x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
„ჩემი საყვარელი მეგობარი ისე გაგიჟდა, გადაწყვიტა ჩვენს გარეშე გაუდგეს გზას“... - ნანუკა ჟორჟოლიანი

image


ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში პროდიუსერ მაია სტეფნაძის ახალი გადაცემის დაწყებას ულოცავს და მის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:


"ჩემი საყვარელი მეგობარი, ყველა გიჟის და გადარეული წამყვანის პროდიუსერი იყო და ბოლოს ისე გაგიჟდა, გადაწყვიტა ჩვენს გარეშე გაუდგეს გზას მაია სტეფნაძე გისურვებ ისეთივე წარმატებას, რაც გქონდა პროდიუსინგში. უყურეთ მზე გოგოს ტვ პირველის ეთერში" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.


ცნობისთვის, პროდიუსერ მაია სტეფნაძეს ახალი საავტორო გადაცემა სახელწოდებით "სარკეში" ტვ პირველზე მიჰყავს. მანამდე ის ხუთი წლის განმავლობაში ტელეკომპანია იმედზე გია ჯაჯანიძის საავტორო გადაცემა „სხვა რაკურსის“ პროდიუსერი იყო, უფრო ადრე კი ნანუკას შოუს პროდიუსერი.

0
235
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0