ქალი როგორ ეხმარება წითელი სამყურა მენოპაუზის დროს ორგანიზმს? 2019, 11 ოქტომბერი, 15:32 წითელი სამყურა შეიცავს 125-ზე მეტ ნივთიერებას, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ფლავანოიდები, იზოფლავონები, კუმარინები, სიტოსტეროლი, ესენციური ცხიმები და სხვა. იზოფლავონებს აქვთ ესტროგენის მსგავსი მოქმედება. დამატებით, ეს მცენარე შეიცავს ისეთ ვიტამინებსა და მინერალებს, როგორიცაა კალციუმი, ქრომი, ნიაცინი, ფოსფორი, კალიუმი, თიამინი, მაგნიუმი და ვიტამინი C. წითელი სამყურა ცნობილია როგორც მენოპაუზური სიმპტომების სამკურნალო მცენარეული საშუალება. ყველაზე ხშირად მას იყენებენ ღამის ოფლიანობისა და უეცარი ცხელების დროს. ფლავანოიდები ესტროგენის (ქალის ჰორმონი) მსგავსი ნივთიერებებია, რომლებსაც ფიტოესტროგენებს (მცენარეულ ჰორმონებს) უწოდებენ და ისინი ინარჩუნებენ ამ ჰორმონის შესაბამის რაოდენობას ორგანიზმში მენოპაუზის დროს. წითელი სამყურას ექსტრაქტი დადებითად მოქმედებს სისხლის მაღალი წნევის შემთხვევაშიც. თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს: რა იწვევს პარკინსონის დაავადებას? რატომაა სასარგებლო რძე და რძის პროდუქტები კაცების ღალატის ძირითადი მიზეზები ყურადღება!!! სტენოკარდიის პირველი ნიშნები 131 1-ს მოსწონს
|