x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ერთერთ ქალაქში მანქანაში საწვავის ჩასხმისას ქალს ირემი თავზე გადაახტა

image თავად ერთხელ ვარ ნამყოფი ამერიკის შეერთებულ შტატებში, პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად, მაგრამ მინახავს და ვიცი, აშშ-ში ქალაქის გარეუბნებში ხშირად შეხვდებით გარეულ ცხოველებს.
გზაზე საგზაო ნიშნებიც აფრთხილებს მძღოლებს გზაზე ხშირად გარეული ცხოველები, რომ გადადიან და მოერიდონ საავარიო სიტუაციებს.
გარეული ინდაურებიც ისე ახლოს მყავს მანქანის სალონიდან ნანახი, ალალად ვიტყვი ძალიან გამიკვირდა.
ჩვენთან კოლხური ხოხობი გადაშენებამდე მივიყვანეთ, ამერიკელები კი ულიცენზიოდ ერთ ინდაურსაც კი არ ესვრიან ტყვიას.
აქედან გამომდინარე ხშირია შემთხვევები, როცა ტყიდან ქალაქში მოხვედრილი დამფრთხალი გარეული ღორი, მელია თუ ირემი კაფეში უვარდება ხალხს, რადგან თავშესაფრის ძებნაში ნებისმიერ ღია კარებში შედიან.
ასეთი შემთხვევა მოხდა ჯორჯიის შტატის ერთერთ ქალაქში, სადაც ქალბატონი მანქანაში საწვავს ასხამდა ავტოგასამართ სადგურზე.
ქალბატონ ლინდა ტენეტს ვიღაცის თუ რაღაცის მიერ შეშინებული ირემი თავზე გადაახტა და მსუბუქად ჩაარტყა თავში ჩლიქი, საბედნიეროდ ლინდას ფიზიკური ტრავმა არ მიუღია.
მომხდარით განცვიფრებულმა მომხდარი ვიდეოს სახით ატვირთა, ვიდეომ უამრავი ნახვა მოიპოვა და უამრავი გამოხმაურებაც მიიღო.

0
201
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
201