x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ბერია სტალინის შემდეგ - როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო საბჭოთა კავშირის ბედი?
image
1951 წლის 1 მარტს, ხალხთა ლიდერი გარდაიცვალა, ქვეყანა გლოვობდა, წამყვანმა ელიტამ კი დაიწყო ფიქრი ზესახელმწიფოს ახალი მმართველის შესახებ. იმ პერიოდში ოთხი კანდიდატი იყო: ლავრენტი ბერია, გიორგი მალენკოვი, ნიკოლაი ბულგანინი და ნიკიტა ხრუშჩოვი.


თავდაპირველად, გადაწყდა, რომ განაწილებულიყო მართვის ფუნქციები ბერიასა და მალენკოვს შორის. მალენკოვი გახდა მთავარი მინისტრთა საბჭოში, ხოლო ბერია შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. სინამდვილეში, ამ დროს ლავრენტი ბერია ფლობდა მთელ ძალაუფლებას.


image


ბერიას უამრავი იდეები ქონდა. მან გამოაცხადა ზოგადი ამნისტია პოლიტიკური დამნაშავეებისთვის, ის ოცნებობდა საბჭოთა კავშირში ჰიბრიდული სისტემის შექმნაზე, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში. მას სურდა შეერთებულ შტატებთანაც დაემყარებინა კონტაქტები. ბერიას თქმით, საკავშირო რესპუბლიკების უფლებები ისე უნდა გაფართოვებულიყო, როგორც ამერიკის შტატებში. კოლექტიური მეურნეობები, ახალი მინისტრის აზრით, მხოლოდ აფერხებდა განვითარების პროცესს და უნდა გაუქმებულიყო. ამბიციური იდეები და გეგმები ქონდა ბერიას.



image


მინისტრთა საბჭოს არ მოსწონდა ბერიას იდეები და ბრალი დასდეს დასავლეთის დახმარებაში. ასეთი იდეები არ იყო მნიშვნელოვანი ცივი ომის დროს და შესაბამისად, მათ ვერ მიიღეს მხარდაჭერა.

ძნელი სათქმელია, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო სსრკ-ს ბედი, თუ ბერია დარჩებოდა ხელისუფლებაში. ზოგი ისორიკოსი თვლის, რომ შესაძლებელი იქნებოდა იმ ნათელი მომავლის" აშენება, რომლის შესახებაც ყველა ოცნებობდა. შესაძლოა, ქვეყნის ძალაუფლება გაზრდილიყო, მაგრამ საპირისპიროც შეიძლებოდა მომხდარიყო. ან ერთი გზით ან სხვა გზით, მაგრამ უმეტესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ პლანეტის ბედი შეიძლება სრულიად განსხვავებული ყოფილიყო, თუ ბერია მოვიდოდა ხელისუფლებაში.


image


ლავრენტი ბერია, უდავოდ იყო ჩვენი ქვეყნის ახალი, ალტერნატიული ლიდერი, რომელსაც რაღაცის მიღწევა შეეძლო. შესაძლოა, მისი იდეები ზედმეტად ამბიციური იყო და არ შეესაბამებოდა რეალობას, შესაძლოა, პარტიის წევრებს არ ესმოდათ მისი, ან იქნებ მათ უბრალოდ მისი ცეცხლოვანი რეფორმისტული იმპულსის ჩაქრობა უნდოდათ. ნებისმიერ შემთხვევაში, სსრკ-ს ისტორიამ დაკარგა ლავრენტი პავლოვიჩ ბერიას სახელი მისი ლიდერების სიაში.

1
994
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
994
  
2019, 19 ოქტომბერი, 23:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1