხინვალის ციხისთვის?
ექიმია და იმიტომ!
საბრძოლველად და ჩვენთვის გაკვეთილის ჩასატარებლად არ წასულა, ავადმყოფია მეორე მხარეს!
რომელი ავადმყოფი?
ჭაში რომ ჩავარდა!
ციხელაშვილმა და სუსმა რომ თქვა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გამოვიყვანოთ და ქართულ კლინიკაში მივიყვანოთო!
ვერ გადმოიყვანეს, არ გადმოიყვანეს - არ ვიცი!
ფაქტია, ოკუპირებულ მხარესაა.
დღეს შემატყობინეს, რომ ძალიან ცუდადაა იმ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა!
როგორ გადავიდა ექიმი?
არ გიფიქრიათ?
როგორ გაიარა მინიმუმ ერთი ჩვენი პოსტი? რა უთხრა ქართულ პოლიციას, სად მივდივარო?
რატომ არ გაყვა ქართული პოლიცია უკან?
ვინც ერთხელაც არის ნამყოფი, იცის, რომ პოსტის მერე, უმეტესად უკან მოგყვება პოლიცია!
როგორ გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი?
პოსტი გაიარეს სამმა, უკან დაბრუნდა - ორი, პოლიციამ არ მოიკითხა, სად წავიდა მესამე კაცი?
დააკავეს შაბათს, ციხელაშვილი განცხადებას ავრცელებს პარასკევს!

რატომ არ ხმაურდებოდა 5 დღე ექიმის დაკავების ამბავი?
მით უფრო, რომ ოჯახმა შაბათსვე იცოდა!
დღეს ისტორია გაავრცელეს, ავადმყოფი არც ელოდაო, ჩავედითო, მანქანის გასაღები მოგვცა და გამოგვიშვა, თავად გადავიდა მავთულხლართი და იცოდა დაიჭერდნენო!

შენ რამ გამოგაბრუნა უკან, ან წამოგეყვანა, ან წაყოლოდი!

რას ქვია ავადმყოფთან არ მიდიოდა, ავადმყოფი არ ელოდა, გიჟი იყო, თუ იმის ფუჭი იმედით გადავიდა, რომ ჩვენგან პატრიოტებს გაზრდიდა!

რას ქვია, გადავიდა რომ დაეჭირათ და ბოლო წამამდე ოჯახში არ დარეკა?

ვის უბედავთ ასეთი სულელური ისტორიების მოყოლას და რატომ აბედინებთ, რა გულები, ხალხნო, რა სმაილები!

თუ ქართული პოსტი გაიარა და პოლიცია არ გაყვა უკან, თუ ქართული პოსტი არ გამოიარა და პოლიციამ არ მოიკითხა, თუ მართლა "გადაიპარა" პოლიციის გარეშე - გადავალთ მაშინ ჩვენც, კაციშვილი თუ არ ამოწმებს, გადავალთ, დაგვიჭირონ - შევიკრიბოთ ერთ კვირაში და გადავიდეთ, უპატრონოდ ყოფილა ე.წ. საზღვრები მიგდებული მაინც!

თუ არადა, არ ვიცი რა მოლაპარაკება გქონდათ და არ შეასრულეს რუსებმა, არ ვიცი, რა ოპერაცია ჩაგეშალათ, არ ვიცი, რაში გადაგაგდეს რუსებმა, მაგრამ, ამ ზღაპრებს მორჩით და დააბრუნეთ ექიმი, რომელიც ხელში ჩაუგდეთ ოკუპანტებს!

ამიტომ ჩამექცა ტვინში კინაღამ სისხლი, რომ ვნახე, როგორ ქეიფობს დღეს საღამოს და ერთობა ციხელაშვილის უწყება, ისე გავბრაზდი, ისიც ვერ გავიგე, რა მითხრეს, თავიდან სხვისი გადაღებული მეგონა ვიდეო, თურმე, თავად იღებენდა, როგორ ერთობიან!
იმის ნაცვლად, რომ წერილს წერილზე აგზავნიდნენ, ყველა კავშირს იყენებდნენ!

დღეს ახალგორში ახალგაზრდა ადამიანი გარდაცვლილა, ტუბერკულოზი იყო დიაგნოზი, მაგრამ გარდაიცვალა უპატრონობით, უექიმობით, უწამლობით.

მძიმე ავადმყოფი რომ ვერ გამოიყვანეს ოკუპირებული ტერიტორიიდან“ იმიტომ გვყავს ექიმი ტყვედ - ეგაა ანა-ბანა ამ ამბის და გულის დასახატი ადგილი ამ ამბავს არა აქვს!

რა თქმა უნდა, ვაჟა გმირია, მაგრამ ოკუპირებულ მხარეს ამის დასამტკიცებლად არ გადასულა, ოკუპირებულ მხარეს, ჩვენმა სახელმწიფომ რომ ვერ გადმოიყვანა, იმ ავადმყოფს ჩააკითხა და პოლიციის პოსტს ვერ გადააფრინდებოდა, ეგ მაინც ვიცი ზუსტად!

სიმართლე ის არის, რომ ვაჟა კარგი ადამიანი და კარგი ექიმია, რაც უკვე გმირობაა, დამატებითი გმირობა კი - ჩვენ ვაიძულეთ, ჩვენ, ქართულმა სახელმწიფომ!

ციხელაშვილის უწყებას წითელი ღვინო თუ დააკლდეს, მითხრას, გავუგზავნი!", - წერს მოქალაქე.


0
134
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0