x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134587
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508706
"ჰუმანური მიდგომა ჩვენი მთავარი მონაპოვარია" - ირაკლი სესიაშვილი

image
"მიზანიმართული, ბოროტი იდეოლოგიითა და პოლიტიკიდან გადმოვედით სივრცეში, სადაც მთავარი ორიენტირი არის ადამიანი, ჰუმანური მიდგომა არის მთავარი მონაპოვარი". ირაკლი სესიაშვილმა ეს განცხადება ტეკეკომპანია იმედის გადაცემაში "პირისპირ" გააკეთა.

წამყვანის შეკითხვაზე, თუ რა არის ამ 7 წლის განმავლობაში მთავარი ხელშესახები და მონაპოვარი, რის გამოც ხალხმა 2011 წელს მხარი დაუჭირა დღევანდელ მთავრობას, ირაკლი სესიაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა:

-აქ არ იყო საუბარი იმაზე, რომ ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გაიმარჯვა. აქ ჩვენ სხვა გამარჯვებას მივაღწიეთ. სოციალურ თემატიკას რაც შეეხება, წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი. სააკაშვილის მმართველობის დროს, სოციალური საკითხი არ არსებობდა.მთავარი პრობლემა მაშინ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა იყო. გადარჩენილიყავი წამებას, ზეწოლას, განადგურებას, ქონების წართმევას. სხვა საკითხს ჩვენს ოფიციალურ შეხვედრებზეც არ განვიხილავდით. დღეს კი ჩვენ, არა მხოლოდ ზოგადად სოციალურ, არამედ, კონკრეტულ სოციალურ თემებზე ვსაუბრობთ.

1
23
შეფასება არ არის
ავტორი:ინა გელიშ
ინა გელიშ
23
  
2019, 3 ოქტომბერი, 0:31
ვაი შენს პატრონს
0 1 1