x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მოუსმინეთ როგორ ხმაურობს მარსი: ნასამ სეისმომეტრის ჩანაწერები გამოაქვეყნა (ვიდეო)
image



ნასას მისიის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს სეისმომეტრ SEIS-ის მონაცემები, რომელიც შეგროვებულია 6 თვის განმავლობაში.


ინსტრუმენტმა ჩაიწერა 100-ზე მეტი მოვლენა, მაგრამ მათგან მხოლოდ 21 გამოკვეთეს მეცნიერებმა, როგორც ნამდვილი სეისმური მოვლენები მარსზე. დანარჩენი შეიძლება იყოს უფრო სუსტი ბიძგები, მაგრამ მათი ბუნება ჯერ უნდა იქნას შესწავლილი.


ყველაზე განსაცვიფრებელს ნიმუშებიდან, მეცნიერები თვლიან მიწისძვრას, რომელიც დაფიქსირდა 22 მაისს 3.7 მაგნიტუსი სიმძლავრის და 25 ივლისს 3.3 მაგნიტური სიმძლავრის.



პირველი მიწისძვრა SEIS-ის სეისმომეტრმა დააფისქირა აპრილში.

ამასთან, ექსპერტების აზრით, SEIS-ის ზედაპირზე მზისგან მომდინარე ნაწილაკების ხმაური, ასევე რობოტული აპარატის და ქარის ხმაური ხელს უშლის მონაცემების ანალიზს.


თუმცა, მოპოვებული ჩანაწერები საშუალებას იძლევა მოვისმინოთ მიწისძვრის ხმა. მეცნიერებმა გააძლიერეს და დააჩქარეს ბიძგების ამპლიტუდა, რათა კარგად მოსმენადი ყოფილიყო.


InSight- ის მისიამ სეისმომეტრის მოწყობილობით სტარტი წითელ პლანეტაზე 2018 წლის მაისში აიღო. წითელ პლანეტაზე დაშვება კი მოხდა 26 ნოემბერს.


0
170
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0