x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ბუდისტური ტაძრის მლოცველებს უცხოპლანეტელები დაეკონტაქტნენ

image




1997 წლიდან ადამიანები რეგულარულად დადიან ტაილანდის ბუდისტურ ტაძარში, მაგრამ არა ლოცვებისთვის, არამედ უცხოპლანეტელების გულისათვის.
ეს ამბავი ასე დაიწყო:ადგილობრივმა მცხოვრება ჩერდა ჩუენსამნუანამ ბუდას ქანდაკებასთან მედიტაციის დროს, გონებრივი კავშირი დაამყარა უცხოპლანეტელთან.


თავდაპირველად, ჩერდუსი არავის სჯეროდა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი თვალით დაინახა ცაში, იმ ადგილთან ახლოს უცხოპლანეტელები.

მალე ქალმა ხოლმა ხაო კალას ბორცვზე დაინახა უცხო არსებათა მთელი ჯგუფი, რის შემდეგაც უამრავი ადამიანი წავიდა ტაძარში, რომელთაც სურდათ უცხოპლანეტელებთან გონებრივი კავშირის დამყარება.





image


მათი თქმით, ბევრმა მათგანმა მიაღწია წარმატებას.


ჩერდა გარდაიცვალა ახალი ათასწლეულის დასაწყისში, მაგრამ მისმა შვილებმა შექმნეს საზოგადოება მათთვის, ვისაც ბუდისტურ ტაძარში უცხოპლანეტელთა არსებობის სჯერა. მისი ერთერთი მუდმივი წევრი, ბანგკოკის მკვიდრი, ცხრა წლის განმავლობაში რეგულარულად მოდის იქ. იგი ირწმუნება, რომ საკუთარი თვალით დაინახა იმ ადგილებში მფრინავი არსებები.


მისი ერთერთი ქალიშვილი, ვასანა, ამბობს, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში არის ორი რასა: ერთნი ცხოვრობენ პლუტონზე, მეორე პლანეტა ლოკუზე. ვასანა ამბობს, რომ ლოკუ მდებარეობს ჩვენს გალაქტიკაში, მაგრამ ნამდვილად ვერ იტყვის, თუ საიდან დაუკავშირდა მისი მოსახლეობა მას. ამ პლანეტის მოსახლეობას ფიზიკური სხეული აქვს და მათი ტექნოლოგია ძალიან განვითარებულია, განსხვავებით პლუტონის მოსახლეობისგან. პლუტონიელები ენერგიის მსგავსია და სხეული არ აქვთ. უფრო მეტიც, მათ ძალიან აწუხებთ ომები და გარემოსდაცვითი პრობლემები, აშინებენ ხალხს ბუნებრივ კატასტროფებსა და ეკოლოგიურ პრობლემბზე. ბირთვული ომის შემთხვევაში, ისინი მზად არიან კაცობრიობას აღდგენაში დაეხმარონ.




image




არც ისე დიდი ხნის წინ, უცხოპლანეტელებმა უთხრეს ხალხს, რომ მესამე მსოფლიო ომი მოსალოდნელია 2022 წლისთვის. მას შემდეგ ტაძარში ვიზიტორთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ ზაფხულის ბოლოს, პოლიციელები ტაძარში მორიგეობდნენ, რადგან მედიტაციის დროს ხალხი აპირებდა მასობრივი შეკრების ორგანიზებას.


ახლა საზოგადოება ასი ადამიანისგან შედგება. ისინი ატარებენ თოვლივით თეთრ სამოსს და სხვებზე ხშირად მიდიან ტაძარში ლოცვებისა და მედიტაციისთვის. ვასანა ამბობს, რომ უცხოპლანეტელების წყალობით მათ მიეცათ გონების დახმარებით დროში და სივრცეში მოგზაურობის შესაძლებლობა.

0
170
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0