x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ზოდიაქოს რომელი ნიშნები ცხოვრობენ მგლების კანონით

image


არსებობს ისეთი კატეგორიის ადამიანები, ვინც თვლიან, რომ მათ აქვთ მგელივით ბუნება. სინამდვილეში, ეს ასეა. ბევრჯერ დადასტურდა, რომ არსებობს ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნამდვილად ცხოვრობენ თავიანთი წესებით, მგლების მსგავსად.


ასეთი ადამიანებისთვის, როგორც წესი, ღალატი დაუვიწყარია, მაგრამ ისინი ყოველთვის მზად არიან სხვების დასახმარებლად.


ახლობლებისა და მეგობრების წრეში ისინი ხშირად მარტოები არიან. ისინი მხოლოდ საკუთარ თავს და საკუთარ ძალებს ეყრდნობიან. მათ კარგად იციან, რომ აუცილებელია სიცოცხლისთვის ბრძოლა და ისინი მზად არიან, მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყველა დაბრკოლება გაიარონ.


ზოდიაქოს სხვა ნიშნებიდან ისინი განსხვავდებიან თავიანთი გულწრფელობით, რისთვისაც ისინი მუდმივად იბრძვიან. მათ არ ეშინიათ სიმართლის. როდესაც მათი არაკეთილისმსურველები ახლოს არიან, ისინი კიდევ უფრო სასტიკები ხდებიან.



image


1. ვერძი ცდილობს საკუთარი თავი აჩვენოს ისე, როგორიც სინამდვილეში არ არის. მას შეუძლია ვინმეს დაადანაშაულოს სიცრუეში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში დარწმუნებულია. ვერძს ესმის, რომ ზოგჯერ საჭიროა, პირველი დაესხას თავს. ამ დროს ის იქცევა ნამდვილ მხეცად.


ვერძისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი პრინციპები და წესები, ამიტომ ისინი არასდროს მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც ეწინააღმდეგება მათ პრინციპებს. ის ცხოვრობს საკუთარი წესებით, რომელსაც ბოლომდე იცავს. ვერძი თავის მტრებთან დაუნდობელია.


ამ ნიშნის ადამიანები ცხოვრებაში უღალატოები არიან. ვერძი ყოველთვის მზად არის დაიცვას მისთვის ძვირფასი და ახლო მეგობრები.



image


2. ქალწულებმა დიდი ხანია ყველას დაუმტკიცეს, რომ პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის მატყუარაა. ერთი შეხედვით, ისინი შეიძლება წყნარი, მოკრძალებული არიან და მშვიდად გამოიყურებიან. ისინი წვრილმანებსაც კი დიდ ყურადღებას აქცევენ. ქალწულებმა კარგად იციან, რომ საფრთხე ყველგანაა მოსალოდნელი, ამიტომ ყოველთვის ფრთხილები და თავშეკავებულნი არიან.


ქალწულების მიერ განცდილი გრძნობები ყველასთვის არ არის გასაგები. ამ ზოდიაქოს ნიშანს შეიძლება ეწოდოს საუკეთესო სტრატეგი. ქალწულებმა ყოველთვის იციან, რა არის მათი სამოქმედო გეგმა. ქალწულისთვის თითოეული ადამიანი ღია წიგნს ჰგავს, რომელსაც ნიშანი დაუყოვნებლივ კითხულობს. აქედან გამომდინარე, მათ შეუძლიათ მარტივად განსაზღვრონ პიროვნების ყოველი ნაბიჯი, მისი ნამდვილი მიზნები.


ქალწულის ცხოვრებაში შემთხვევითი ადამიანი არ არსებობს. ისინი მხოლოდ მათ უშვებენ ახლოს, ვისშიც ასი პროცენტით დარწმუნებული არიან.



image


3. სადაც არ უნდა მოხვდეს მერწყული, არ აქვს მნიშვნელობა, რა გარემოშია იგი, ის მარტოსულია. ის ცხოვრობს თავის სამყაროში, სადაც უცხოებს არ აძლევს შესვლის უფლებას. ეს ნიშანი ცდილობს გაიქცეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც ცდილობენ მას ჩამოართვან დამოუკიდებლობა. მერწყულს სურს გათავისუფლდეს სხვებისგან, გარე გარემოებების გავლენისგან, ცხოვრების იმ პრინციპებისა და წესებისგან, რასაც თავზე ახვევენ.


მერწყული სასტიკი ხდება, როდესაც საფრთხე ექმნება მათ სახლს, ოჯახს, რომელშიც ისინი ამდენ ძალისხმევას დებენ. ქალწული თავის წრეს განსაკუთრებული ყურადღებით ექცევა.


ეს ნიშანი ოსტატურად იყენებს თავის საუკეთესო ინსტინქტს, რომელიც ყოველთვის საშუალებას აძლევს მას ზუსტად განსაზღვროს, თუ რომელი მხრიდან იფეთქებს ცვლილების ქარი, როდის უნდა ელოდოს უბედურებას, სად არის მოსალოდნელი უბედურება. მან იცის, რომ მისი ინტუიცია საიმედო თანაშემწეა, ის, რაც მას არ შეუქმნის პრობლემას. ნუ შეეცდებით მერწყულთან თამაშს. არ არის საჭირო ენერგიის დაკარგვა ხრიკებზე და მოტყუებაზე. მერწყულები გრძნობენ სხვის სულს და დაუყოვნებლივ ხედავენ, ვინ ატყუებს მათ და ვინ ამბობს სიმართლეს. მერწყულის ცხოველური ინსტინქტი არ შეიძლება ცდებოდეს.



0
342
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0