x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
ეს მომხიბვლელი გოგონა დარწმუნებულია, რომ ყველა მოდელს მისი მსგავსი პროპორციები უნდა ჰქონდეს

image


სილამაზე საკმაოდ ფარდობითი ცნებაა, რაც ლამაზია ერთისთვის, მეორისთვის შესაძლოა არაფრით გამორჩეული იყოს, აი, მაგალითად ზოგიერთი ადამიანისთვის - "ლამაზად" მხოლოდ მოდელის გარეგნობის გოგონები ითვლება, ზოგისთვის კი, პირიქით, სილამაზის ეტალონად, შუა საუკუნებში არსებული მოსაზრების თანახმად, კვლავინდებურად სავსე ფორმების მქონე, ფუმფულა მანდილოსნები რჩებიან.


image


გაიცანით, ეს ავსტრალიელი მოდელი სტეფანია ფერარიოა, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად ითვლება. 1, 79 სმ სიმაღლის სტეფანიას თითქმის იდეალური პროპორციები აქვს: მკერდი - 98 სმ, წელი - 69 სმ, თეძო - 99 სმ.


image


სტეფანია ავსტრალიაში ერთ- ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი მოდელია, რომლის პოპულარობაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ დღითიდღე სულ უფრო იზრდება. გოგონა თვლის, რომ მისი კოლეგა მოდელები მეტისმეტად გამხდრები არ უნდა იყვნენ, რადგან ეს ახალგაზრდებზე ნეგატიურად აისახება.


image


მოდელი დარწმუნებულია, რომ ჯანმრთელი სხეული ბევრად უფრო მიმზიდველად და მადისაღმძვრელად გამოიყურება, ვიდრე ავადმყოფურად გამხდარი მხრები და მკლავები. ალბათ დამეთანხმებით, რომ სტეფანია, მართლაც რომ იდეალურად გამოიყურება, ვერაფერს იტყვი.


imageimageimageimageimage




0
197
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
197