x
გაძვირებული ტაქსები. რას გვპირდებოდა კახი კალაძე ერთი წლის წინ


image
თბილისში, ახალი რეგულაციების შედეგად გაიშვიათებული და გაძვირებული ტაქსი კვლავ დღის თემად რჩება. თუ სამსახურში გაგვიანდებათ და ტაქსით მგზავრობა გადაწყვიტეთ, ეს არც ისე მარტივია, რადგან, ძალიან რთულია თავისუფალი ტაქსის პოვნა, პოვნის შემთხვევაში კი გაორმაგებული ფასის გადახდა გვიწევს.


თუმცა, სხვაგვარად ფიქრობს თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა რომ ტაქსით მგზავრობის ფასი განსაკუთრებულად პირველ დაღეებში იყო პრობლემა, თუმცა ეს თემა რეგულირდება და პრობლემა აუცილებლად მოგვარდება.

-არავის ექნება იმის შესაძლებლობა რომ რეფორმისა და ხალხის ხარჯზე გაზარდოს ფასები. აუცილებლად, ეს ყველაფერი იქნება დარეგულირებული და თვითონ ბაზარიც დაარეგულირებს - აცხადებს კალაძე.

აღსანიშნავია ისიც რომ თბილისის მერმა, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, სანამ რეგულაციებს შემოიღებდა, ივარაუდა ტაქსის გაძვირება და აღნიშნა რომ "თბილისში, ტაქსით მგზავრობა იაფია და რეგულაციების შემოღების შედეგად, გაძვირდებოდა."

0
140
1-ს მოსწონს
ავტორი:ინა გელიშ
ინა გელიშ
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0