x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ ამოვიცნოთ მეორე ნახევარი?-ზოდიაქოს ნიშნების შეწყობის ცხრილი
image

ცხოვრების მეგზურის პოვნა ნამდვილად არაა ადვილი ამოცანა. ვიღაც ინტუიციას ენდობა, ვიღაც კი დასახმარებლად ვარსკვლავებს მიმართავს. ბევრს სჯერა, რომ ჩვენი ზოდიაქოს ნიშანი ჩვენს ხასიათსაც განსაზღვრავს და იმის გარკვევაცაა შესაძლებელი, რამდენად შეგვეწყობა ადამიანი ამა თუ იმ ნიშნით.

იმის გასარკვევად, შეგეფერებათ თუ არა ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი, ეს მარტივი ცხრილი დაგეხმარებათ. უბრალოდ, მოძებნეთ თქვენი და თქვენი პარტნიორის ზოდიაქოს ნიშნების გადაკვეთაზე არსებული ციფრი და ქვემოთ მისი განმარტება წაიკითხეთ.

image


1. ერთად ყოფნა ძალიან საეჭვოა

მყარი კავშირის შენარჩუნება რთულია, რადგან ეს ნიშნები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ცხოვრებას სხვაგვარად უყურებენ და თანაცხოვრება არ გამოსდით. ხშირად ხდება, რომ ერთი პარტნიორი უფრო აქტიურია და მეორეს იმორჩილებს, ან კიდევ-ერთი ძალიან ჩაკეტილია, მეორე კი მასთან უზომოდ იწყენს.

უნდა ითქვას, რომ ეს ნიშნები ძალიან იზიდავენ ერთმანეთს, მაგრამ დიდი ხნით ერთად ყოფნა არ შეუძლიათ.შეიძლება ურთიერთობა შეინარჩუნონ, მაგრამ მაშინ ერთმა აუცილებლად უნდა შეიცვალოს ხასიათი და ცხოვრების წესი.image

2.წარუმატებელი დამთხვევა, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია

ასეთ ურთიერთობაში გართულებებს ვერ გაექცევით.წყვილს გამუდმებული კონფლიქტი ექნება, რადგან ძალიან განსხვავდებიან და საერთო ენის პოვნას ვერ ახერხებენ. თუმცა, კომპრომისის გამონახვა მაინც შესაძლებელია. იოლი არ იქნება, მაგრამ მაინც უნდა დაელაპარაკოთ ერთმანეთს და საერთო აზრამდე მიხვიდეთ. მაგრამ მანამდე ჰკითხეთ საკუთარ თავს, მზად ხართ ამ ადამიანისთვის რამე დათმოთ?

image

3.მყარი კავშირი, თუ მოინდომებთ

ასეთ შემთხვევაში წყვილებს შორის კავშირი სხვებისთვის სამაგალითოა, მაგრამ ამის მისაღწევად დიდი ძალისხმევაა დახარჯული. ასეთ ურთიერთობაში მთავარია პარტნიორს გაუგოთ, იგრძნოთ მისი მოთხოვნები და შეისწავლოთ მისი ხასიათი. ასეთი კავშირებისთვის ეგოიზმი დამღუპველია.ყოველთვის მოუსმინეთ ერთმანეთს და თქვენი ძალისხმევა თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

image

4.მაღალი შეთავსება

მშვენიერი კავშირია, თანხვედრა თითქმის ყველაფერში, მყარი კავშირი და ყოველთვის მხურვალე გრძნობები. ზოგჯერ უთანხმოებაც ხდება, მაგრამ ეს ხელს არ უშლის წყვილს თანაცხოვრებაში. თუ წყვილი შეძლებს და ყველა დაბრკოლებას გადალახავს, მყარ ოჯახს შექმნიან.

image

5.ყველაზე უკეთესი შეთავსება

ეს ის შემთხვევაა, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ იდეალურ წყვილთან გვაქვს საქმე. ურთიერთობაში გაგება, თანხმობა და გულწრფელობა სუფევს. სწორედ ასეთი წყვილები ქმნიან ჰარმონიულ, შეწყობილ და ბედნიერ ოჯახებს, რადგან მშვენივრად ესმით, რომ საერთო ბედნიერებისთვის ბალანსის დაცვაა საჭირო და ამისკენ ისწრაფვიან.

ასეთ კავშირს კარმულიც შეიძლება ვუწოდოთ.ეს ადამიანები ერთი მთლიანის იდეალურ ნახევრებს წარმოადგენენ. მათი კავშირი და ოჯახი საიმედოა და სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.

image



0
181
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0