x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება "რუსთავი 2"-ზე - "ერთი პერიოდი მათი გამოსვლები შეჩერდება, მერე თითქოს წამოიმართებიან, მაგრამ..."
image
"საქართველოს მომავალ ლიდერს პირველი შეხვედრა ექნება ჩემთან" - ამ დასათაურებით, ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მის მიერ სხვადასხვა დროს გავრცელეუბული სკანდალური წინასწარმეტყველებები ვრცელდება, რომელთა შორის ერთ-ერთი ყურადსაღები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შესახებ დაწერილი წინასწარმეტყველბა, რომელიც კაკულიამ ჯერ კიდევ 2000 წელს იწინასწარმეტყველა.


2000 წელი, 25 ივნისი, დღის 4 საათი (შიომღვიმე)

ეკლესიას უჭირს, როგორც არასდროს. ბევრია ცთუნება, მაგრამ უნდა ცთუნდნენ. ასეთია ნება კოსმოსისა. არა მარტო ეკლესიას, მთელ საქართველოს გაუჭირდება. ყველგან შიში დაისადგურებს, მაგრამ ნუ გეშინიათ, დიდ განსაცდელს აგაცდენთ უფალი, მამა ღმერთი.

საქართველოს საზღვრებს ჯვარი კეტავს. დედამიწაზე ცეცხლიანი მახვილი დგას. იწყება ომები. სატანამ აიწყვიტა, მიყარ-მოყარა ჯაჭვები, მაგრამ მეათე კარს აქეთ ვერ გამოვა და გადარჩება საქართველო...ასლან აბაშიძე უფრო გააქტიურდება, მაგრამ ისეთს მოუწყობენ, რომ სამუდამოდ ჩაუქრობენ პრეზიდნეტობის სურვილს...


მოულოდნელად ახალი ხალხი დაიწყებს მოძრაობას პოლიტიკაში. „მეცნიერთა პარტიიდან“ იწყება ყველაფერი. საკუთარ ადგილს დაიკავებენ ნამდვილი პროფესიონალები, თავისი საქმის მართლაც უზადოდ მცოდნენი, ღმერთი აბრუნებს მათ საქმიან ზოლზე.

უფალი დიდი გამოცდის წინაშე დააყენებს საქართველოს – გადარჩენის, ყოფნა-არყოფნის საფრთხის წინაშე.დედამიწა უფრო და უფრო დამძიმდება. ადამიანს დარჩება სარწმუნოება. ყველა მივა ღმერთთან, იმიტომ, რომ ბოლო ადგილი მხოლოდ უფალია. ასეთია ნება ღვთისა!

2000 წელი, 29 ივნისი, დილის 10 საათი

დღეს თითქოს შეიქმნა „მეცნიერთა პარტია?“ სასაცილოა. ამ პარტიის ლიდერს კორუფციაში დასდებენ ბრალს. დიდ ფულზე იქნება ლაპარაკი… ასე რომ, ეს ის მეცნიერები არ არიან, ვისაც ჩვენ ვხედავთ.ნამდვილი „მეცნიერთა პარტია“ ჩამოყალიბდება მომავალში, იგი ჯერ არ შექმნილა. მოულოდნელად შეიქმნება. მასში ბევრი ახალგაზრდა მეცნიერი იქნება, რომელთაც, ვხედავ, საქართველო ენდობა და აქედან დაიწყება ყველაფერი.

ომი და გადატრიალება იმათ აწყობთ, ვისაც დიდი ფული აქვს დატაცებული, რათა ყველაფერი შერჩეთ. მაგრამ სამოქალაქო ომი აღარ იქნება საქართველოში. იქნება ომი პარლამენტში, ომი მთავრობის წევრებს შორის. კიდევ ვიმეორებ: სამოქალაქო ომი და დიდი ჭირი აცდება საქართველოს. ამინ! ამინ! ამინ!

2000 წელი, 11 ივლისი

დილით მე და დათო კვირკველია გავემგზავრეთ მეუფე კონსტანტინე მელიქიძესთან ზესტაფონში. როცა მეუფესთან ჩავედით, ასეთი სურათი დაგვხვდა: ქალები ტიროდნენ, ერთი მათგანი ტელეფონზე რეკავდა, მეუფე კვდება და ჩამოუსწარითო. იყო ერთი ტირილი და მოთქმა.ლამის გული გამიჩერდა, მაგრამ დავინახე, რომ მეუფე კონსტანტინე ცოცხალი იყო და დღეს ნამდვილად არ გარდაიცვლებოდა. მე და დათო მის ოთახში შევედით. მივუახლოვდი და მოხუც მეუფეს დავხედე. მან ქუთუთოები ნელ-ნელა აწია, მიცნო და თვალები სიხარულით გაუბრწყინდა. „მოხვედი, ჩემო ლელა? შენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა, ღმერთმა!“ – მეჩურჩულებოდა მეუფე. იქ მყოფი ქალები უცებ დაწყნარდნენ და გაოცებულებმა დაგვიწყეს ცქერა. მერე მთხოვეს, იქნებ რამე აჭამოთ, მეუფე თქვენი ხელიდან ჭამს ხოლმეო. მოიტანეს საკვები და, მართალია, ძალიან ცოტა, მაგრამ მაინც ჭამა მეუფემ ჩემი ხელიდან. ვიგრძენი, ძალიან უყვარდა ეს პროცესი.

მერე მთხოვეს, იქნებ ბალახებზე დამზადებული წამალიც დაალევინოთ, კატეგორიულად არ სვამსო. მეუფეს მოვთხოვე, დაელია ოთხი ტაბლეტი. სათითაოდ ვადებდი ენაზე და წყლით ვაყლაპებდი. შემომხედა, გამიცინა და მითხრა: „ჩემო ლელა, როგორი სიხარულიც შენ მომიტანე დღეს, ისეთი სიხარული და ბედნიერება შესულიყოს ყველას ოჯახში!“

ცრემლები მომერია. მეუფეს მოვეფერე და გავუმეორე, რაც ადრე ვიხილე: „ნუ გეშინია, მეუფეო. შენ უბედნიერესი კაცი ხარ მთელს დედამიწაზე, რადგან იცი, ღვთისმშობელი გელოდება სასუფევლის კართან!“მეუფე ბედნიერი იყო. მერე ჩათვლიმა, ჩაიძინა წყნარი ძილით. უკან რომ წამოვედით, გული დამიმძიმდა. ვიცოდი, რომ მეუფე აღარ გამოვიდოდა ამ მდგომარეობიდან – ღრმა ძილიდან, და გარდაიცვლებოდა.თბილისში რომ მივაკითხეთ, იგი ისევ სიკვდილის ძილში იყო და ვხედავდი, სული მიდიოდა. მე ვიყავი უკანასკნელი ადამიანი, ვინც მეუფემ იხილა და გაუხარდა; მან დამლოცა გულით, მაკურთხა მთელი სულითა და სიყვარულით და წავიდა. მე ვიცოდი, რომ მეუფე იქაც იყო და აქაც; ვიცოდი, რომ იქ – ზეციურ ველში დამინახა და მისთვის ჩემი იმ დროს იქ ყოფნა დიდი სიხარული იყო. რა თქმა უნდა, მაღიარებდა.ლელა, გამოეცი წიგნი და გაზეთიო, – ასეთი კურთხევაც მომცა მეუფემ.

ჰო, იქ მყოფმა ქალებმა მითხრეს, ქალბატონო ლელა, მეუფე კონსტანტინეს ორი რამ გაუხარდა ძალიან-ძალიან: პატრიარქისა და თქვენი ნახვაო... 19 ივლისს მეუფე გარდაიცვალა.

2000 წელი, 30 ივლისი

(ქალბატონი ლელას ქალიშვილის, პატარა თაკოს აღმზრდელის, ნანა მასწავლებლის ჩანაწერი)თაკომ ბაღში შესვლისთანავე მიიპყრო ბავშვების ყურადღება, მაგრამ მან, თავისი კალათით ხელში, გულგრილად ჩაუარა ბავშვებს და მოშორებით დავსხედით. ამოვალაგეთ სათამაშო ჭურჭელი და სკამზე გავშალეთ. მალე ყველა ბავშვი ჩვენთან მოგროვდა. მათ შორის იყო3 წლის ვატო. თაკომ შეხედა ვატოს, მერე მე ამომხედა და მითხრა: – ამ ბავშვს ნახველი აქვს და ლაპარაკი უჭირს.

თამარ პატარაია არასრულწლოვნებისა და აზარტული თამაშების შესახებ

არადა, ბიჭს ხმა არც ამოეღო ჯერ. ვატო ყურადღებით შევათვალიერე, მაგრამ ის ძალიან ჯანმრთელად გამოიყურებოდა და თაკოს ვკითხე, ეგ საიდან მოიტანე-მეთქი? მან სერიოზულად, დიდი ადამიანის მზერით შემომხედა(რაც ხშირად იცის) და გაბრაზებულმა მომიჭრა: – ვიცი!ცოტა ხანში ბავშვებმა ერთმანეთი გაიცნეს და სირბილი დაიწყეს. ვატოს ბებიამ რომ დაინახა შორიდან, ბიჭი დარბოდა, ყვირილით გამოიქცა: ნუ დარბიხარ, ხომ იცი გახველებს, დაიხრჩობიო. მართლაც ვატომ ხველა ატეხა და კარგა ხანს სული ვერ მოითქვა.

მსგავსი რამ თაკოსთვის ადრეც შემინიშნავს, მაგრამ დღეს რაც მოხდა, ჩემნაირი სკეპტიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ლელა კაკულიას მინაწერი:

მართალია, თაკოს ძალიან ვუფრთხილდები, ბევრ რამეს ვმალავ, რათა ბავშვი არ შეწუხდეს, მაგრამ მთავარია, რომ მისი ეს ღვთიური ძალა მოხმარდეს მსოფლიო ხალხებს, სიკეთეს და მხოლოდ სიკეთეს!ჩვენს გარეშე თაკოს ყოფნა არ შეიძლება, ამიტომ ჩვენ ვიცავთ მას! არ გვსურს პატარა, მომავალი უძლიერესი ფენომენის დაღლა და დაძაბვა. პატარა თაკო (თამარ) პატარაია მსოფლიოს გააკვირვებს! 2000 წელი, 8 ივლისი, დღის 12 საათიტელეარხი „რუსთავი 2“ — ერთი პერიოდი მათი გამოსვლები შეჩერდება, მერე თითქოს წამოიმართებიან, მაგრამ ეს ასე არ არის. ისინი წარსულად დარჩებიან, იმიტომ რომ ვისაც ემსახურებიან, მთავრობის ის ფრთა წააგებს და მათთან ერთად ჩაიძირებიან.

ასევე დაიხურება ბევრი გაზეთიც (პლუს უსახსრობაც). იქნება ქაოსი, მაგრამ ვხედავ, რომ ეს ხალხს უფრო დააწყნარებს. ყველაფერი მათ მათ სასიკეთოდ ხდება.

იქნება მინისტრთა ცვლა. დიახ, ვხედავ უკვე გამოცდილ კადრებს, მათაც კი, ვისაც კორუმპირებულები უძახეს. ცოდვა-მადლი მალე გაირჩევა. ასეა, სანთელ-საკმეველი გზას არ დაკარგავს.

იქმნება ახალი პოლიტიკური პარტია „ახალი ჯაბა იოსელიანის“ მეთაურობით.

2000 წელი, 14 ივლისი, დილის 11 საათი, წმიდა ნინოს საფლავთან

დიდი განსაცდელი მოდის, ისევ ბრძოლა ქრისტიანთათვის. საერო და სასულიერო ხელისუფლება ერთმანეთს შეეჯახება. პოლიტიკა დიდად დაიძაბება საქართველოში. ბერებმა უნდა ილოცონ და იქადაგონ მართლმადიდებლობის გასამყარებლად...ძალიან დიდი ენერგიები იფრქვევა, ვერ ვასწრებ წერას…რუსეთი საქართველოზე შემოსევის გეგმას ადგენს, მაგრამ საქართველო გადარჩება!აფხაზეთში სწრაფი შესვლა იქნება ასი პროცენტით.ჟვანიას გუნდი დატოვებს პოლიტიკურ არენას.მოდის ახალი ხალხი, იქმნება ახალი პარტიები. იქმნება მეცნიერთა პარტია – წამყვანი პარტია პარლამენტში. მსახიობებსა თუ მომღერლებს – არცერთს არ ვხედავ პოლიტიკურ სარბიელზე მომავალში. საერთოდ, ყველა და ყველაფერი დაიწმინდება. მეცნიერთა პარტიაში სწორედ ის ადამიანები გაერთიანდებიან, ვინც საქართველოს სჭირდება და არა ის მეცნიერები, ვინც დიდი ფული იშოვა და აკადემიკოსობაც იყიდა.მომავალი პრეზიდენტი „გიორგი“, ვხედავ, ემზადება საქართველოში ჩამოსასვლელად. პირველი შეხვედრა ექნება ჩემთან.

ვხედავ, რუსეთი ვეღარ ჩაერევა საქართველოს პოლიტიკაში, საკუთარი თავი გაუჭირდება უკვე დაღესტნის სახით. დაღესტანი ომისათვის ემზადება. „священная война!“ – მუსლიმები ერთიანდებიან. რუსეთი ისეთივე სისასტიკით გაუსწორდება დაღესტანს, როგორითაც ჩეჩნეთს და მათაც მიწის პირისაგან აღგვის. დიახ, საოცარია, მაგრამ ეს ასე მოხდება. ეს თითქოს უდიდესი პოლიტიკური შეცდომაა, მაგრამ რუსეთის მოქმედება სწორია! მუსლიმები იმდენად მომძლავრდებიან, რომ ამერიკაც კი, რომელიც დიდ შეცდომებს უშვებს ისრაელთან მიმართებაში და მუსლიმებს ელაქუცება(და რომელსაც თავზე დაემხობა მუსლიმთა რისხვა) რუსეთის საქციელს შეაფასებს როგორც დადებით ნაბიჯს პოლიტიკაში. ანუ ჩეჩნეთისა და დაღესტნის წაშლით ევროპა და ამერიკა გულში დიდად კმაყოფილნი დარჩებიან.

აი მაშინ დაიწყებენ ევროპელები მუსლიმების საკითხის გარჩევას. მთელ პოლიტიკას შეაბრუნებენ...2000 წელი, 23 ივლისი, 11 საათი და 30 წუთი, თელავი, თეთრი გიორგის ეკლესიამეუფე კონსტანტინეს სახე ახლოს ვიგრძენი, სუნთქვაც კი მესმოდა. გულზე თეთრი წვერები ეფინა. მერე იყო ხმა: „მადლობა! მადლობა! მადლობა!“ უცებ შორს გაიწია და დავინახე, რომ მეუფე, სადღესასწაულო სამოსში გამოწყობილი, ქუდზე თეთრი ჯვრით, იდგა სამეფო ტახტთან.— ლელა, როცა მოხვალ, მე აქ დაგხვდები და შენ ამ ტახტზე დაბრძანდები 40 წლის შემდეგ, – ბრძანა მან.ხედვის დროს კონტაქტში შემოვიდნენ ღვთისმშობელი და წმიდა ნინო. ძალიან დავიღალე, ძალიან.წინანდალი, სამთავრობო რეზიდენცია„მოქალაქეები“ ერთმანეთს გაეთიშებიან. დიდი უთანხმოებები იქნება მათ შორის. სააკაშვილს მომავალში კორუფციაში დასდებენ ბრალს და ამაზე ბევრს ილაპარაკებენ.

მოკლედ, პრეზიდენტი და ჟვანია ერთმანეთს სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლას გამოუცხადებენ. პრეზიდენტს ბოლო ნახტომი დარჩა, მაგრამ იგი არ იქნება კარგად გამოთვლილი და წააგებს კიდევაც. თუმცა, საბოლოოდ, აქედან არავინ არაფერს იგებს.

მომავალი პრეზიდენტი ჩემი დიდი თაყვანისმცემელია. საოცრად შეგნებული აქვს ჩემი ღვთიური ნიჭი და ძალა. იგი დიდი ხანია აფიქსირებს ყველა წინასწარმეტყველებას, თითქმის თითოეულ წერტილს. ეს ასეა. იგი დიდი მეცნიერია, ანუ მცოდნეა საკუთარი საქმისა. დიახ, მეცნიერთა პარტია, ახალი ხალხი ჩნდება არენაზე.

ახალ პრეზიდენტს ძალიან ვუყვარავარ. აბსოლუტურად ყველა პირობას შემიქმნის და მოგვეცემა დიდი შანსი ყველაფერში, რათა მივეხმაროთ მსოფლიოს ხალხს. ეს ასეც იქნება, ვიცი ასი პროცენტით...

2000 წელი, 24 ივლისი, დღის 12 საათი

პრეზიდენტს ძალინ გაუჭირდება. მისი მომხრეების რიცხვი ძალზე შემცირდება. ფაქტობრივად, დროს უცდის, რათა ყველაფერი „მოქალაქეებს“ გადააბრალოს. ასეც მოხდება. შემოდგომაზე დიდი დაპირისპირებები იქნება, ერთმანეთს გადაჭამენ.

2000 წელი, 25 ივლისი, საღამოს 7 საათი

ჯგუფს, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კანონებს წერს, მოუწევს უდიდესი საქმის გაკეთება. რეზულტატი ის იქნება, რომ ერთ-ერთს ტერორს მოუწყობენ, საავადმყოფოში ვხედავ. გადარჩება. მეორეს სახლს აუფეთქებენ და ა.შ. ისინი დიდ მაფიას შეეჯახებიან.

ერთი პერიოდი ძალიან დაძაბული და რთული სიტუაციები იქნება, მაგრამ კორუფციასთან მებრძოლი სამსახური მაინც იარსებებს, სურს ეს მთავრობას, თუ არა.

თუმცა საქმე მაინც ეკონომიკაშია. ბიუჯეტი ისევ ცარიელია. ბიუჯეტის გეგმა ვერ შესრულდება. იქნება დიდი ჩავარდნები, უფრო მეტი, ვიდრე იყო. სახელგანთქმული საბაჟო ლეგიონიც სრული ბლეფია. საერთო ჯამში ერთმანეთს გაანადგურებენ.

პროკურორი, შინაგან საქმეთა მინისტრი, უშიშროების მინისტრი შეიცვლებიან ასი პროცენტით. აქედან დაიწყება სწორედ ყველაფერი. პრეზიდენტი იძულებული შეიქნება და ყველას მოხსნის.

2000 წელი, 7 აგვისტო, საღამოს 5 საათი

თბილისში მიწისძვრა იქნება, მაგრამ, ასე ვთქვათ, რბილად გადაივლის.

რთული პერიოდები მოდის. ფაქტობრივად, მთავრობას კადრები არ ჰყავსო, – ასე იტყვიან.პრეზიდენტს მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკებები. რუსეთის პრეზიდენტი საინტერესო წინადადებით დადგება თითქოს და აფხაზეთის „მკვდარი“ საკითხი მოულოდნელად წამოიჭრება. ეს წამოვა რუსეთიდან; თან ისე, რომ რუსეთი ითამაშებს თითქოსდა დიდ როლს – აფხაზეთს დაუბრუნებს საქართველოს. ეს მოხდება მოულოდნელად...

ჟვანიას ძალიან გაუჭირდება. იგი მიხვდება, რომ ბრძოლა დროზე ადრე დაიწყო. მას არც ამერიკა მიემხრობა, არც ევროპა. საერთოდ მის კანდიდატურას უარყოფენ პრეზიდენტის პოსტზე. იგი პრეზიდენტი არასდროს გახდება.

პარლამენტი ძალიან დაიძაბება. მოკლედ, ვინ რას აკეთებს, კაცმა არ უწყის.

2000 წელი, 26 აგვისტო, თბილისი, დღის 12 საათი

მომავალში რამდენიმე თანამდებობის პირი დატოვებს საქართველოს. დაიჭერენ მათ, ვინც არ არის დასაჭერი; დაიჭერენ ისინი, ვინც თავად არიან დასაჭერები.

ეს პერიოდი 1937 წელს ჰგავს! ფრთხილად! ეს პატარა დროით განისაზღვრება...

პრეზიდენტი უფრო სუსტდება. იგი ვერ უმკლავდება მაფიას, ვერ დგამს ძლიერ ნაბიჯებს და მოხდება ისე, რომ მთავრობის პირნი, მინისტრებიც კი ხმას ამოიღებენ და პარლამენტში მოურიდებლად გამოვლენ სიტყვით პრეზიდენტის წინააღმდეგ. ყველა ხმას აიმაღლებს, ბევრ რამეში დაადანაშაულებენ, საოცარ რაღაცეებს იტყვიან. მოხდება ის, რაც არასდროს ყოფილა – არავინ ერიდება, არავინ მორცხვობს და უკვე არავინ არაფერს მალავს. ეს კი დასასრულია...

პიროვნება, მსგავსი ჯაბა იოსელიანისა, ქმნის მართლაც ძლიერ პოლიტიკურ პარტიას; სულ სხვა ხალხს ვხედავ, ყველას გაუკვირდება, მაგრამ ასეთია ბედისწერა.

საინტერესო სიტუაციები იქნება მომავალში.

2000 წელი, 7 სექტემბერი, დილის 8 საათი

...ახლად შექმნილი პარტია „ახლები“ – ეს არის ძველი პარტიების სახე. მოდიან ვითომ პოლიტიკიდან, ანუ „მოქლაქეთა კავშირიდან“. ვხედავ, ზურაბ ჟვანიას დაუპირისპირდებიან. ეს არის ის, რისთვისაც ისინი ჩამოყალიბდნენ. რა არის ამაში ჩადებული? დაუპირისპირდნენ და ბრძოლა გამოუცხადონ ჟვანიას. მათ არც პრეზიდენტი მოწონთ, მაგრამ მაინც ის ურჩევნიათ. აქედან ვხედავ ერთს: ერთმანეთს გაანადგურებენ. იქნება დაპირისპირებები, ბრძოლა პირველობისათვის, მაგრამ მომავალში ორივე მხარე – ჟვანიაცა და „ახლებიც“ წააგებენ...

ასეთი თამაშები მომავალში არ გაგრძელდება. პირიქით, პარტიები შეიქმნება და გააკეთებენ საქმეს. ეს უკვე ის ჯანსაღი პარტიებია, რომლებიც საქართველოს სიკეთეს მოუტანენ. ამინ!

2000 წელი, 20 ოქტომბერი, დილის 11 საათი

რა ნაბიჯიც უნდა გადადგას პრეზიდენტმა პოლიტიკაში, გამართლება აღარ აწერია. მისი დრო წავიდა. ახალგაზრდა კადრები მოიყვანა და ზუსტად ეს ახალგაზრდები მოუღებენ ბოლოს ამ მთავრობას...ზურაბ ჟვანია დიდ ფარულ ბრძოლას უცხადებს პრეზიდენტს. სააკაშვილი ბრძოლას უცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კახა თარგამაძეს და საფუძვლიანადაც შეურყევს მდგომარეობას. იმუშავებენ იმაზე, რომ პრეზიდენტმა მოხსნას თარგამაძე და მიზანსაც მიაღწევენ. პრეზიდენტი თარგამაძეს მოხსნის. აქედან იწყება მისი ძალაუფლების დასუსტება.

მაგრამ მოხდება ასეთი რამ მომავალში: ჟვანიას კანდიდატურა მინისტრ თარგამაძის ადგილზე ერთი ხმით გავა. მისი კაცი მოვიდა? მაგრამ ახალი მინისტრი უღალატებს და პრეზიდენტის მხარეს გადაიხრება. აქედან დაიწყება ჟვანიას გუნდის განადგურება. თავიანთ ამოთხრილ ორმოში მოექცევა ჟვანიას გუნდი. საერთოდ, ორივე მხარე წააგებს.

2000 წელი, 25 ოქტომბერი, დღის 1 საათი

ვხედავ მინისტრთა ცვლას. პრეზიდენტი თითქმის ყველა მინისტრს შეცვლის და იქნება ქაოსი, ნერვიულობა მთავრობაში. ვინ მოდის, კაცმა არ იცის. მაინც ძველი კადრები ბრუნდებიან...

რკინისგზის დეპარტამენტის შეფს, კაკო ჩხაიძეს მოხსნიან. მას ბრალდებებს წაუყენებენ და ატეხენ ერთ ამბავს „რუსთავი 2−ზე“. მოკლედ, ძალიან გაურთულებენ მდგომარეობას.მოდიან ახალი ძალები, ახალი ხალხი და ახალი მთავრობა.

მომავალში რუსეთთან ურთიერთობები დაეწყობა, ეს სასიკეთოა; ამერიკის მთავრობაში „რესპუბლიკელები“ მოდიან ასი პროცენტით; ვხედავ, იერუსალიმს ცეცხლი უკიდია – ტერორები გახშირდება; ჩეჩნეთში ომისთვის ემზადებიან ისევ, ჩეჩნები რუსებს მაგრად გაამწარებენ; იაპონია – ისევ ვულკანი; მომავალში ისევ ვხედავ თურქეთში მიწისძვრას.

2000 წელი, 26 ნოემბერი, დღის 12 საათი

რუსეთთან სავიზო რეჟიმით საქართველოს არაფერი დააკლდება — არც აფხაზეთს ვკარგავთ და არც სამაჩაბლოს – ასეთია ნება ღვთისა!

მე აღვნიშნე ადრე (წინასწარმეტყველება1993 წლის 24 ივლისისა), რომ ქართველები ყოველგვარი ბრძანების გარეშე შევლენ აფხაზეთში, რომ ეს შეტევა ღვთისგანაა ნაკარნახევი და გამარჯვებაც ღვთისგანაა მოცემული. ასეც ასრულდება, როგორც დანარჩენი წინასწარმეტყველებები.

რუსეთი კარგავს არა მარტო ჩრდილოეთ, არამედ მთელს კავკასიას. влади+кавказ იცვლება потеряло+кавказ-ით. ასეა, ბინძური თამაში არავის შერჩება.

საქართველოში კი პრეზიდენტი დაიჭერს ყველას. დაიწყებს კუდიდან, მაგრამ გავა თავამდე ასი პროცენტით. დარჩება ცარიელი ადგილები და მოხდება საოცრება: მინისტრობა არავის ენდომება, ყველას შეეშინდება, პრეზიდენტს არავინ ენდობა. ასეთია ბედისწერა.მოდის ახალი მთვარობა, ახალი ხალხი, ძველი სულს ღაფავს...

2001 წელი, 3 იანვარი, დილის 7 საათი

„მოქალაქეები“ საბოლოოდ იშლებიან. ზურაბ ჟვანია მოულოდნელად დატოვებს პოსტს. მას აღარ ვხედავ პარლამენტის თავმჯდომარედ. იგი ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერას საბოლოოდ დაკარგავს. ჟვანიას გუნდი მწარედ წააგებს!..

ისევ ვხედავ, იქმნება მეცნიერთა პარტია, რასაც 1994 წლიდან ვწინასწარმეტყველებ. იქ პენსიონერ მეცნიერებს კი არ ვხედავ, არამედ ახალგაზრდა, საკმაოდ კარგად მომზადებულ, პოლიტიკურ სკოლაგავლილ ახალგაზრდებს. ეს იქნება პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ჯერ არ ჩანს. მის უკან დგას საქართველოსთვის კარგად ნაცნობი პიროვნება. პირველ ეტაპზე იგი თავისი მდგომარეობით გაუკვალავს გზას მთავრობაში, მერე კი თვითონ განზე დარჩება. ის ამ პარტიას არ ჩაუდგება სათავეში, ვერ შეძლებს; ვერც ძველი პოლიტიკოსები შეყოფენ ცხვირს. ეს იქნება პრეზიდენტისთვის დასაყრდენი ბაზა და აქედან იწყება საქართველოს პოლიტიკის აყვავების პერიოდი. ამინ!

2001 წელი, 4 იანვარი, დილის 10 სათი

რუსეთის პრეზიდენტს ტერორს მოუწყობენ. ვხედავ, მანქანებს ცეცხლი უკიდია. ეს მუსლიმები არიან? არა, ეს რუსული, დიდი მაფიური დაჯგუფებაა, რომელსაც უღირს პრეზიდენტის სიკვდილი. ასე რომ, რუსეთის პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება. იგი ძალიან შეშინდება და დაიწყებს უკან დახევას. აქ ამერიკაც წამოიმართება და არაფერს დაუთმობს მას. დუმაშიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აქედან იწყება რუსეთიოს პრეზიდენტის დაცემის პერიოდი.

რუსეთი ძალიან დაიძაბება, ყველა პუტინს დაადანაშაულებს. იგი წააგებს. მას მოკლავენ! საქართველოსთან თავისი უხეში პოლიტიკის გატარებას ბოლომდე ვერ მოასწრებს. მოკლედ, საქართველოს ღმერთი გადაარჩენს რუსეთის აგრესიისაგან!

2001 წელი, 16 თებერვალი, დილის 11 საათი

საქართველოს პოლიტიკა ძალიან დაიძაბება. მთავრობას ისე ძალიან გაუჭირდება, როგორც არასდროს. ვითარების ანალიზს დიდი პოლიტიკოსიც კი ვერ გააკეთებს. მოკლედ, დიდი ქაოსი იქნება.„მოქალაქეთა კავშირიდან“ წარდგენილი თანამდებობის პირები გადაიხრებიან პრეზიდენტის მხარეზე, უღალატებენ ზურაბ ჟვანიას. პრეზიდენტმა სწორად გამოთვალა, მაგრამ ესეც ყველაფერი დროებითია. საერთოდ ძალიან პატარა დრო დარჩათ და მნიშვნელოვანი ამბები მოხდება...მომავალში მოდიან მინისტრები, რომელთაც არავითარი სერიოზული პოლიტიკური სკოლა არ აქვთ გავლილი. ეს საშინელებაა...

სააკაშვილი მიხეილი – იუსტიციის მინისტრი, და კახა თარგამაძე – შს მინისტრი, ერთმანეთს ძალზე სერიოზულად შეეჯახებიან…

კორუფცია ფრთებს გაშლის, ხალხი გარეთ გამოდის, ვხედავ... მაგრამ პრეზიდენტს გადადგომა ჯერ არ უწერია. მას კი ძალიან სურს წასვლა, დგამს კიდეც ნაბიჯებს, მაგრამ არაფერი გამოუვა. იგი ნელ-ნელა უთმობს ჟვანიას გუნდს და მათაც სჯერათ ეს. მაგრამ მომავალში ისეთ ნოკაუტში ჩააგდებს ჟვანიას, რომ საერთოდ მოცელავს...

2001 წელი, 18 თებერვალი, დილის 10 საათი

აჭარაში წყალდიდობის გარდა, მიწისძვრასაც ვხედავ, მაგრამ მსხვერპლი არ იქნება. ამინ!!!სერიოზული კატაკლიზმები საქართველოში არ იქნება. თბილისში ძლიერი მიწისძვრა გამორიცხულია! ნელ-ნელა ყველაფერი დაწყნარდება.

2001 წელი, 19 თებერვალი, ღამის 10 საათი

საქართველოდან წასული ახალგაზრდები და პოლიტიკოსები საკუთარ კერას დაუბრუნდებიან. ისინი მასიურად დაიწყებენ ჩამოსვლას თბილისში, იქმნება ახალი პარტიები, ახალი ორგანიზაციები. მოდიან ახალი პოლიტიკოსები, ძველები კი ნელ-ნელა ქრებიან. მათთან თანამშრომლობა არ აწყობთ ახალგაზრდებს, იციან, რომ ისინი არასოდეს გამოსწორდებიან. ახლები კი ყველანი საკუთარი საქმის მცოდნეები არიან. მეცნიერთა პარტია, როგორც ადრე დავარქვი, მოულოდნელ წარმატებებს მიაღწევს მოკლე პერიოდში, მათ მთელი საქართველო გვერდში ამოუდგება.

2001 წელი, 16 აპრილი

...ვხედავ, რომ პარლამენტარ გელაშვილის (ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი) ბიზნესში ცხვირს ჩაყოფენ და დაუნდობელ ბრძოლას გამოუცხადებენ, შავ დღეში ჩააგდებენ. გელაშვილს არც სამღვდელოების დაცვა უშველის, არც საბუთები. იგი თითქმის გარბის საქართველოდან.იგივე დაემართებათ სხვებსაც. იქნება უსამართლობა და დიდი დაპირისპირებები; იქნება დიდი ფულების ტრიალი – მიცემაც და აღებაც. საჭირო იყო უფრო გამოცდილი კადრების მოყვანა. განა საქართველოში დაილია მცოდნე, განათლებული და პატიოსანი ხალხი? მაგრამ ისინი არავის ჭირდება, არ მისცემენ გასაქანს, იმიტომ, რომ მათ ფონზე ზოგიერთი მთავრობის პირი არაფრად გამოჩნდება. აი, აქ არის ძაღლის თავი დამარხული...

თუ სიმართლე გინდათ, აფხაზეთი კოსმოსისთვის არც არასდროს იყო დაკარგული. ღვთის ნებით, ქართველები მშობლიურ მიწას დაუბრუნდებიან!

2001 წელი, 28 აპრილი

ამერიკელი სამხედროები უფრო მოუხშირებენ საქართველოსთან ურთიერთობებს და თბილისში ჩამოსვლას. რა თქმა უნდა, რუსეთი ძალზე ღიზიანდება, მაგრამ, ვხედავ, იგი უძლურია, რომ სერიოზული დარტყმა მიაყენოს საქართველოს...

ამერიკელები სხვა წინადადებით დგებიან, რომლებიც უფრო მომგებიანია საქართველოსთვის. რუსეთი ტოვებს საქართველოს მთელ ტერიტორიას – აფხაზეთს, სამაჩაბლოს და ა.შ.

მომავალში აფხაზეთის ვითომ პრეზიდენტს ვეღარ ვხედავ. ახალი მთავრობა ვერ მოასწრებს ჩამოყალიბებას. ქართველი ლტოლვილები ქართულ მიწას უბრუნდებიან! აფხაზეთში ახალი ძალები შეიკრიბებიან. ვხედავ, საქართველო მთლიანად სუფთავდება, შავი ზოლი ნელ-ნელა ქრება.

უცხო რელიგიაც ტოვებს საქართველოს. მართლმადიდებლობა ფრთებს შლის.

რუსეთის პრეზიდენტს ტერორს მოუწყობენ. ვხედავ პრეზიდენტის სისხლიან მაისურს; ვხედავ, როგორ მიაქანებენ საკაცით საავადმყოფოში. ერთი ტყვია გულთან გაივლის, მეორე ფილტვს უხვრეტს. ამჯერად თითქოს გადარჩება, მაგრამ მეორე ტერორს კი ვერ გადაურჩება. ეს სნაიპერია – შიგ შუბლში მოარტყამს. ვხედავ უკან გადავარდნილ, მკვდარ პრეზიდენტს. საშინელებაა! ეს არის ნაყოფი ბოროტი ძალებისა.ღმერთო, დაიფარე ბოროტისგან ყოველი ადამიანი; მიეც მათ გონება, რათა გადარჩნენ ქვეყნები. ამინ!რუსეთი და საქართველო ერთდროულად აირევა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ორივე ქვეყნისთვის სასიკეთოა, ვხედავ.

0
3501
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
3501
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0