x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მომავალი მილიონერები: ყველაზე მდიდარი ზოდიაქოს ნიშნები
image



"Forbes" ყოველწლიური სია ახალი ადამიანების სახელებით ივსება, რომლებმაც შეძლეს თავბრუდამხვევი კარიერის გაკეთება და სიმდიდრის მოპოვება. თუ გავაანალიზებთ მილიონერების მონაცემებს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომელი ზოდიაქოს ნიშნებს აქვს წარმატების უდიდესი შანსი.



image



1. ლომი - ცხოველების მეფე თავის ხასიათს ავლენს, არა მხოლოდ, ველურ ბუნებაში, არამედ, ბიზნესის სფეროშიც. ლომებს გააჩნიათ ის აუცილებელი თვისებები, რომ წარმატების მიღწევის გზაზე მწვერვალზე აღმოჩნდნენ. ისინი მიზანდასახულები, თვითდაჯერებულები არიან. ლომებს უყვართ და იციან როგორ ისაუბრონ საზოგადოებაში, ამიტომ ისინი თითქმის ყოველთვის გარშემორტყმული არიან ერთნაირად მოაზროვნე ადამიანებით და მიმდევრებით. გარდა ამისა, ლომი ბუნებით დიდსულოვანია და ყოველთვის ადეკვატურად მადლობას უხდის მათ, ვინც მათთან ერთად წამოიწია ქვემოდან.




image



2. ქალწული- ქარიზმატული ლომისგან განსხვავებით, ქალწული წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ბევრ სირთულეს და პრობლემას გადალახავს, მაგრამ ეს მას არ აშინებს. ორგანიზებულობა, ანალიტიკური გონება, პრაქტიკულობა და შრომისმოყვარეობა - ეს ის თვისებებია, რომლებიც ხელს შეუწყობს ქალწულის მაღლა ასვლას. ის არ ცდება, რადგან ქალწულის გამოთვლები ჩვეულებრივ მართებულია. ქალწული ყურადღებით ეპყრობა საკუთარ რესურსებს და მას ტყუილუბრალოდ არ ხარჯავს. ”კაპიკი დაზოგავს მანეთს” - ამ დევიზით აგროვებენ მილიონებს.



image



3. ტყუპები - ინტელექტუალური თვისებებისა და მსუბუქი ხასიათის წყალობით, ტყუპები მნიშვნელოვან პროგრესს განავითარებენ საკომუნიკაციო პროფესიებში, იქნება ეს მედიაში მოღვაწეობა, თუ კომერციული პარტნიორობა. ტყუპები კარგად იცნობენ ადამიანებს და იციან როგორ უნდა იმუშაონ გუნდში. მათ სიახლის სიყვარული ხელს უშლის ყოველდღიურობაში და ერთ ადგილზე გაჩერებაში. წინ და მხოლოდ წინ- ეს არის ტყუპების ცხოვრების წესი.




image



4. ვერძი შესანიშნავი მეწარმეა. მისი რისკის და შფოთვის თანდაყოლილი სიყვარული სასარგებლო იქნება იმ პროფესიაში, სადაც საჭიროა ბიზნესის ცოდნა და სწრაფი მოქმედების უნარი. აშკარა იმპულსურობის მიუხედავად, ვერის გადაწყვეტილებები, როგორც წესი, კარგად არის გააზრებული, რადგან, ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ წინ გადადგან რამდენიმე ნაბიჯი, რაც მათ უპირატესობას ანიჭებს კონკურენტებთან შედარებით და აახლოებთ მილიონერების სიას.




image



5. კურო - კუროს არ შეიძლება ეწოდოს პროაქტიური და შემომქმედი პიროვნება, რომელსაც სურს მიაღწიოს ბიზნესის სიმაღლეებს. მას აქვს სიმდიდრის სიყვარული და ფუფუნებით ცხოვრების სურვილი. სწორედ ეს უბიძგებს კუროს წინსვლისკენ და კარიერის შექმნისკენ. უფრო მეტიც, ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის, ეს არის, არა საბანკო ანგარიშზე არსებული ექვსნიშნა რიცხვები, რომლებიც მნიშვნელოვანია, არამედ, კომფორტი და ფუფუნება, რომლის შეძენა შესაძლებელია ამ ფულით.





0
168
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0