x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რისი ეშინიათ პატარებს და რას გვიყვებიან ისინი

ზოგჯერ ალბათ გინახავთ როგორ აკვირდება კატა ერთ ადგილს და თვალს არ აშორებს, თითქოს რაღაც დაინახა, მაგრამ მას ჩვენთვის თქმა არ შეუძლია. სხვა ვითარებაა ბავშვებთან, მათ შეუძლია ნანახი მოგვყვნენ.

წარმოგიდგენთ სხვადასხვა ისტორია, რომლებიც პატარებმა მშობლებს გაუმხილეს.
image


  • ერთხელ შიშისგან კინაღამ ჩავისველე, როდესაც ბავშვის ხმა გავიგონე ღამით. შეშინებული მეძახდა: "დედააააა, იქ კარებთან ვიღაც ქალი დგას და მიყურებს"

  • ჩვენი პატარა 3 წლისაა, იყო პერიოდი როცა ჩვენს ოთახში არ ეძინა. ღამით ისტერიული ტირილით გვაღვიძებდა და ამბობდა, რომ სარკეში ძროხაა. გვეცინებოდა, ყურადღებას არ ვაქცევდით მანამ, სანამ ერთელაც ღამით ოთახში შესული ძაღლი სარკეში რაღაცას უყეფდა. ამის შემდეგ სარკე ნაკურთხი წლით დავასველეთ, თითქოს ის არსება გაქრა და არ გამოჩენილა.

  • ჩემი შვილი 2 წლის ასაკში ჭაღისკენ იყურებოდა და ამბობდა: იქ ბიჭია და ტირისო. ის პერიოდულად უყურებდა ჭაღს, ერთელაც გვკითხა: რამდენხანს უნდა იტიროს კიდევო. რამოდენიმე დღის შემდეგ იგივე განმეორდა.

  • ჩემი შვილი 7 წლის ასაკში ამბობდა, რომ მეგობარი ყავს, რომელიც მასთან დადის. მან თქვა, რომ მისი მეგობარი მშობლებთან ერთდ მოკლეს. ის ამბობდა, რომ სულად დარჩა და ეძებდა მეგობარს დიდი ხანია. შვილმა თქვა რომ მათ საერთო ნიშანი ქონდათ, რომ უსაფრთხოდ ეურთიერთად, ამბობდა, რომ "განდი" მის დაძახებაზე სტუმროდა.

  • სამ წლამდე შვილი მიყვებოდა, რომ მშობლებს თვითონ ირჩევდა. მისი თქმით ერთი ბიძია მას სხვადასხვა ვარიანტს აჩვენებდა და მან აგვირჩია.
  • ძველ სახლში ჩემი გოგო სულ ამბობდა, რომ ვიღაც მოხუცი ქალი ჩვენს სააბაზანოში ბანაობდა.

  • ჩემი გოგო, როცა დასაძინებლად მივდივართ, ჭერს უყურებს და იცინის. როცა ვკითხე ვინ არის იქ? მიპასუხა: ბავშვები.

  • ჩემი გოგო 3-4 წლის ასაკში ოთახში ხედავდა მრგვალ, შავ ფიგურასკედელზე. ძალიან ეშინოდა მისი .

  • მე თურმე 2-3 წლის ასაკში, ღამით სახლშიადამიანებს ვხედავდი. მათთან ვსაუბრობდი კიდეც. არ მეშინოდა, ჩვეულებრივი ადამიანბი იყვნენ.
  • მე ჩემი შვილი ხშირად მეუბნება: "წამოდი, ჩვენთან ერთად ითამაშე". ის სახლში ეღთადერთი ბავშვია

  • მე ბავშვობაში დედას ვუყვებიდი, რომ ჩემთან ვიღაც მოდიოდა და მასწავლიდა, ცუდ ადამიანებს როგორ უნდა მოვექცე.

თქვენ რისი გეშინოდათ ბავშვობაში? თქვენი შვილები ყვებიან მსგავს ისტორიებს?

0
85
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0