x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133848
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
"რა “ძალიან კაი”?! რა “თუ ასეა”?! რა მათე და რა ნათელა? – ცოტა დაფიქრდით, აბა..."
image
ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში გურამ ფალავანდიშვილის და ე.წ ერის მამობის მქონე მორალისტების შესახებ წერს:


“გურამ ფალავანდიშვილმა “ობიექტივის” ეთერში გამაკრიტიკა და რამდენჯერმე ახსენა ჩემი ფეისბუქ-სტატუსი, – ფილმი მოეწონაო.

ამაზე მეტი დემოკრატია რა გინდათ?!


ტელევიზიის მთავარ რედაქტორს ამავე ტელევიზიის გადაცემის სტუმარი აკრიტიკებს ფეისბუქ-სტატუსის გამოქვეყნებისთვის, თან ისე, რომ არც მისთვის მიუღებელი ფილმი უნახავს (მოუყვნენ!) და არც ჩემი სტატუსი წაუკითხავს (მოუყვნენ)!


ხედავთ ჩვენი საზოგადოების პრობლემას?!


ფილმი კი არ ნახა, მოუყვნენ და იცის, რომ ცუდია!
იმდენად ცუდი, რომ თვითონ “ცალი თვალით” (თავის გვერდზე გადახრით!) ნახა ფილმის ფრაგმენტი, – მხოლოდ ამის ნახვაც კი დიდ ცოდვაში აგდებს ადამიანსო!

ამიტომ არ ნახა, ცოდვაში რომ არ ჩავარდნილიყო!
ჩვენც გვიფრთხილდება, – არ ნახოთ, ცოდვაში არ ჩავარდეთო!


მაგრამ სხვამ, ვინც ნახა და ფალავანდიშვილს მოუყვა, როგორ მოინანია ეს “დიდი ცოდვა”, ეგ აღარ უთქვამს…


ჩემი სტატუსიც კი არ წაიკითხა, მოუყვნენ და იცის, რომ “მომეწონა”!

იმდენჯერ მახსენა, ბოლოს გადაცემის წამყვანმა უთხრა, – ასე უწერია, პოპულარიზაციას ნუ ახდენთო და, ჩქარ-ჩქარა უპასუხა, – კი, ბატონო, ძალიან კაი, თუ ასეაო.


რა “ძალიან კაი”?! რა “თუ ასეა”?! რა მათე და რა ნათელა?!
თქვენ გგონიათ, ასე ადვილად დაიხსნით თავს ამ ცილისწამების ცოდვისგან?!
თქვენ ცილისწამება ფილმის ნახვის ცოდვაზე მსუბუქი გგონიათ?!

საერთოდ, ჩემი აზრით, ნებისმიერმა ადამიანმა, სანამ ლაპარაკს დაიწყებს ფილმზე, სპექტაკლზე, წიგნზე თუ ფეისბუქ-სტატუსზე, ჯერ უნდა ნახოს ან წაიკითხოს!


აი, გურამ ფალავანდიშვილს კი ჰგონია, რომ იმდენად დიდი ავტორიტეტია, სიტყვაზე უნდა ვენდოთ იმ დროს, როცა თვითონაც სიტყვაზე ენდო იმას, ვინც უთხრა, რომ ფილმი ნახა!


ცოტა დაფიქრდით, აბა, – სანამ მოისხამთ, ჯერ ძალები მოსინჯეთ, ძალიან მძიმე ხომ არ არის თქვენთვის ერის მამის მანტია?!


P. S. ახლა მიხვდით, რატომ ვნახე ფილმი, რომლის ნახვა აზრადაც არ მომივიდოდა?! მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ილაპარაკეთ ბევრი ამ ფილმზე! და, როგორც აღმოჩნდა, ილაპარაკეთ ისე, რომ ეს ფილმი არც გინახავთ!
აი, თქვენსავით რომ არ მელაპარაკა, იმიტომ ვნახე ფილმი და, რომ ვნახე, იმიტომ არ “ვილაპარაკე” იმ სტატუსში თქვენსავით!



ალბათ, ამიტომაც მოუწოდებთ ხალხს, რომ ფილმი არ ნახონ, – მერე ვაითუ სიტყვაზე არ დაგიჯერონ!” – წერს მძინარაშვილი

0
344
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
344
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0