x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
20 ივნისის აქციის დარბევისას, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს
image


გავრილოვის სისხლიანი ღამე ახალ მაშტაბებს იძენს. 20 ივნისს აქციის დარბევისას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. ამის შესახებ აქციაზე დაშავებული ცოტნე ცოტნიაშვილის სამედიცინო დასკვნაში წერია, რომლის თანახმადაც მას კლინიკაში შეყვანისას ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა. სკანდალური დოკუმენტი „მთავარმა არხმა“ მოიპოვა.


ცოტნიაშვილის დასკვნაში სიტყვა-სიტყვით წერია: „ცაცხლნასროლი ჭრილობები მარჯვენა წვივის არეში, დიდი წვივის უკანა არტერიის კუნთის ტოტის, კანჭის ნერვის და კუნთების დაზიანებით. წვივის რბილ ქსოვილებში ჩარჩენილი უცხო სხეულები.“


ფოტო: მთავარი არხი



რენტგენის ფოტოებზე ნათლად ჩანს იმ უცხო სხეულის ნაწილები, რომლებიც დაშავებულის სხეულიდან ამოიღეს. გარდა რეზინის ტყვიებისა, ცოტნიაშვილის სხეულიდან რკინის ნაწილაკებიც ამოიღეს. ეს უკანასკნელი კი სამედიცინო დასკვნიდან მარტივად დგინდება.


ფოტო: მთავარი არხი


აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას უარყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე. მას „მთავარი არხი“ ესაუბრა. ჩუბინიძე აქციის დარბევისას პარლამენტის წინ პოლიციის კორდონში იმყოფებოდა და ფიგურირებს იმ კადრებშიც, სადაც ცოტნიაშვილის დაჭრაა ასახული. ვიდეომასალაში კიდევ ერთი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მაღალჩინოსანია ასახული. ცოტნიაშვილის ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი სწორედ ამ პირებთან კონტაქტისას დაიჭრა.


იარაღის გამოყენებას უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროც. შსს-ში ამბობენ, რომ აღნიშნული დასკვნა არ დევს სისხლის სამართლის საქმეში და იგი არც დასკვნის მხარეს წარმოუდგენია, შესაბამისად მათთვის უცნობია თუ რა დასკვნაზეა საუბარი.


20 ივნისს დაშავებულ ცოტნე ცოტნიაშვილს ამ დრომდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. ამის ნაცვლად კი იგი კვლავ პატიმრობაში იმყოფება.

0
91
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0