x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია ფოთში კუნძულის უბნის სანაპიროზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ფოთში კუნძულის უბნის სანაპიროზე რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო, რომლის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ქალაქ ფოთის მერის პირველ მოადგილე კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო.
პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, 2 000 მეტრიანი სანაპირო ზოლზე შიდა კომუნიკაციების მოწყობას, ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაციას, განათების სისტემის მონტაჟს ითვალისწინებს.
პროექტი არაერთხელ იქნა ქალაქის საზოგადოების წინაშე საჯაროდ განხილული. მისი მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, საფეხმავლო და საავტომობილო გზის, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, სპორტული მოედნის, ვეტერანთა სახლისა და საბავშვო მოედნის მოწყობას, კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს.
კუნძულის სანაპირო ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია რეგიონალური განვითარების ფონდიდან 1 მილიონ 122 ათასი ლარით ფინანსდება

image

2
64
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგიმეფარიძე123
გიორგიმეფარიძე123
64
  
2019, 16 ოქტომბერი, 12:24
ჩემი სოფლის მიმდებარე სოფელში ცხოვრობს ბატონი ლუდუკი, ისეთი ადამიანია მთელ სოფელს უყვარს.
სოფელ ნარაზენში ცხოვრობს.
2019, 15 ოქტომბერი, 22:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2