x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დიდი ბრიტანეთის ყველაზე პატარა ტრანსგენდერი გოგონა, რომელმაც 3 წლის ასაკში ,,იპოვა" საკუთარი თავი
image

Luna Schofield-ი ბიოლოგიურად ბიჭია, თუმცა მან 3 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ სურდა გოგოდ ტრანსფორმაცია, რასაც დედამ დაუფიქრებლად დაუჭირა მხარი.

image

image


ბიჭუნამ, რომელსაც ოჯახი ლივერპულის ფორმაში გამოწყობილს ატარებდა, მოულოდნელად კაბების ჩაცმა გადაწყვიტა. უარი თქვა ისეთ გასართობებსა და თამაშებზე, რომლებითაც ტრადიციულად ბიჭები კავდებიან და თოჯინებით თამაში არჩია.

image

image

დაბნეულმა დედამ, რომელმაც ტრანგენდერის მნიშვნელობა წესიერად არცკი იცოდა, შვილთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა ყველაფერი მის მასწავლებელთან გაერკვია. მასწავლებელმაც დაადასტურა, რომ ლუნა მუდმივად ცდილობდა, თამაშის დროს დედის ან დის როლი მოერგო.

image

აღნიშნულის შემდეგ მშობელმა სოციალური ქსელების დახმარებით დაიწყო ინფორმაციის შეგროვება, თუ როგორ მოეხერხებინა ლუნას სოციუმში რეალიზაცია ისე, რომ იგი ბედნიერ ბავშვად ექცია.

image

წამყვანმა ექიმმა, ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ავტორმა Raj Persaud-მა ლუნას დედას, ჯენინს ურჩია, რომ ჯერჯერობით თავი შეეკავებინა ლუნას იდენტობის შეცვლისგან, მანამ, სანამ ლუნა სქესობრივად არ მომწიფდებოდა. თუმცა დედას არ სურდა საკუთარ შვილს სიცრუეში ეცხოვრა და დაუყოვნებლივ დაიწყო მისი გოგოდ ტრანსფორმირება.

image

ლუნას ძალიან ახარებდა გოგონად გარდაქმნა. იგი სკოლაშიც გოგოს ფორმით დადიოდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ძველი ფოტოების ნახვისას, მას ძალიან უჭირს ძველ “მე"-სთან განშორება. დედის თქმით, მას ფსიქოლოგიურად ეხმარებიან, რომ შეეჩვიოს ახალ რეალობას და მის მიმათ გაკეთებულ კომენტარებს ყურადღება არ მიაქციოს.


ლუნას დედა, ჯენინი ამბობს, რომ უბედური მამაკაცი შვილის ყურებას, ბევრად ურჩევნია ბედნიერი და ლაღი ტრანსი გოგონას ყურება.


აღნიშნული სიახლის გავრცელებისას, სოციალურ ქსელებში დედის მისამართით დიდი აგრესია წამოვიდა, ვინაიდან ბევრი მათგანი თვლის, რომ ბავშვი იმ ასაკში არ იყო, საკუთარი გენდერული იდენტობა რომ გაერკვია. ბევრი წერს, რომ მათ შვილებსა და ნათესავებს 3 წლის ასაკში ცხოველად გარდაქმნა სურდათ, თუმცა სრული აფსურდია, ამას მხარი დაუჭირო. არიან ადამიანები, რომლებიც მშობლის მენტალური პრობლემების მოსაგვარებლად ექიმების ჩარევას ითხოვენ და მიიჩნევენ, რომ დედას რეალურად გოგონას ყოლა სურდა და ამიტომ შეუწყო ხელი შვილის “გონების არევას".


imageimage


აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით, ბრიტანელი ტრანსი ბავშვების რაოდენობა გაორმაგებულია.



0
360
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
360
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0