x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
დავით ქაცარავა: ესეთი მეთოდებით დაიწყო ბრძოლა ხელისუფლებამ ანტისაოკუპაციო მოძრაობასთან
image



დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:


„დასრულდა დღევანდელი დღე.

ოკუპანტები ატოცში სამუშაოდ დღეს არ გამოჩენილან.


როდის გადაწყვეტენ გააგრძელონ ბორდერიზაცია, მხოლოდ მათ იციან.

ჩვენ აქედან არსად წავალთ. არ მოგცემთ საშუალებას კომფორტულად იმუშაოთ და აგვახიოთ ჩვენი მიწა-წყალი.

ხელისუფლება აგრძელებს შეზღუდვების დაწესებას.

6 საათია ჩვენი მეგობრები შაქშაქეთის პოსტზე გააჩერეს, რომლებსაც ჩვენთვის მოქონდათ კვება.

პირდაპირ უთხრეს - რადგან დათოსთან და ბიჭებთან მიგაქვს ეს პროდუქტი, ზუსტად მაგიტომ არ შეგიშვებთო. (ლია მგელაძე)

ესეთი მეთოდებით დაიწყო ბრძოლა ხელისუფლებამ ანტისაოკუპაციო მოძრაობასთან.

მანამდე კი ფილმ "ილუზია"ს საპროდუსერო ჯგუფმა ჩამოგვიტანა პროდუქტი და ისინიც არ შემოუშვეს იგივე მიზეზით.

მოკლედ, მიმდინარეობს ხელისუფლების აქტიური ლუსტრაცია.

ასე გააგრძელეთ ბატონებო.

არჩევნების დღეც მალე მოვა.

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს გვიჭერს და გვეხმარება!!!

ძალა ერთობაშია!

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“ - წერს დავით ქაცარავა.

1
173
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
173
  
2019, 21 ოქტომბერი, 10:05
,,აგვახიოთ ჩვენი მიწა-წყალი,, - ამ ფრაზამ ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, რომ ფეისბუქლაიქებისთვის უფრო მიდის ბრძოლა...(
0 1 1