x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508244
არიზონას შტატში მეტეორის აფეთქებამ ღამე დღესავით გაანათა (ვიდეო)

image



ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ მოგვაწოდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ გამოიწვია დედამიწის ატმოსფეროში შემოჭრილმა მეტეორმა აფეთქება. ცეცხლის ბურთმა, რომელიც მოძრაობდა სიჩქარით 20 0000 კილომეტრი საათში, ღამის ცა დღესავით გაანათა არიზონაში (აშშ).


კოსმოსური ობიექტი აღმოჩნდა, ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი მეტეორიული ნაკადის Ursae Majorid- ის ნაწილი, რომელიც ცალკე, დამოუკიდებლ მეტეირად დასახელდა ოქტომბრისა და ტაურიდის რეგიონების მეტეორიტებისაგან 2007 წელს. ნასას წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენებში შესვლის დროს მცირე ობიექტი გასაოცარი სისწრაფით დაფრინავდა წამში 57.2 კილომეტრ სიჩქარით (205 920 კმ / სთ).


ნასამ დაათვალიერა მეტეორი და გაირკვა, რომ ის დიდი დათვის თანავარსკვლავედიდან მოფრინავდა.



მეტეორები ატმოსფეროში შესვლისას იწვევენ დიდ აფეთქებას, რადგან ამ მომენტში კოსმოსური ობიექტი ძლიერ წინააღმდეგობას აწყდება, იშლება და ფეთქდება. აი, რას იტყობინება საერთაშორისო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია ამ თემაზე:


”ცეცხლოვანი ბურთები, ეს მეტეორებია, რომლებიც სიჩქარის გამო უფრო კაშკაშად გამოიყურება, ვიდრე სინამდვილეშია. სიჩქარის გამო, რომლითაც ისინი დედამიწის ატმოსფეროში ხვდებიან, ფეთქდებიან და 1 მილიმეტრზე ნაკლები დიამეტრის ნამსხვრევებს შეუძლიათ გამოიწვიონ კაშკაშა ნათება, რაც ხშირად შიშს იწვევს მათ შორის, ვინც ხედავს მათ. ”

იმისდა მიუხედავად, რომ ეს მეტეორი აშკარად პატარა იყო, ფაქტი გვახსენებს ასტეროიდებზე დაკვირვების აუცილებლობას მათი შესაძლო დაჯახების გამო.


1
364
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
364
  
2019, 19 ოქტომბერი, 23:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1