მოვლენები გიორგი მასხულია ყველაზე განსხვავებული კონკურსით, გოლდენ დედას და ბებიას გამოავლენს 2019, 23 სექტემბერი, 14:19 თავისუფალ თეატრში 13 ოქტომბერს დედების და ბებიების სილამაზის კონკურსი გაიმართება, პროექტის ორგანიზატორი და დირექტორი გიორგი მასხულიაა. ღონისძიების თანაორგანიზატორი ნინო სოხურაშვილის ფონდია. აღნიშნული კონკურსი ლეიკემიით დაავადებული და ქუჩაში მცხოვრები ბავშვების გახარებას და დახმარებას ემსახურება, ეს კონკურსი გამორჩეული იქნება ყველა კონკურსებისგან, რადგან ჟიურში ცნობილი ადამიანების დედები ისხდებიან. სპეციალურად კონკურსისთვის ლიტვიდან ზაზა მეზვრიშვილის ორგანიზებით ჩამოდის 34 კაციანი დელეგაცია. კონკურსე ცნობილი სახეები თქვენთვის საყვარელ სიმღერებს შეასრულებენ. 98 შეფასება არ არის
|