x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134416
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
ზრდასრულთა განათლება -ანუ როდემდე შეგვიძლია სწავლა?!

image


ყოველთვის ვიცოდი, სკოლის დამთავრდების შემდეგ, უნივერსიტეტში უნდა გამეგრძელებინა სწავლა. ჩემს ცნობიერებაში ეს იყო ბოლო ნაბიჯი, რომელიც განათლების მიმართულებით უნდა გადამედგა. როგორც ყველას, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, თეორიული, დამღლელი, რუტინული სწავლება უნდა შემეწყვიტა და მიმეღო მხოლოდ პრაქტიკული ცოდნა. ჩემი აზრით სტერეოტიპის მსხვერპლი ვიყავი, რომელიც მეცხრამეტე - მეოცე საუკუნის მძიმე სოციალურ/ეკონომიკური მდგომარეობიდან იყო გამომდინარე. როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე, მივხვდი, რომ ის ცოდნა რომელიც დღევანდელმა განათლების სისტემამ მომცა, არ იყო საკმარისი კონკურენტუნარიან გარემოში ისეთი სამსახურის მოსაძებნად, რომელიც უზრუნველჰყოფდა ჩემს კარიერულ წინსვლასა და განვითარებას.ამიტომ გადავწყვიტე ალტერნატიული განათლების გზების მოძიება.

წინა საუკუნეებისგან განსხვავებით, XXI -ე საუკუნე, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობით გამოირჩევა. ჩვენს საუკუნეში, არაფორმლურ განათლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

რა არის არაფორმალური განათლება?


  • UNESCO–ს განმარტებით ზრდასრულთა არაფორმალური განათლება წარმოადგენს განათლების ორგანიზებულ ფორმას, რომელიც ღიაა ნებისმიერი ასაკის სწავლის მსურველისათვის. ის არ არის სავალდებულო, შეიძლება ხორციელდებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების ფარგლებში ან მის მიღმა და არ ისახავს მიზნად ოფიციალური სერთიფიკატის მიღებას.


ანუ, შენ შეიძლება იყო 50 წლის უმუშევარი, პროფესიით ინჟინერი, არაფორმალური განათლების მიღების შემდეგ ჩამოყალიბდე მაგალითად ერთ-ერთ საუკეთესო, წარმატებულ ბუღალტრად.

ზრდასრულთა განათლება, ყველა ზრდასრულ ადამიანს აძლევს მეორე შანსს თავიდან დაიწყოს ყველაფერი. ან/და პროფესიულად განვითარდეს სხვადასხვა მეთოდური სწავლების საშუალებით( ტრენინგები, ფორუმები, კონფერენციები... ა.შ) და შეძლოს ახალი პროფესიის შეძენა. სწავლება არის ხანმოკლე სრულიად მორგებული ზრდასრულ ადამიანზე და ეფექტური .

ზრდასრულთა განათლება სახელმწიფოს ეხმარება ისეთი პრობლემების მოგვარებაში, როგორიცაა უმუშევრობასთან ბრძოლა, სიღარიბის დაძლევა, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, სახელმწიფოს ეკონომიკური მდგრადობა და ა.შ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სულ უფრო აქტუალური ხდება არაფორმალური განათლება. მათ შორის საქართველოში.ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის დონე საკმაოდ მაღალია მეტად უნდა იყოს ხელმისაწვდომი არაფორმალური განათლება. მართალია, გასულ წლებთან შედარებით, სახელმწიფო მეტ ინვესტიციას დებს პროფესიული მიმართულების განვითარებაში, მაგრამ ეს რათქმაუნდა არ არის საკმარისი.

“ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის” ინფორმაციით, 2006_2018 წლის მონაცემების მიხედვით, ზრდასრულთა არაფორმალური განათლება მიღებული აქვს საქართველოს 110 000 მოქალაქეზე მეტს ( მათ შორის ქალი -70 000, ხოლო კაცი 40 000)

ქვეყანაში გახსნილია ზრდასრულთა განათლების 12 ცენტრი მათ შორის 8 რეგიონული. ასევე, “ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელს” დაწყებული აქვს მუშაობა კანონზე “ ზრდასრულთა განათლების შესახებ”, რომელიც, საკანონმდებლო დონეზე აღიარებს ზრდასრულთა განათლებას მთელი საგანმანათლებლო სივრცის ნაწილად. ასევე იგეგმება, მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო მეტი ცენტრის დამატება.



0
63
შეფასება არ არის
ავტორი:სალო-მე
სალო-მე
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0