x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გული მაქვს გახეთქვაზე. 7 წლის გოგოს აცვია პენუარი, უჩანს საცვალი და ცეკვავს დაახლოებით ისე, როგორც სტრიპტიზ ბარში ცეკვავენ
image


უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება:


„გული მაქვს გახეთქვაზე. 7 წლის გოგოს აცვია პენუარი, უჩანს საცვალი და ცეკვავს დაახლოებით ისე, როგორც სტრიპტიზ ბარში ცეკვავენ; ანუ არის ჰიპერსექსუალიზირებული, დასწავლილი მოძრაობებით, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიმართულია სექსუალური ლტოლვის აღძვრაზე. ამ ვიდეოებს აქვს ათასობით ნახვა, ზოგი ბოროტად იყენებს და ზოგი რატომღაც ვერ ხვდება, რომ ბავშვი არ შეიძლება წარმოვაჩინოთ სექსუალურ ობიექტად.


განათლების სამინისტროს საღათას ძილით სძინავს საპატრიარქოს და ვასაძისებრთა შიშით, სქესობრივი უმეცრება და პედოფილია კი ყვავის ქვეყანაში.



ბოლო 6 თვეში 28 პირს შეეფარდა პატიმრობა არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე.


შსს-ს უკვე მივმართე და გარკვეული ნაბიჯები უკვე დაგეგმილი აქვთ.


შეიბრალეთ თქვენი ქალიშვილები, ნუ წაართმევთ ბავშვობას, ქალობას ისედაც მოესწრება, ნუ აქცევთ პატარა გოგონებს პედოფილების სამიზნედ. ბავშვის სექს-ობიექტად გადაქცევა არის საზიანო და ძალიან საშიში პრაქტიკა.

#გოგონებისთვის“ - წერს ბაია პატარაია.

1
622
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
622
  
2019, 17 ოქტომბერი, 23:15
გსურთ იპოვოთ ქალი ერთი ღამით? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება --- www.Bredhot.Com
0 1 1