x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
მას მერე იმ ეკლესიასთან ახლოსაც აღარ ჩამივლია - რატომ სცემა მამაომ 14 წლის გოგო

„რუსთავი 2“ - ის ჟურნალისტი, სესილი ბოკერია, ბავშვობის იმ წლებს იხსენებს, როდესაც აღდგომის ღამეს ეკლესიაში ის მღვდელმა სცემა.

image

ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს. „სადღაც 14 ის ვიქნებოდი, როცა მამაოს მხრიდან - ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი გავხდი.ამ ამბავზე ასე საჯაროდ არასდროს მისაუბრია. აღდგომის ღამე იყო, როგორც ხდება ხოლმე მეგობრებმა გადავწყვიტეთ ლიტონიობა ეკლესიის ეზოში გაგვეთენებინა. თორმეტს აკლდა წუთები სამრეკლოდა

ნ გამოსულმა მამაომ თვალი მომკრა მეგობართან რომ ვხუმრობდი, ჩემსკენ წამოვიდა და წინ დამიდგა, იმ დროს რა განვიცადე კარგად მახსოვს, იქ შეკრებილმა

მლოცველებმა წრე შემოგვარტყეს, მე სული შემეხუთა დაბნეულობისგან... უცბად სახეში მხვდება ხელი, მერე მეორედ, მესამედაც - ღმერთი ხომ სამობით არის ჰოდა გავქვავდი, ცრემლები მომადგა და ერთადერთი კითხვა რაც დავსვი ბავშვურად იყო : რატომ? ... ზიზღით შემომხედა და მითხრა "ქალმა კაცს ხელი არ უნდა კრას". მერე გაბრუნდა და სანამ ეკლესიის კარში შევიდა ხმამაღლა მლანძღა... ის ღამე ბოლო იყო, როცა ამ დღისთვის გავათენე. ბევრმა იცინა, ბევრი სიბრალულით მიყურებდა, შეპასუხება მოზრდილმაც ვერავინ შეძლო, კითხვაც არავის გასჩენია - რატომ სცემა მამაომ 14 წლის ბავშვი აღდგომის ღამეს... დღეს იმ ეკლესიაში შვიდგზის ზეთის ცხება 2 ლარი ღირს... მე მერე დიდი ხანი მედგა წვერიანი კაცი ღამით კოშმარებში თვალწინ - ახლა ღმერთი მხოლოდ ჩემთვის მწამს, ჩემ წილ სანთელს ყოველთვის ვანთებ და არ მჯერა ჩენნაირ ადამიანთან- ჩამოწერილი ცოდვების მონანიების... იმ ეკლესიაში მას მერე აღარმივსულვარ, ახლოსაც აღარ ჩამივლია...“ - წერს სესილი ბოკერია

0
110
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ვასაძე
ლაშა ვასაძე
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0