x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
რას ნიშნავს რითრითი? იხილეთ სიტყვები, რომლებსაც ყოველდღიურად არასწორად ვიყენებთ
რაც დრო გადის, ნებისმიერი ენა ივსება უცხო, შემოსული ტერმინებით - ბარბარიზმებით, რომლებიც დროთა განმავლობაში იმდენად იმკვიდრებენ ადგილს ჩვენ ცხოვრებაში, რომ მშობლიურ ტერმინებად გვეჩვენება და ისტორია მათი უცხო წარმომავლობის შესახებაც კი გვავიწყდება. image

რა არის ბარბარიზმი?

ბარბარიზმი - ამა თუ იმ ენის ბუნებისათვის შეუფერებელი გამონათქვამი ან სიტყვა, რომელიც შექმნილია სხვა ენის წესის მიხედვით. ბარბარიზმი ისეთი კალკია, რომელიც არღვევს მოცემული ენის სალიტერატურო ნორმას. ბარბარიზმად ითვლება აგრეთვე საჭიროების გარეშე გამოყენებული უცხო სიტყვა

ქართული ენა სავსეა ინგლისური და რუსული ენიდან შემოსული ბარბარიზმებით.image


გთავაზობთ ქარტულ ენაში გავრცელებული ბარბარიზმების მცირე ჩამონათვალს:

აპლიკაცია -განაცხადი, განცხადება

აპლიკანტი - კანდიდატი, განმცხადებელი

აუთლაინი - პროექტის მონახაზი

გერლფრენდი - შეყვარებული გოგონა

დააფდეითება - განახლება

დაედუთება - დარედაქტირება, გასწორება, ჩასწორება

დაკოპირება - ასლის გაკეთება

დასინვა - ნახვა პასუხის გაუცემლად

დაფორვარდება - გადაგზავნა

დაჩექინება - დარეგისტრირება

ედიტორი - რედაქტორი, უფროსი

ვორქშოპი - სამუშაო შეხვედრა

ივენთი - ღონისძიება, შეკრება, თავყრილობა

ინსპირაცია - შთაგონება

იუზერი - მომხმარებელი

კოაბიტაცია - თანაცხოვრება, თანაარსებობა

კოოპერაცია - თანამშრომლობა

კრეატიული - შემოქმედებითი, მახვილგონიერი

ლაივი - პირდაპირი ეთერი

ლოკაცია - ადგილი, ადგილმდებარეობა

პანელი - სპეციალისტების ჯგუფი

პერფორმანსი - სპექტაკლი, სანახაობა

რითრითი- გასვლითი შეხვედრა

სელებრითი - ცნიბილი, პოპულარული ადამიანი

სტაფი - თანამშრომლები, პერსონალი

2
425
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
425
  
2019, 24 ოქტომბერი, 11:28
გმადლობთ❤❤
2019, 24 ოქტომბერი, 9:47
მომწონს მშობლიური ენის სიწმინდეზე ზრუნვის თქვენი კურსი,ასე გააგრძელეთ,თორემ ენა საშინელ დღეშია.
0 1 2