x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134639
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508834
რას ემსახურება ჰელოუინის დღესასწაული და უნდა აღვნიშნოთ თუ არა ის საქართველოში?

ჰელოუინი

წარმართული ჰელოუინის დღესასწაული ძველ კელტთა ყოფიდან იღებს სათავეს. კელტები 1 ნოემბრისთვის, სავსემთვარობისას, „ზაფხულის დასასრულს“ აღნიშნავდნენ. ბრიტანეთსა და ირლანდიაში ძველი წლის დასრულების ნიშნად კერაზე ცეცხლს აქრობდნენ. ანთებდნენ დიდ კოცონს და ახალი წელიც იმ წუთიდან იწყებოდა. კოცონიდან ყველა იღებდა მუგუზალს თავის ოჯახში ცეცხლის დასანთებად. ამასთან, კოცონის დანთებით კელტები ბოროტ სულებს აფრთხობდნენ, რომლებიც ცოცხლებს აშინებდნენ.
XIX ს-ში ირლანდიელმა იმიგრანტებმა ჰელოუინი ამერიკაში გაავრცელეს. უკვე მრავალი წელის, ყოველი წლის 31 ოქტომბერს ამერიკასა და ევროპაშიც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს წარმართული დღესასწაული გარდაცვლილთა სულების „დაშინებას“ და „განდევნას“ ისახავს მიზნად.
ჰელოუინი
ჰელოუინთან არის დაკავშირებული გოგრებში თვალებისა და პირების ამოჭრის ტრადიცია ე.წ ჯეკის ჩირაღდანი - ჰელოუინის მთავარი ატრიბუტი.
პირველ ნოემბერს ამერიკასა და ევროპაში უცნაურად ჩაცმული ბავშვები ქუჩებში დადიან, სახლის კარებზე აკაკუნებენ და ყველას, ვინც ტკბილეულით არ გაუმასპინძლდება, რაიმე ცუდის გაკეთებით ემუქრებიან.
ჰელოუინის ნეოწარმართული დღესასწაული შეუთავსებელია ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან, მიაჩნიათ სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანულ კონფესიებს. მათ შორის, მართლმადიდებლური ეკლესიაც კრძლავს ამ დღის აღნიშვნას. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში, საქართველოშიც აქტიურად გადმოიღეს ამ დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია, თუმცა ხშირად მნაწილეებმა არც იციან ამ დღის წარმოშობის ისტორია და დანიშნულება.
ასე, რომ დაფიქრდით, ღირს თუ არა მონაწილეობის მიღება ამ დღესასწაულში, როდესაც არ გვესმის მისი არსი.
0
137
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0