უცხოური პრესა აღმოჩნდა, რომ სერგეი ლავროვს რცხვენია იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა 2019, 20 ოქტომბერი, 17:01
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა «Россия 1» ტელეარხის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ქვეყნის ისტორიაში იყო პერიოდები, რის გამოც სირცხვილის გრძნობას განიცდის, იუწყება სააგენტო ТАСС-ი.
ლავროვმა აღნიშნა, რომ ყოველ პატიოსან ადამიანს უხდება ისეთ სიტუაციაში მოხვედრა, როდესაც საშინელად განიცდი, რაც ქვეყანაში ხდება. "ეს არის ძალზე ინდივიდუალური და პირადი"-დასძინა ლავროვმა. შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ იყო ასეთი რამდენიმე შემთხვევა და ყველა ეს საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდს შეეხება. "არ მინდა დღეს ვიღაცეების შეფასება, მაგრამ ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ მთელი რიგი ცნობილი ადამიანები, როგორ იქცეოდნენ იმ სიტუაციაში" რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, თუ ვინ უნდა დაიკავოს მისი პოსტი. ლავროვმა მისცა რჩევები, ვინც საგარეო საქმეთა მინისტრი გახდება. " უნდა ეცადოს, რომ გულწრფელად შეასრულონ საკუთარი სამუშაო". ლავროვმა ისიც დაძინა, რომ " ყოველგვარი ყალბი მოკრძალების გარეშე, მას არასოდეს მოუთხოვია რაიმე თანამდებობა." 713 3-ს მოსწონს
|