x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ყველაფერი "ლაიქების" გამო“: ბლოგერმა ეს ფოტო მე- 6 სართულიდან გადმოვარდნამდე 1 წამით ადრე გადაიღო

image

რას არ გააკეთებ "ინსტაგრამზე" ეფექტური ფოტოს ასატვირთად. 23 წლის მექსიკელი ალექსა ტერაზასი ინტერნეტმომხარებლების მხრიდან ერთით მეტი "ლაიქის" მოსაპოვებლად როგორც იტყვიან, ცეცხლს ხშირად ეთამაშებოდა და სახიფათო აკრობატულ ნომრებსაც სისტემატურად ასრულდებდა, რაც გოგონას მრავალრიცხოვან გამომწერებს შორის საკმაოდ ბევრ მოწონებას აგროვებდა.


image


მაგრამ, ნუთუ შესაძლებელია, "ლაიქები" საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც გერჩივნოს? ამის შესახებ, ალექსას, როდესაც ის აივანზე იოგას ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო პოზას ასრულებდა სავარაუდოდ არც კი უფიქრია. ზუსტად ერთ წამში, გოგონა 23 მეტრის სიმაღლიდან, პირდაპირ მიწაზე აღმოჩნდა. ამ დაუფიქრებელი ნაბიჯის შედეგად, მან არა მხოლოდ თავი გაიტეხა, არამედ ფეხებისა და ხელების თითქმის ყველა ძვალიც დაიმტვრია.


image


ოპერაცია 11 საათს გრძელდებოდა და შეიძლება ითქვას, რომ ექიმებმა გოგონა ნაწილებად ააწყეს. დღესდღეობით, ალექსა ტერაზასი თავს სტაბილურად გრძნობს, თუმცა ფეხზე დადგომას ის მხოლოდ 3 წელიწადში შეძლებს.


image


მოგვიანებით ალექსას ბინაში პოლიციაც მივიდა, რათა აივანი, სადაც შემთხვევა მოხდა დეტალურად დაეთვალიერებინათ თუმცა, იქ მათ საეჭვო ვერაფერი იპოვეს. მეზობლების თქმით, ისინი გოგონას უცნაურობებს დიდი ხანია მიეჩვივნენ და მისი მხრიდან, მსგავსი ფოკუსები უკვე აღარც კი უკვირთ. "მე ვიცი, რომ ზღვარზე ცხოვრება არ არის უსაფრთხო, მაგრამ იქიდან ხედი გაცილებით უფრო ლამაზია", - დაწერა ალექსა ტერაზასმა სოციალურ ქსლში.


0
174
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
174